Skip to content

ჩემი სამი სიყვარული

November 1, 2012

ცხოვრებაში სულ სამჯერ მიყვარდა. პირველად 12 წლის ვიყავი ,,ის” რომ დავინახე და გადავირიე, ფანჯარასთან ვიდექი და ველოდებოდი, როდის გაივლიდა, ფარდას ამოვეფარებოდი ხოლმე და გულაჩქარებული ვუყურებდი, როგორ მიუყვებოდა ქუჩას ჩემ თვალწინ, მე კიდე ვოცნებობდი ჩემთვის შემოეხედა. ერთხელაც შემომხედა და ისე ძალიან შემეშინდა, სასწრაფოდ მოვშორდი ფანჯარას და ოთახში დავიმალე. ის ბიჭი სამი თუ ოთხი წელი მიყვარდა, ისე რომ, არც ვიცნობდი, აი, ასე, შორიდან, ბავშვურად და გულუბრყვილოდ.

მეორედ 15 წლის ასაკში შემიყვარდა, მართალია მას ვიცნობდი, მაგრამ არასდროს მქონია ახლო ურთიერთობა, მეგონა მისი ღირსი არ ვიყავი და, როგორც მაშინ ვამბობდი _ გულში ჩავიხვიე სიყვარული (ლოლ).

ამ ორ ,,სიყვარულს” ღიმილით ვიხსენებ, ბავშვური გატაცებები იყო და მეტი არაფერი.

აი, მესამედ რომ შემიყვარდა 20 წლის ვიყავი. აი, ეს იყო ნამდვილი სიყვარული. ათასი სვეტი დღიურში და წერილები, რომლებსაც ვითომ მისთვის გასაგზავნად ვწერდი. თითქმის ორი წელი მიყვარდა ისე ძალიან, რომ ახლა არ ვიცი, საიდან მქონდა იმდენი მოთმინება, ან, საერთოდ, რაზე ვფიქრობდი ასე სულელურად და თანაც ცალმხრივად რომ შემიყვარდა ადამიანი. მეგონა, ყველაზე დიდი საოცრება იყო, რაც კი ცხოვრებაში მინახავს და შემხვედრია. ახლა მის ფოტოებს რომ ვათვალიერებ ხოლმე, უცნაური განცდა მეუფლება, უფრო სწორედ ,,უგანცდობა”, აბსოლუტურად არაფერს ვგრძნობ. ვცდილობ გავიხსენო, როგორ მიჩქარდებოდა გული მას რომ ვხედავდი, ფბ–ზე როგორ ვაგროვებდი მის ფოტოებს და მერე ატირებული ვათვალიერებდი… არა, აბსოლუტურადა არაფერი. არადა, სულ რაღაც ორიოდ წელი მაშორებს 20 წელს, რა ცოტა ხნის წინ იყო ეს გრძნობა აბსოლუტურად ყველაფრის წარმმართველი ჩემს ცხოვრებაში. ზოგჯერ არც კი მჯერა, რომ ასე ძალიან მიყვარდა ადამიანი, რომლის მიმართაც ახლა არაფერს ვგრძნობ…

უცნაურია ცხოვრება, მართლა. ხანდახან კი, ყველაფერი ძალიან გვიან ხდება, ისე გვიან, რომ ვეღარაფერს შევცვლით და გამოვასწორებთ…

ვიცი, ამას წაიკითხავს და ვერც მიხვდება, რომ მასზე ვწერ, მე კი ახლა მხოლოდ მეღიმება, ცოტა სევდიანად, მაგრამ მაინც🙂

10 Comments leave one →
  1. November 1, 2012 20:17

    მე ერთხელ მიყვარდა. სასაცილოა, მაგრამ სკოლაში, ძალიან ადრე. ახლა რომ ვხვდები, სიყვარული იყო, აბა რა ჯანდაბა?! :დ თან ცალმხრივი იყო და მას მერე ისე მეშინია მაგის (საშინელი ტანჯვა მახსოვს), რომ სიყვარულის ფობია მაქვს, მგონი..
    მერე ერთი-ორი მომწონებია, მაგრამ არაფერი სერიოზული.

  2. Anonymous permalink
    November 1, 2012 20:22

    და ახლა რომ დაბრუნდეს შენს ცხოვრებაში, ან ისე მოხდეს, რომ დაუახლოვდეთ ერთმანეთს შენ და ის ბოლო ადამიანი, როგორ ფიქრობ? “უგანცდობას” არ აქვს შესაძლებლობა “განცდობაში” გადაიზარდოს

    • November 1, 2012 20:27

      არ ვიცი რას ვიგრძნობ, რომ ვნახავ, არ მგონია რამე მოხდეს🙂

      • გეორგიანელი permalink
        November 1, 2012 20:56

        ანუ ვარიანტ-ჩკა ესე იგი🙂

  3. November 1, 2012 22:16

    პირველ რიგში გეტყვი ბანალურს, მაგრამ გულიდან ნათქვამს – ძალიან მომეწონა!
    და მერე…
    “ის ბიჭი სამი თუ ოთხი წელი მიყვარდა, ისე რომ, არც ვიცნობდი, აი, ასე, შორიდან, ბავშვურად და გულუბრყვილოდ.” << შენ დღეს ამას ღიმილით იგონებ. ბოლო განცდილ სიყვარულს კი – ოდნავ სევიანად…
    ახლა მიპასუხე, რომელი უფრო ჯანსაღი სიყვარული იყო – ის, ბავშვური გატაცება თუ ეს ფოტოშემგროვებელ-ცრემლიანი…🙂🙂😉 :*

  4. November 2, 2012 04:53

    დავსევდიანდისავით რაღაცნაირად:/🙂 მე საერთოდაც არასდროს მყვარებია, ეჰ:/

  5. November 4, 2012 18:07

    ასე მეგონა,მე ვწერდი. ზუსტად იგივე განცდა… უგანცდობა ^_^

  6. November 21, 2012 18:49

    :)) :*

  7. March 27, 2013 20:37

    საინტერესოა და თან მეუცნაურა : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: