Skip to content

საქართველოს კულინარიის აკადემია

November 7, 2012

ვინმეს გდომებიათ გემრიელი საჭმელების მომზადება, ექსპერიმენტების ჩატარება და შედევრები შექმნა? დარწმუნებული ვარ კი, მაგრამ ამაში მხოლოდ რეცეპტების წიგნი თუ დაგეხმარებოდათ, ანდაც ინტერნეტში მოძიებული მასალა.

ზოგს უნდა პროფესიონალურ დონეზე დაეუფლოს საჭმელების მომზადების ხელოვნებას, ზოგს კი მოყვარულის დონეზე. ახლა ამისთვის უკვე არსებობს ძალიან მარტივი საშუალება: გუშინ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია გაიხსნა, სადაც ყველა მსურველს შეუძლია დაეუფლოს, როგორც პროფესიულ, ისე სამოყვარულო კურსებს.

კულინარიის აკადემია კახა ბენდუქიძემ გახსნა, რომელიც თავად გაუძღვა სტუმრებს და მათთან ერთად დააგემოვნა სპეციალურად გახსნისთვის მომზადებული უგემრიელესი კერძები.

საქართველოს კულინარიის აკადემიაში შესაძლებელია, როგორც ქართული ტრადიციული, ასევე სხვა ქვეყნების სამზარეულოს შესწავლა.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია მნიშვნელოვანი სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრია, რომლის მისიაა  მსოფლიო კულინარიული ტრადიციებისა და მიმდინარეობების პოპულარიზაცია, მოყვარული კულინარების, გურმანებისა და ნებისმიერი მსურველისთვის ხელის შეწყობა, რათა კულინარიის სფერო საფუძვლიანად შეისწავლონ.

საქართველოს კულინარიის აკადემიის მიზანია მოამზადოს მაღალი დონის პროფესიონალი მზარეულები, და ამით ხელი შეუწყოს ქართული კულინარიული ტრადიციების აღორძინებას, ახალი ქართული სამზარეულოს საერთაშორისო ასპარეზზე გატანას.

კულინარიის აკადემიის მასწავლებლები არიან გამოცდილი კულინარები, რომლებმაც სტაჟირება ევროპაში გაიარეს.

დაახლოებით, ერთ კვირაში, თავისუფალისა და აგრარულის საიტებზე, ასევე, კულინარიის აკადემიის ფეისბუქის ფეიჯზე დაიდება დეტალური ინფორმაცია კურსებისა და ფასების შესახებ.

ვიდეომასალა კულინარიის აკადემიის გახსნასთან დაკავშირებით:

1. palitraTV.ge-ს სიუჟეტი

2. რუსთავი 2–ს სიუჟეტი

3.  მეცხრე არხის სიუჟეტი

ვისაც გაინტერესებთ, კულინარიის აკადემია მდებარეობს აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

22 Comments leave one →
  1. November 11, 2012 16:22

    კაი ხანია ამ კურსებზე ვოცნბობ, მაგრამ რა ვქნა, ესე “იაფად” არ მიღირს… თან აშკარად 3 გაკვეთილი არ მეყოფა თორე მაგდენს კი გავქაჩავდი… გძე ტა 2 თვიანი კურსი მაინც მინდოდა…:/

    • November 11, 2012 18:59

      აქ კურსების მხოლოდ ნაწილია ჩამოთვლილი.

      • Anonymous permalink
        November 26, 2012 08:41

        შეგიძლიათ ოთხი ერთკვირიანი მოდული აიღოთ და ერთი თვე გამოგივათ, თანაც ასეტ შემთხვევებში ფასდაკლებასაც ვაპირებთ.

  2. Anonymous permalink
    December 11, 2012 14:31

    gamarjobat, rogor unda gavigo propesiuli kursebi,da ra girs da rodis iwyeba .gtxovt momweret.

    • December 13, 2012 11:10

      პროფესიულ კურსებზე ინფორმაციას მოგაწვდით იანვარში, ჯერ მხოლოდ სამოყვარულოზე ვიღებთ ხალხს.

      P.S. შეამოწმეთ ხოლმე აგრარულის საიტი და კულინარიის აკადემიის ფბ–ს ფეიჯი, როგორც კი პროფესიულ კურსებზე გვექნება ინფორმაცია, იქ დავდებთ.

  3. February 9, 2013 10:19

    გამარჯობათ. მინდა პროფესიულ კურსებზე სწავლა, თან სერიოზულად, ამას რა თქმა უნდა სამთვიანი და ექვს თვიანი კურსები არ ეყოფა. მაინტერესებს ერთ წლიანი ან თუნდაც უფრო მეტი ხნით სწავლის შემთხვევაში თუ გაიცემა რაიმე დოკუმენტი რომელიც დამეხმარება ნორმალური სამსახურის შოვნაში. კიდევ ერთი კითხვა მაქვს, მიიღებიან თუ არა პროფესიულ კურსებზე ცხრაკლას დამთავრებული ოღონდ სრულწლოვანი პირები. წინასწარ მადლობას გიხდით და გისურვებთ წარმატებებს.

  4. Natia permalink
    February 9, 2013 22:30

    ძალიან დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით კულინარიის აკადემიით.
    1. კი, ცხრაკლას დამთავრებულ ადამიანს შეუძლია ჩააბაროს ჩვენთან პროფესიული პროგრამაზე . 2. კი, ჩვენ გვაქვს პროფესიული პროგრამა. არის ოთხი საფეხური: 1-ლი საფეხური – 4 თვე, მეორე საფეხური – 4 თვე, მესამე საფეხური – 8 თვე, მეოთხე საფეხური – რვა თვე. თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ ყველა საფეხური ან გაიაროთ მხოლოდ პირველი საფეხური, ან პირველო ორი საფეხური ან პირველი სამი საფეხური. ეს თქვენი ასარჩევია. 3. ჩვენთან პროგრამის გავლის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ პროფესიული განათლების დამადასტურებელ დიპლომს ! დიპლომი გაიცემა ყოველი საფეხურის ბოლოს.

  5. პოვარი permalink
    March 28, 2013 06:57

    რამდენი წლიდან შეიძლება ამ კურსებზე იარო

  6. Marina permalink
    April 11, 2013 12:22

    თუ გაქვთ ვაკანსია საზოგადოებრივი კვების ტექნოლოგის სპეციალობით?
    ვარ ტექნოლოგი, მაქვს სამუშაო გამოცდილება

    • April 23, 2013 17:52

      ქალბატონო მარინა, დაუკავშირდით ნათია სამუშიას: 593 31 21 13

  7. Anonymous permalink
    May 10, 2013 10:42

    სურვილი მაქვს ვიარო კულინარიის კურსებზე და იქნებ ფასები მითხრათ და პირობები.

  8. Anonymous permalink
    October 24, 2013 15:09

    survili maqvs gaviaro mzareulis akreditebuli profesiuli programa, magram miwevs jarshi wasvla da mainteresebs akademia tu damixsnis jaridan

  9. olga permalink
    November 23, 2013 18:46

    გამარჯობათ,მაინტერესებს მოყვარულ კულინართა კურსებში რომ ჩავეწერო რამდენ თვიანია?ან რა ღირს?

  10. Anonymous permalink
    May 27, 2014 18:26

    რამდენი ღირს კურსების გავლა?

    • May 27, 2014 19:02

      ამავე პოსტის რამდენიმე კომენტარში უკვე მიწერია ლიკნები და საკონტაქტო ინფორმაცია, იხილეთ ზემოთ🙂

  11. July 28, 2015 16:53

    გამარჯობა! თქვენთან მისაღებად რამის ჩაბარება ხომ არ არის საჭირო? რამდენიმე თვიანი კურსია თქვენთან თუ რამდენიმე წლიანი? მე მსურს როგორც ქართული ასევე ევროპული კერძების შესწავლა და მაინტერესებს ასევე ფასი, ასევე სწავლის დამტავრების შემდეგ შემეძლება სადმე რომ ვიმუშავო? რომელიმე რესტორანში? რეკომენდაციას ვინმე გაგვიწევს?

  12. July 29, 2015 09:11

    ხო მაგრამ იქ ფასი არ წერია

    • August 3, 2015 11:58

      ქეთი, ფასის გარკვევა თუ გინდათ, ამ გვერდზე წერია საკონტაქტო ნომერი, დარეკეთ და გაგიწევენ კონსულტაციას.

      ან შეგიძლიათ დღის განმავლოაბაში მობრძანდეთ კულინარიის აკადემიაში და ადგილზე აგიხსნიან ყველაფერს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: