Skip to content

პასუხისმგებლობა

July 20, 2012

ყველაფერი კარგი მაშინ ხდება, როდესაც ჭიქა ჩაით ხელში ზიხარ და არაფერზე ფიქრობ, გენიალური ჩაის სმის შედეგად მიღებული სიამოვნების გარდა…

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ყველაფერი კარგად იყოს? ხანდახან მგონია, რომ ცხოვრება ილუზიაა, სინამდვილეში კი, რეალობა ამ ილუზიის მიღმა იმალება და ველი იმ წამს, როდის გამოვფხიზლდები და ნადვილ ცხოვრებას ჩავხედავ თვალებში.

წუწუნი პატარ-პატარა დაბრკოლებებზე არ ღირს, მსხვილი პრობლემების გადალახვა კი რთულია. როდესაც ფიქრობ, თუ რა უნდა გააკეთო მომავალში, დიდ უფსკრულს ხედავ, მაგრამ როდესაც ცხოვრობ დღევანდელი დღით, ყველაფერი კარგად არის.

საშინელებაა, როდესაც შეცდომას უშვებ და მერე ეს შეცდომა მუდმივად თან დაგყვება, რა თქმა უნდა, ის შეგიძლია გამოასწორო, მაგრამ მაინც არასდროს გაქრება შენი ცხოვრებიდან და ყოველთვის, როცა გაგახსენდება, გული შეგეკუმშება…

ატარებდე დიდ პასუხიმგებლობას და დაკისრებული გქონდეს სერიოზული მოვალეობები, ეს რთულია და ამავდროულად იმის გაცნობიერება, რომ ყველა ადამიანი ასე ცხოვრობს, რომ ადრე თუ გვიან მოგიწევს შეეგუო იმას, რომ ციდან არაფერი ცვივა _ აუტანელი. იყო ვალდებული ადამიანების წინაშე მაშინაც კი, როდესაც შენ მათგან არაფერს მოელი და საფუძვლად არაფრის მოლოდინს სხვებისგან, მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებლობის თავიდან არიდება უდევს…

ყველაზე დიდი ბედნიერება მოგზაურობაა, დედამიწის გარშემო და საკუთარ თავში, ყველაზე საინტერესო კი აღმოჩენების გაკეთება, როგორც კი სრულდება ეტაპი აღმოჩენების გაკეთების, იქ ცხოვრების გაგრძელებას აზრი არ აქვს.

ყველაზე დიდი საშინელება მაინც ის არის, როდესაც ადამაინებს იმედებს უცრუებ, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც შენგან ბევრს მოელის…

2 Comments leave one →
  1. July 20, 2012 21:35

    ყველაფერი კარგად იქნება, ნათ. ნახე, თუ არა🙂

  2. July 20, 2012 21:52

    მომეწონა ფორთოხლის გოგონა… მომეწონა და იმედი არ გამინაწყენდები როცა გაიგებ რომ შენი ბლოგ ჩანაწერი ახალ ქართულ სოციალურ ქსელზე განვათავსე >> http://www.qwelly.com/profiles/blogs/6506411:BlogPost:32362

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: