Skip to content

მე რომ მოვკვდე

September 5, 2012

მე რომ მოვკვდე, ქვეყანა არ დაიქცევა, საერთოდაც, არაფერი შეიცვლება, პატარა ტირილი, ერთი-ორი ცრემლი და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება. ყველას სიკვდილი ამას იწვევს, არავინ არავის გადაყვება თან და ეს არცაა საჭირო, მაგრამ როცა საკუთარ სიკვდილზე ფიქრობ, უფრო ეგოისტურად უყურებ, ალბათ…

კარგი იქნებოდა, ადამიანი მართლა ისე ცხოვრობდეს თითქოს ეს მისი უკანასკნელი დღე იყოს, თუმცა ადამიანებს არ გვინდა სიკვდილზე ფიქრი და უაზროდ ვფლანგავთ დღეებს, ალბათ, ამას მაშინ მივხვდებით, როცა დავბერდებით და ძალიან ვინანებთ.

რამდენი ადამიანი დარჩება, ვისაც ის არ ვუთხარი, რაც უნდა მეთქვა, რამდენი შეცდომა გამოსასწორებელი, რამდენი გაცრუებული იმედი და რამდენი სისულელე ჩემ მიერ ჩადენილი აღარასდროს შეიცვლება… ისე, რა საჭიროა ამდენი ფიქრი, ადექი და უთხარი ყველას რისი თქმაც გინდა, გამოასწორე შეცდომები, მაგრამ ჩვენ ხომ ყველაზე მეტად იმის გაკეთების გვეშინია, რაც ტკივილს მოგვაყნებს…

სოციუმს ყოველთვის ისე აღვიქვამდი, როგორც უწესრიგოდ მოფუსფუსე ჭიანჭველებს… ადამაინები მუდან დადგენილ სქემებს მიყვებიან: იზრდებიან, ჯერ ბაღში მიდიან, მერე სკოლაში, მერე უნივერსიტეტში აბარებენ, მუშაობას იწყებენ, თხოვდებიან-ქორწინდებიან, აჩენენ შვილებს, ზრდიან მათ, მერე შვილიშვილებზე ზრუნავენ და ბოლოს კვდებიან. შესაძლოა, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ მე მეშინია დადგენილი სქემით ცხოვრების. ალბათ ბედნიერება სწორედ ეს არის და მე ამას ვერ ვიაზრებ, არ ვიცი… ყველაზე მეტად კი იმაზე ფიქრი მაშინებს, რომ მეც ამ მოფუსფუსე ჭიანჭველებიდან ერთ-ერთი ვარ და ვერასდროს ვიქნები სოციუმისგან განსხვავებული…

მე თუ მოვკვდები, არ მინდა ჩემს საფლავზე დადგან რამე მარმარილოს მსგავსი, საერთოდ არაფერი მინდა საფლავზე!

მე თუ მოვკვდები არ გამართონ უაზრი ქელეხი, სმა-ჭამა და ყოველივე მარაზმული რაც ხდება ადამიანის სიკვდილის შემდეგ, არ იდგეს სადარბაზოსთან რიგები, არ იდოს ჩემი კუბო შუა ოთახში და არ ისხდნენ ჭირისუფლები ჩემ გარშემო სკამებზე, ამას კატეგორიულად მოვითხოვ. უბრალოდ, დამმარხეთ და მეტი არაფერი.

სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის არ მჯერა, მაგრამ რისი მჯერა ისიც არ ვიცი, იმისიც ნამდვილად არ მჯერა, რომ უბრალოდ მიწად ვიქცევი და მეტი არაფერი, უცნაურია…

ხანდახან მაგარი გოგოს როლს ვთამაშობ, მაგრამ ეს ასე არ არის, ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელსაც ყველა უყვარს და სულ უნდა კარგი აკეთოს, მაგრამ, უმეტეს შემთხვევებში, არ გამოსდის🙂

მე თუ მოვკვდები… უჰ, ძნელია საკუთარ სიკვდილზე ფიქრი… კიდევ ბევრი რამ მინდა ვთქვა, მაგრამ არ მესაჯაროვება… თუ მოვკვდები, შემოდით ვორდპრესზე და დრაფტებში ნახავთ დანარჩენს, კიდევ ჩემს ძველ დღიურებსაც თუ წაიკითხავთ, ყველაფერი ნათელი გახდება…

P.S არაფერზე ინერვიულოთ, კარგად ვარ და არც თავის მოკვლას ვაპირებ, უბრალოდ, უახლოეს მომავალში შესაძლო სიკვდილზე დავფიქრდი…

აი ემ ჰეფი!🙂

12 Comments leave one →
  1. September 5, 2012 20:44

    “აი ემ ჰეფი!”
    მთავარი ესაა🙂

  2. September 6, 2012 06:07

    ამაზე მეც ბევრჯერ მიფიქრია, საკუთარ სიკვდილზე, იმაზე თუ რა მოხდებოდა წინასწარ რომ მცოდნოდა ზუსტი სიკვდილის თარიღი, კიდევ იმაზე თუ როგორ ვიცხოვრებდი რომ მჯეროდეს ჩემი უკანასკნელი დღეა მეთქი. ყველაზე მეტად გულახდილობა მაკლია და ამ ფუფუნებას ვაჩუქებდი საკუთარ თავს. ვიტყოდი ყველაფერს გულახდილად. თუმცა მე შეუძლებლად მიმაჩნია ყოველი დღის ისე ცხოვრება თითქოს უკანასკნელია, თუმცა ამის გაცნობიერება ალბათ დაგეხმარება პოზიტიური განწყობის შენარჩუნებასა და უაზრო დეტალებზე ნერვების შლისგან თავის შეკავებაში.
    “აი ემ ჰეფი” – ამას არაფერი ჯობია.

  3. September 6, 2012 09:16

    რატომ “თუ”?🙂 რა ეჭვი გეპარება?
    უახლოეს მომავალში გაშოროს, მაგრამ…. ბოლო-ბოლო არ აგცდება…

  4. September 6, 2012 11:30

    მე ხშირად ვფიქრობ ხოლმე სიკვდილზე და ყოველთვის იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ჯერ ადრეა, რადგან 1000 რამ მაქვს გასაკეთებელი🙂
    ” სიკვდილი ყველა ადამიანის ხვედრია, მაგრამ ყოველთვის მეგონა, რომ ჩემთვის გამონაკლისს დაუშვებდნენ. და რა?”(უილიამ საროიანი) – ეს გამონათვამი ერთ-ერთ პოსტში ვნახე და ძალიან მომეწონა🙂
    პ.ს შენს ვორდპრესზე კი შემოვალთ, მარა მანამდე პაროლი და იუზერნეიმი დაგვიტოვე თან არ წაიყოლო :დ

  5. September 6, 2012 11:38

    მომილოცავს! კარგია ეგ, აუცილებელიცაა. სულ ტყუილად ჰგონიათ, რომ სიკვდილზე ფიქრი დეპრესიის შედეგია. ეგ ბევრ რამეზე უხელს თვალს ადამიანს.

  6. September 6, 2012 22:15

    სიკვდილზე დაფიქრება კარგია… ცხოვრებას ასწავლის ადამიანს… მიტევებას… ყოველდღიურ სიხარულს… ღიმილს… ბედნიერებას სხვათა ბედნიერებით და უბედურებას სხვათა უბედურებით… სიკვდილზე, არა როგორც მომავლის აუცილებლობაზე, არამედ სიკვდილზე როგორც ყოველდღიური შესაძლებლობაზე…🙂
    როგორც ყოველთვის შესანიშნავი პოსტი იყო…

    და მაინც:
    “მე თუ მოვკვდები არ გამართონ უაზრი ქელეხი, სმა-ჭამა და ყოველივე მარაზმული რაც ხდება ადამიანის სიკვდილის შემდეგ, არ იდგეს სადარბაზოსთან რიგები, არ იდოს ჩემი კუბო შუა ოთახში და არ ისხდნენ ჭირისუფლები ჩემ გარშემო სკამებზე, ამას კატეგორიულად მოვითხოვ. უბრალოდ, დამმარხეთ და მეტი არაფერი.” << ამას რაც შეეხება უნდა გაგაწბილო… ჯერ ერთი არ აგცდება ეს ყოველივე (აქ საქართველოა) და მეორეც, ისე კატეგორიულად მოითხოვ, თითქოს რამეს გაიგებ რა…🙂🙂🙂🙂😀😀😀

    • September 7, 2012 17:27

      როგორ ტეხავს ისე… ხალხი გრიალებს, კაის ჭამს, კაის სვამს, შენ კი კუბოში აგდიხარ…
      სიცოცხლეშივე უნდა გადაიხადოს ადამიანმა ქელეხი რომ არ გამორჩეს. აი, როგორც არაჩვეულებრივ გამოფენაშია, ბატონმა ბონამ რომ მოიწყო თავის გემოზე საფლავი სიცოცხლეშივე🙂

  7. September 7, 2012 07:19

    რა მაგის პასუხია და საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში მოდაში რომ შემოვიდა ჭიშკართან ბაწარზე გამობმული მიცვალებულის დიდი სურათი რომ გეგებება და მერე უკან მოგყვება თუ წინ მიგიძღვის… აი ეგ ისეთი მაგრობაა, სიკვდილი მოგენატრება ადამიანს.🙂

  8. September 7, 2012 13:01

    შენ რომ მოკვდები ფორთო ფბს ვოლზე დაგიწერენ ბევრ სევდიან პოსტს :დ
    მე ვიტყვი რომ რა საყვარელი გოგო იყოთქო და ცხვირი ამეწვება შენ გახსენებაზე.
    ვინმე კიდევ ინანებს რომ თავის დროზე არ გითხრა როგორ უყვარდი..
    შენი მეგობრები დიდხანს იდარდებენ.
    და კიდევ ძალიან ძალიან ბევრი რამე მოხდება შენ თუ მოკვდები და არა ის რომ

  9. September 7, 2012 13:03

    “მე რომ მოვკვდე, ქვეყანა არ დაიქცევა, საერთოდაც, არაფერი შეიცვლება, პატარა ტირილი, ერთი-ორი ცრემლი და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდება.”
    ნწუ არ იქნება ასე…
    აღარ შეცდომებს აღარ ექნება მნიშვნელობა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: