Skip to content

კაცები და ქალები

January 8, 2013

პირველ იანვარს დაგპირდით, რომ კვირაში ერთხელ შემაჯამებელ პოსტს დავწერდი, ახლა ვზივარ და ვფიქრობ, ღირს კი იმ ყველაფრის ბლოგზე დაწერა რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში? ახლა ისე, როგორც არასდროს, მჭირდება რჩევა და სხვისი გამოცდილების გათვალისწინება, მაგრამ ჯიუტად მარტო ვიკვლევ გზას და მარტო ვცდილობ პრობლემის მოგვარებას, თუმცა არ ვიცი გამომდის თუ არა.

ადამიანები ყოველთვის რთულად ეგუებიან ცვლილებებს, მათ შორის, უკეთეს ცვლილებებსაც კი, მაგრამ თუკი ეს უკეთესი ცვლილება მხოლოდ გიქმნის ბედნიერების ილუზიას, მაშინ რა უნდა გააკეთო? როგორ უნდა მოიქცე?

ბავშვობაში დედაჩემი მეუბნებოდა, რომ ყველა კაცი ერთნაირია და არავის უნდა ვენდო. დროთა განმავლობაში დავრწმუნდი, რომ ეს უბრალოდ სტერეოტიპია და არ არსებობენ ,,ერთნაირი კაცები” და ,,ერთნაირი ქალები” იმ გაგებით, რა გაგებითაც აღიქვამს ამ სიტყვებს საზოგადოება. თუმცა ახლა ჩემს ცხოვრებაში დგას მომენტი, როცა საბოლოოდ უნდა დავრწმუნდე, რომ ყველა კაცი მართლა არაა ერთნაირი, მინდა,  ერთხელ და სამუდანოდ ამოვძირკვო გონებიდან ბავშვობის დროს არაცნობიერში ჩამჯდარი სტერეოტიპი. გამომივა კი?

ჩემი გამოცდილების შედეგად კი ერთ რამეში დავრწმუნდი: კაცებს არასდროს ესმით მინიშნებები, მათ აუცილებლად პირდაპირ უნდა უთხრა, რომ გაიგონ რა გინდათ მათგან. ეს ფლირტი, თამაში, ყველაფერი ლამაზი სისულელეა, რომელიც აუცილებლად ცუდად შემოგიბრუნდება, როგორც კი ურთიერთობა აეწყობა. ამიტომ საჭიროა, რომ თავიდანვე გარკვეული იყოს ყველაფერი, რათა შემდეგ იმედები არ გაგვიცრუვდეს.

men-and-women-symbols

მეგონა, რომ ბედნიერების გამო ღირდა ადამიანს ჩაედინა სიგიჟე, მაგრამ უკვე ეჭვი მეპარება ამაში. აუცილებლად ყველაფერი უნდა გავთვალოთ, ავწონ–დავწონოთ და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება, არ ღირს გარისკვა, არ ღირს სპონტანურად ააწყო ურთიერთობა, თორემ მერე აუცილებლად ინანებ.

იმასაც მივხვდი, რომ რამდენიც არ უნდა ვიძახო, არიქა, ძლიერი ვარ და მარტო მივაღწევ ყველაფერს, არაფერი გამოვა, იმიტომ რომ მე მჭირდება ადამიანი, რომელიც იქნება ჩემთან ერთად ყოველთვის როცა საჭიროა ანა არაა საჭირო. ყოველთვის უნდა მქონდეს იმედი, რომ არსებობს ,,ის” ვისაც ვენდობი და თუ რამე ცუდი მოხდება ჩემს ცხოვრებაში, ყველაფერს ერთად გადავიტანთ.

მივხვდი იმასაც, რომ კაცები ყოველთვის უფრო მეტს აკეთებენ ქალებისთვის, თან ყვებიან, როცა დასჭირდებათ ეხმარებიან, ყიდულობენ საჩუქრებს და ა.შ. ჩვენ კაცებს ვუყენებთ გარკვეულ მოთხოვნებს და საკმარისია მათაც იგივე მოგვთხოვონ, თავს შერაცხყოფილად ვგრძნობთ. მინდა ვისწავლო, რომ მეც ისეთივე კარგი ვიყო მისვთის, როგორც ისაა ჩემთვის. ურთიერთობა ყოველთვის თანასწორი უნდა იყოს.

რაც დრო გადის, მით უფრო მეტად ვერ ვიტან გენდერთან დაკავშირებულ საკითხებს, მაგრამ ამასთანავე, უფრო და უფრო აქტუალურად იჭრება ეს თემა ჩემს ცხოვრებაში, უფრო და უფრო იკვეთება მკვეთრი განსხვავება მამაკაცსა და ქალს შორის და იმ შუალედის მოძებნა, სადაც ორივე სქესი აზრი ერთმანეთთან თანხმობაშია, უფრო და უფრო ჭირს.

ამ დღეებში გადაწყდება თუ როგორ გაგრძელდება ჩემი ცხოვრება და ამ გადაწყვეტილების ძალიან მეშინია…

4 Comments leave one →
  1. January 8, 2013 12:32

    1. კარგია რომ წერ. რაც უფრო შორიდან უყურებ/კითხულობ შენს თავს ატეხილ ამბავს უფრო კარგად ხედავ სინამდვილეში რა ხდება. აი, დაჟე, რომ დაჯდე და ვიღაც უცხოს რომ მოუყვე ყველაფერი იქნები უფრო მეტად გულახდილი ვიდრე ნაცნობთან და იტყვი უფრო მეტ ისეთ ნიუანს რაც დაგეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. იმ მოყოლილს თავიდან რომ გაიაზრებ, მოისმენ, წაიკითხავ ვააბშე სხვა რაღაცებს დაინახავ და როგორც მესამე, გარეშე პირი ისე შეხედავ და უფრო სხვანაირად დაფიქრდები. ჩემი აზრია ეს, მხოლოდ.
    2. რა თქმა უნდა ყველა კაცი ერთნაირი არაა და ყველა ქალიც არ არის ერთნაირი და ეს უბრალოდ სტრერეოტიპია. მაგრამ, ხშირად კაცების, და ანალოგიურად ქალების, სურვილები მოთხოვნები ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს, რაც ალბათ ბუნებრივია.
    3. კაცებიც და ქალებიც აკეთებენ იმდენს პარტნიორისთვის რამდენიც შეუძლიათ, რამდენსაც ტვინავენ რომ უნდა გააკეთონ. ზოგი ფიქრობს რომ საჩუქარია საჭირო და მუდმივად საჩუქარს ყიდულობს, ზოგი ფიქრობს რომ სიტყვებია მტავარი და ათას პროზას და პოეზისას უძღვნის. როცა თქვი, ანალოგიურს ითხოვენ და გვიტყდებაო ეგ ცუდია. რავიცი, წესით მოთხონა არ უნდა სჭირდებოდეს და ისე უნდა ვხვდებოდეთ რა სჭირდება კაცს იმ დროს, კაცი ხომ ხვდება? ამ შემთხვევასი შენი კაცი.
    4. ძალიან სწორად თქვი ის რომ კაცი ვერაფერს მიხვდება თუ პირდაპირ არ უთხრი სათმქმელი.
    5. წარმატებებს გისურვებ :*

    • January 8, 2013 13:21

      აბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ ხანდახან უცხო ადამიანთან გაცილებით ადვილია მტკივნეულ საკითხებზე ლაპარაკი, ვიდრე ახლობელთან.

      დიდი მადლობა, ნათ :*

  2. January 8, 2013 12:32

    http://theasworldvision.wordpress.com/2012/01/28/ყველაზე-ლაკონური-პოსტი-ბ/
    ეგეც ჩემი დასკვნა ამ თემასთან დაკავშირებით🙂
    და ისე გეთანხმები, პირდაპირი ტიპები არიან,ამიტომ მომწონს ქალებზე მეტად🙂

  3. January 31, 2013 14:13

    “მეგონა, რომ ბედნიერების გამო ღირდა ადამიანს ჩაედინა სიგიჟე, მაგრამ უკვე ეჭვი მეპარება ამაში. აუცილებლად ყველაფერი უნდა გავთვალოთ, ავწონ–დავწონოთ და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება, არ ღირს გარისკვა, არ ღირს სპონტანურად ააწყო ურთიერთობა, თორემ მერე აუცილებლად ინანებ.” – მეც ასე ვფიქრობდი. ახლა კი მივხვდი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, არ ვინანებ, იმიტომ რომ ღირს ცხოვრებაში თუნდაც მცირე პერიოდი იყო ბედნიერი და ამისთვის ჩაიდინო სიგიჟეები. ბედნიერების უფლება რომ არ მისცე საკუთარ თავს, ეგ უფრო ცუდია ჩემი აზრით.

    ამიტომ, მე მზად ვარ ჩავიდინო ბევრი სიგიჟე, თუნდაც ვიცოდე, რომ ხვალ ვინანებ. დღეს ამით ბედნიერი ვარ და მაგარია. ხომ შეიძლება ამ სიგიჟეების გარეშე საერთოდ ვერ ვიყო ბედნიერი? მაქვს შანსი და არ მივცემ საკუთარ თავს უფლებას დავთმო ბედნიერება რაღაც სიგიჟეების აწონ-დაწონვის გამო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: