Skip to content

2012 წლის შემაჯამებელი პოსტი

December 14, 2012

მსგავსი რამ ჯერ არ დამიწერია, მაგრამ ახლა თვალს ვავლებდი ჩემს ძველ პოსტებს და გული დამწყდა: ბევრი  არ მიწერია, ძირითადად, ან დეპრესიული პოსტებია ანდაც ფილმისა და სპექტაკლის მიმოხილვები, ანდაც ზოგადი მსჯელობები სოციალურ საკითხებზე და არაფერი ისეთი, რაც გამახსენებდა ჩემი ცხოვრების სასიამოვნო მოვლენებს.

ჰოდა, ახლა ვეცდები მაქსიმალურად ბევრი რამ გავიხსენო განვლილი წლიდან, მერე დრო გავა და ამას რომ წავიკითხავ, გამიხარდება, მე ხომ აღმოვაჩინე, რომ ყოველთვის საკუთარი თავისთვის ვწერ თურმე და არა სხვისთვის, თქვენც ასე ხართ?

35322

  1. ცვლილებები დაიწყო იმით, რომ დეკემბერში მონაწილეობა მივიღე პროექტ ,,სპილო ოთახში”, 10 დღე ვმუშაობდით ფოტოების გადაღებაზე, სტატიის დაწერაზე, ფლეშმობის დადგმასა და სლოგანის შემუშავებაზე. ერთი შეხედვით, ადვილი ჩანს, მაგრამ არც ისე ადვილი იყო, სამაგიეროდ, ბევრი ვიხალისეთ და მეორე ადგილზეც გავედით, აიპოდები მოვიგეთ.
  2. პირველად ავაწყე ურთიერთობა ბიჭთან და ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ როგორც იქნა ის ,,ის” აღმოჩნდა მე კი ,,მე”  :)
  3. იანვარში ერთი თვით გავაუქმე ფბ , სიმართლე გითხრათ, ამან რამე შეცვალა თუ არა, ნამდვილად არ მახსოვს, გარდა იმისა, რომ ეკლებზე ვიჯექი და ერთი სული მქონდა ექაუნთი აღმედგინა. ძალიან სასაცილოა, გააუქმო პროფილი და თავი მაგარი ტიპი გეგონოს, არიქა, ფბ–ზე არ ვარ დამოკიდებულიო.
  4. თებერვალში უამრავ მიზეზთა გამო ძალიან მინდოდა თავის მოკვლა და ერთადერთი რის გამოც ეს არ გავაკეთე, იყო არაცნობიერში არსებული შიში იმისა, რომ ვაითუ და ჯოჯოხეთი მართლა არსებობს.
  5. მარტში ჩემი დეპრესია გადაიზარდა სრულ ინდიფერენტულობაში გარემომცველი სამყაროს მიმართ. უფრო სწორედ, ინდიფერენტულობას ვერ დავარქმევთ იმას, რომ ყველა და ყველაფერი მეზიზღებოდა და მხოლოდ ცინიკური დამოკიდებულებები მიჩნდებოდა ადამიანების მიმართ.
  6. მარტშივე მივხვდი, რომ ბედნიერება ფულშია და მოდი ნურავინ შემედავებით ამაზე. თუ მაინც და მაინც შედავება მოგინდებათ, მზად ვარ უსასრულოდ გეკამათოთ კომენტარებში🙂
  7. მარტის ბოლოს კი ყველაფერი თავდაყირა ამოტრიალდა. წარმოიდგინეთ წვიმა, რომელიც ეცემა მიწას… წარმოიდგინეთ? ახლა წარმოიდგინეთ მიწა, რომელიც ეცემა წვიმას და აჩერებს მის ვარდანას… მდაჰ, ცუდი მაგალითია… მიმოიხედეთ და დააკვირდთ სამყაროს, რომელშიც ცხოვრობთ და მერე წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი ქრება, აბსოლუტურად ყველაფერი და უეცრად აღმოჩნდები სულ სხვა გარემოში, დაგეკისრება განსხვავებული პასუხისმგებლობები და ურთიერთობა გექნება სულ სხვა ადამიანებთან და ეს ყველაფერი სულ ერთ წამში! აი, ასე მოხდა მარტის ბოლოს… მოკლედ, მუშაობა დავიწყე თავისუფალ უნივერსიტეტში…
  8. გავხდი, არ ვიცი რამდენი კილო დავიკელი, არც არასდროს ვიცოდი რამდენს ვიწონიდი და არც ახლა ვიცი, უბრალოდ, გავხდი, რაც ძალიან მაბედნიერებს.
  9. აღმოვაჩინე, რომ ლამაზი ვარ🙂  საკუთარ თავზე შეყვარებული გოგოს კომენტარი არ გეგონოთ, უბრალოდ, მთელი 22 წლის განმავლობაში საკუთარ სიმახინჯეში დარწმუნებულმა ნათიამ, აღმოაჩინა, რომ სულაც არაა უშნო, ეგ კი არადა, ძალიან ლამაზია და ამან მხოლოდ შვება მოჰგვარა, რადგან როდესაც დილით გამოდის სახლიდან და საკუთარი თავი მოსწონს, იმ დღეს ყველაფერი გამოსდის🙂
  10. მივხვდი, რომ ადამიანს ყველაფრის გაკეთება შეუძლია თუ მოინდომებს. რა თქმა უნდა, ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებს ვგულისხმობ, აბა, კუდ გადაქცევა თუ მოინდომა, ეჭვი მეპარება მართლა კუდ იქცეს. შეუძლია გადააბიჯოს საკუთარ თავს და იმაზე გაცილებით მეტი გააკეთოს, ვიდრე წარმოუდგენია. ამ დროს სულ ჭიანჭველა მახსენდება ხოლმე, რომელსაც თავის სხეულზე გაცილებით მეტი ტვირთის ტარების უნარი აქვს.
  11. დავშორდი ჩემს პირველ ბიჭს  :)
  12. მივხვდი იმას, რომ არც ისეთი კეთილი ვარ, როგორიც მეგონა, თურმე ხანდახან შემიძლია ვიყო ცივსისხლიანი მონსტრი და ყველასა და ყველაფერს გადავაბიჯო. ნუ, ეს ჯერ არ განმიხორციელებია, მაგრამ ვფიქრობ რომ საკუთარ თავს რაც უფრო მეტად დავარწმუნებ იმაში, რომ ეს შემიძლია, მით უფრო ადვილად გავაკეთებ ამას.
  13. ცხადად დავინახე თუ რამხელა პასუხიმსგებლობა მაკისრია ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ადამიანები გაცილებით კეთილგანწყობილები გახდებოდნენ და აღფრთოვანდებოდნენ ჩემით, როდესაც გაიგებდნენ რაზე ვსწავლობდი.
  14. გავიკეთე სვირინგი.
  15. ახალ სახლში გადმოვედი საცხოვრებლად.
  16. შევიძინე სასურველი მობილური, რომელიც ძალიან მიყვარს.
  17. მივხვდი იმას, რომ ადამიანების უმეტეს ნაწილს ყოველთვის ყველაფერი გვეზარება და აუცილებლად სერიოზული გამოცდილება უნდა შევიძინოთ იმისათვის, რომ გავაცნობიეროთ, თუ რა ფატალური შედეგის მოტანა შეუძლია ჩვენთვის სიზარმაცეს.

მასწავლა თუ არა რამე ცხოვრებამ?

სულელური კითხვაა ისე, მე მგონია, რომ ყველამ ყველაფერი ყოველთვის ვიცით, უბრალოდ, საქმე იმაშია, თუ რამდენად ვიყენებთ ამ ცოდნას პრაქტიკაში. მაგალითად: ყველამ ვიცით, რომ კარგად უნდა ვისწავლოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ, პასუხისმგებლობისა და საქმის გაკეთების უნარი უნდა გვქონდეს, რათა მიღწეული შევინარჩუნოთ, დიეტა უნდა დავიცვათ რათა გავხდეთ, ადრე უნდა დავიძინოთ, რომ ადრე გავიღვიძოთ და ა.შ. მაგრამ ყოველთვის ვწუწუნებთ, რომ არაფერი გამოგვდის, საქმეს ვერ ვაკეთებთ, მსუქნები, უძილოები ვართ, ცხოვრება თავზე გვენგრევა და ა.შ… ნუ ეს ძალიან ზოგადი და პირობითი მაგალითია, ათასი სხვა რამის თქმაც შეგვიძლია ამის მაგივრად. ბლეჰ… ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველაფერს, თუკი ცოდნის სათანადოდ გამოყენების უნარს არ ვფლობთ.

საიტი აღმოვაჩინე, სადაც შეგიძლია საკუთარ თავს გაუგზავნო წერილი მომავალში, რამაც ძალიან გამახალისა, უკვე რამდენიმე წერილი მივწერე მეს. ეს რას მოვაყოლე და… ძველი დღიურები მაქვს, სადაც უამრავ კითხვას ვსვამდი თუ რა მელოდა მომავალში, მოლოდინები, ძირითადად, პესიმისტური იყო. მაშინ რომ მცოდნოდა ასეთი საიტის არსებობის შესახებ, აუცილებლად დავწერდი რამეს, უფრო დეტალურად და მძაფრად, ვიდრე დღიურში, ახლა წავიკითხავდი და გამეღიმებოდა🙂

ადრე მეგონა, რომ ადამიანები არ იცვლებოდნენ, თურმე ვცდებოდი, დროთა განმავლობაში ყველანი ვიცვლებით და, იმისდა მიხედვით, თუ როგორ ვცხოვრობთ, რა გარემოსთან გავქვს ურთიერთობა და რას ვაკეთებთ, ხანდახან ძირფესვიანადაც კი. თუმცა არის რაღაცე(ე)ბი, რომლებიც მუდან ჩვენთან იქნებიან, ბავშვობის ღრმა შთაბეჭდილებები მაგალითად, რომლებზეც, შესაძლოა, ახლა გვეღიმება, მაგრამ ისინი მაინც დიდ როლს თამაშობენ ჩვენს ცხოვრებაში.

… მე ერთხელ აუცილებლად ვიქცევი უსხეულო არსებად და ვიმოგზაურებ ყველა გალაკტიკაში…

Processed with MaxIm DL

2 Comments leave one →
  1. December 14, 2012 22:31

    ვაი ვაი, მე-9 პუნქტი ვნახე და როგორ გამეცინა, შტერიკ :*

  2. December 15, 2012 12:38

    ჯერ წელი არ გათავებულა, კიდევ შეიძლება დაემატოს რამე კარგი.

    და ფრანსუაზ არდიმაც გვიან აღმოაჩინა რომ ლამაზი იყო🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: