Skip to content

მელანქოლია

October 14, 2012

23 წელი…

ეს საშინელი 23! საშინელი იყო 20-ც, 21-ც და 22-ც, ახლა უკვე 23-ც საშინელია, 24-ც ასე იქნება, 25-ც და ა.შ.

არასდროს მიყვარდა საკუთარი დაბადების დღე და არც არასდროს მეყვარება. კარგად მაინც არასდროს არაფერი იქნება. ვგრძნობ როგორ ვკარგავ ახლობლებს, მეგობრებს, საკუთარ თავს… გაურკვეველი გეგმები სამომავლოდ, არამყარი აწმყო, სამსახური, რომელიც ყოველ წამს შეიძლება დაკარგო, საყვარელი ადამიანი, რომელსაც ყოველ წამს შეიძლება დაშორდე…

სისულელეა ყველაფერი, ბედნიერება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ თავის მოტყუება, რომ ყველაფერი კარგად იქნება…

რაც უფრო მეტად ვცდილობ ვიყო მხიარული და ხალისიანი, მით უფრო იზრდება გულში დაგროვილი გაურკვეველი სევდა, თუ არ ვიცი რა დავარქვა, ჰო, მელანქოლია… მელანქოლია, რომელსაც ვერსად გავურბივარ და რომელიც მუდმივად მახსენებს საკუთარ თავს…

ვერ ვიტან სოციუმს და მარტოობაც მკლავს…

მელანქოლია…

6 Comments leave one →
  1. Luna permalink
    October 14, 2012 21:42

    ჰმმმმ! ნაცნობი სიტუაციაა!

  2. October 15, 2012 09:12

    მეც მეცნო, მეც ვერ ვიტან საკუთარ დაბადების დღეს და ყოველთვის საშინელ ხასიათზე ვარ ამ დროს, სოციუმს კი რა ხანია გავერიდე და შუშანიკის არ იყოს “მოვიზღუდე თავი მტკიცედ”🙂

  3. October 15, 2012 09:59

    მოდის😦 ჯერ 21 მოვა მერე 22😦 არ ჩერდებააა

  4. October 15, 2012 18:06

    რა ძალიან ახლოს ხარ ამ მომენტში
    ამასწინ ეს ფრაზა ამოვიკითხე ერთ წიგნში რაც მინდა რომ ახლა გითხრა ,,სიამოვნებას ბედნიერებასთან შედარებით ერთი უპირატესობა აქვს,მას არსებობის უფლება ერგო” ანუ სისულელა ბედნიერებაზე ფიქრი და საერთოდ რამე მაგდაგვარი

  5. October 15, 2012 18:19

    “არსებობს მხოლოდ თავის მოტყუება, რომ ყველაფერი კარგად იქნება…”

    ამ ფრაზაზე ჩემს დღიურში დაახლოებით 5 წლის წინ ჩაწერილი ფრაზა გამახსენდა: მანამდე ცოცხლობ, სანამ თავის მოტყუება შეგიძლია.

    არ მინდა ხოლმე ვაღიარო მაგრამ სამწუხაროდ მართლა ასეა :შ

    რაც შეეხება დაბადების დღეებს, ვერც მე ვერ ვიტან ჩემს დაბადების დღეს, მაგრამ წელს ისეთი საჩუქარი გავუკეთე ჩემს თავს, ცხოვრებაში რომ არასოდეს დამავიწყდება. არ ვიცი დაბადების დღე იყო, თუ ოქტომბრის ერთი რიგითი დღე, ის მაინც ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი დღე იყო❤
    ANATHEMA❤

    • October 15, 2012 18:37

      ძალიან მიხარია ასეთი ბედნიერი დღე რომ იყო შენთვის🙂 ისე, მეც გავუკეთე საჩუქარი საკუთარ თავს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: