Skip to content

მე მეშინია!

September 19, 2012

ძალიან ცუდია იმის გააზრება, რომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია, დევხარ კუნძივით და მხოლოდ განიცდი, რას შველის ეს განცდა? არც არაფერს, მხოლოდ ტკივილს იწვევს.

საშინელებაა იმის გააზრებაც, რომ არაფერი შეიცვლება, რადგან პირუტყვები ყოველთვის იქნებიან და შენ რა კუთხითაც არ უნდა შეხედო, ვერასდროს ვერაფრით მიხვდები, თუ რა შეიძლება რომ იწვევდეს ამ მარაზმს, ამ ცხოველურ ქმედებებს.

რითი ვართ იმათზე უკეთესები, როდესაც იმავეს გაკეთება გვინდა მათთვის, რასაც ისინი სხვებს უკეთებენ, გვინდა ვაწამოთ, მოვკლათ, ცხოვრება დავუნგრიოთ, ეს შეკრული წრეა და არასდროს გაიხსნება.

პოლიტიკა ყოველთვის ბინძურია, ხალხი კი ყოველთვის ბრბოა, რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა შეიცვალოს ვითარება, ყოველთვის ასე იქნება.

თ უ არ ამაღლდა ჩვენი შეგნება!
თ უ მასობრივად არ შეიცვალა განათლების დონე!
თ უ საღად აზროვნების უნარი არ განგვივითარდა!
თ უ სინდისმა არ გაიღვიძა ჩვენში
არაფერი გვეშველება და ეს ძალიან ბევრი ,,თუა”…

ძალიან მაინტერესებს, როგორ შეუძლია ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანს ჩაიდინოს ის ყველაფერი, რაც ჩვენ ბოლო დღეებში ვიხილეთ? მე არ მჯერა, რომ ის ,,სამართალდამცავები”, რომლებიც პატიმრებს აწამებენ, სათანადოდ აზროვნებენ, ჰყავთ ოჯახები, მეგობრები, ღამე მშვიდად სძინავთ, ჭამენ, სვამენ და ა.შ. ვინმემ მიპასუხეთ, როგორ შეიძლება, ასეთი მონსტრი ცხოვრობდეს ჩვეულებრივი ცხოვრებით, ცოლს ეხუტებოდეს, შვილებს ეფერებოდეს? იქნებ ეს შესაძლებელია და მე არ მესმის?!

დავუშვათ, ასეთი ადამიანები არსებობენ (და ვაი რომ მართლაც არსებობენ), რა განაპირობებს მათ ასეთ ქმედებას? ასეთი რა შეემთხვათ ცხოვრებაში, რა სახის ტრაგედია გადაიტანეს, რომ იქცნენ უგრძნობ პირუტყვებად, მოძალადე მხეცებად? ნუთუ ბავშვობაში გადატანილ რაიმე სახის დამცირებას ამ ფორმით პასუხობენ? სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმაზე არ ფიქრობენ რომ ეს ადამიანები, რომლებიც მოკვლაც ვერ მოახერხეს, ერთხელაც ციხიდან გამოვლენ და აუცილებლად მოინდომებენ დანგრეული ცხოვრებისთვის შურისძიებას? შვილების გამო მაინც არ ეშინიათ ამ ბოროტების ჩადენის თავი რომ დავანებოთ კანონის წინაშე შიშს?!

დაუსჯელობის სისხლში გამჯდარი განცდა რომ გვაქვს ადამიანებს, ერთ-ერთი პრობლემა ესაა. ჩვენ უამრავჯერ ვარღვევთ კანონს, რადგან იმედი გვაქვს, რომ არ დაგვსჯიან. არავინ ვფიქრობთ იმაზე, რომ ყველაფერი მუდმივი არაა, ერთხელაც ბევრი რამ შეიცვლება, თბილ სკამებზე მსხდომი გაზულუქებული ხელისუფალნი წავლენ… მაგრამ ალტერნატივა?!

ძალიან მეშინია!

მეშინია იმიტომ, რომ გამოსავალს ვერ ვხედავ. რეალურად რომ არსებობდეს ძალა, რომელიც შეცვლის არსებულ მდგომარეობას _ იმედი მექნებოდა. რა ბინძური ხერხებითაც არ უნდა ებრძოლათ ამ ძალასთან, ბოლოს ისინი მაინც გაიმარჯვებდნენ, მაგრამ ,,ქართული ოცნება” რომელიც დღესდღეობით ყველაზე ძლიერი ოპოზიციური ძალაა, არ მესახება ქვეყნის გადამრჩენად, პირიქით, მეშინია მათი და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ძველბიჭური მენტალიტეტის მქონე პირები რომლებიც ყველა ბიძინას ფრთის ქვეშ არიან შეყუჟულნი, უარესს გააკეთებენ ხელისუფლებაში თუ მოვლენ.

მეშინია იმიტომ, რომ ამ ხალხს ვერავითარი ძალა ასე უცბად ვერ შეცვლის, სისხლსა და ხორცში გამჯდარ მენტალიტეტს ვერ გააქრობს. ვერ დაარწმუნებს, რომ თუ დანაშაულის ჩამდენს ისეთივე ხერხებით ვებრძოლეთ, უკეთესები ვერ ვიქნებით და მშვიდობიანად ვერ ვიცხოვრებთ.

მეშინია იმიტომ, რომ დაახლოებითაც კი არ ვიცი როგორ განვითარდება მოვლენები და მხოლოდ ცუდის მოლოდინი მაქვს. ძალაუფლების ქონა იმდენად მომხიბვლელი და მომაჯადოებელია, რომ ასე ადვილად ხელიდან არავინ გაუშვებს.

პრობლემა ყველგანაა, საზოგადოებაში, ხელისუფლებასა და ოპოზიციაში, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანთა პაწაწინა ჯგუფს კი არ ვიცი რამდენად ძალუძს მოვლენების უკეთესობისკენ შეცვლა.

მე მეშინია!

5 Comments leave one →
  1. September 20, 2012 05:53

    ზუსტად თქვი ჩემი სათქმელი!

  2. September 20, 2012 17:34

    ნუ გეშინია.

  3. mari permalink
    September 24, 2012 20:59

    getanxmebi ;/

  4. Tako permalink
    October 3, 2012 10:39

    მეც მეშინია🙂

  5. Anonymous permalink
    October 5, 2012 17:05

    NU GESHINIA ADRE AR GESHINODA:? Cadi da shens ganatlebas mixede torem sul shesinebuli ivli da shisi daisadgurebs sens sulshi romelic kvelaze didicodvaa!!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: