Skip to content

2013 წლის გეგმები

December 17, 2012

მომავალ წელს ბევრი რამის გაკეთებას ვაპირებ, ეს ყველაფერი გაცილებით ადრე უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მე ხომ გასაკეთებელი საქმის სამომავლოდ გადადების უდიდესი ოსტატი ვარ!

  1.  უნდა ვისწავლო ინგლისური _ ინგლისურის არცოდნა ჩემი ტკივილია, ასე მგონია, რომ ერთადერთი ადამიანი ვარ დედამიწის ზურგზე, რომელმაც ინგლისური არ იცის.
  2. უნდა ვისწავლო ძილი _ ჰო, სასაცილო მიზანია, მაგრამ მე არასდროს გამომდის ძილი, მაშინაც კი, როდესაც სახლში დაღლილი მივდივარ და არაფრის თავი არ მაქვს, მაინც არ ვიძნებ და ათას სისულელეს ვაკეთებ.
  3. უნდა დავარეგულირო კვების რეჟიმი _ მთელი ჩემი ცხოვრება საშინლად ვიკვებები, ხანდახან საერთოდ არ ვჭამ, ზოგჯერ კი ჭამის მეტს არაფერს ვაკეთებ. არ ვიღებ საჭირო რაოდენობის ვიტამინებს, არ ვჭამ წვნიანს, ეს უნდა შეიცვალოს. პირველ რიგში, შემწვარი და ცხარე საკვები უნდა ამოვიღო კვების რაციონიდან, რომელსაც მხოლოდ ზიანი მოაქვს ჯანმრთელობისთვის.
  4. მესამე პუნქტიდან გამომდინარე, უნდა ვისწავლო საჭმელების გაკეთება, მოვიპოვებ სათანადო რეცეპტებს ინტერნეტში და თვითონ გავიკეთებ წვნიანს, სალათებს და ა.შ.
  5. ზაფხულში უნდა წავიდე დასასვენებლად ზღვაზე, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია.
  6. ვივარჯიშებ, აუცილებლად ვივარჯიშებ, თუნდაც ყველაზე მარტივ ვარჯიშებს, თუნდაც მხოლოდ მუცლის პრესებს გავაკეთებ!
  7. საბოლოოდ გადავალ თვითდაფინანსებაზე და დედაჩემს ფულს აღარ გამოვართმევ.
  8. აუცილებლად დავაყენებ საქმეს ყველაზე მაღლა, თუნდაც ამან ყველაფერი დანარჩენის მსხვერპლად შეწირვა მოითხოვოს.
  9. გავხსნი ანაბარს, თანაც ისეთს, რომ მის დასრულებამდე გამოტანის უფლება არ მქონდეს.
  10. ვიმეცადინებ მათემატიკაში, რომელშიც არაფერი გამეგება და გამრავლების ტაბულაც კი არ ვიცი ნორმალურად.
  11. დავჯაბნი ემოციებს, მომავალ წელს ეს აუცილებლად გამომივა, სულაც რომ დავკარგო ყველაფრის ემოციურად აღქმის უნარი, მაინც დავძლევ მათ!

რახანია, ამ ყველაფრის გაკეთება მინდა, დაე, იდოს აქაც, იქნებ შემოვიდე ხოლმე, წავიკითხო და უფრო მეტად მომეცეს ამ ყველაფრის გაკეთების სტიმული!

Nulla dies sine linea!

მოკლედ, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია!🙂

5 Comments leave one →
  1. December 17, 2012 15:45

    წარმატებებიი😉❤

  2. December 18, 2012 08:55

    გისურვებ ყველა გეგმის შესრულებას❤
    ჩემი გეგმები კი ასე გამოიყურება:
    1. საკუთარი თავის პოვნა
    2. საკუთარი თავის პოვნა
    3. საკუთარი თავის პოვნა :))

  3. December 21, 2012 23:32

    წარმატებები🙂🙂
    მეც გავაკეთებ ასეთ გეგმას, თან იმასაც მოვიფიქრებ თითოეული პუნქტის უკეთ შესასრულებლად რა გავაკეთო, მაგალითად:

    1. მეც უნდა დავარეგულირო ძილი. ამას დიდი ასოებით ქაღალდზე დავწერ და ლოგინს ავაკრავ😀

    2. ღამე ჭამას უნდა გადავეჩვიო, ამას მაცივარზე ავაკრავ..

    3. რაც შეიძლება ცოტა დრო ფბ-ს და ბევრი წიგნებს, ამას ფბ-ს ქავერს მივაწერ..🙂

    4. პრესის ვარჯიშები უეჭველად, ალბათ ტატუს გაკეთება მომიწევს მუცელზე 😀

Trackbacks

  1. კვირის ანგარიში «
  2. ცვლილებები «

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: