Skip to content

გადაწყდა

January 14, 2013

dance_by_roselijn-d5rha29

არის ხოლმე მომენტები, როდესაც გარშემო არსებული მარტოობა გულს გიკლავს, სახლი მეტისმეტად დიდია შენთვის, ხოლო სამყარო უზარმაზარი და ერთადერთი რაც გინდა არის ის, რომ იყო მასთან ერთად და რაღაც დებილურ ფილმს უყურებდ, ანდაც სასაცილო ამბავს ყვებოდე, ან შოკოლადს ჭამდე, ეხუტებოდე, თბებოდა მისი სუნით, მისი სიყვარულით და საერთოდ არ ფიქრობდე იმაზე, თუ რა ხდება გარშემო.

არის ხოლმე მომენტები, რომ შენი სხეულის თითოეული ნაწილი მისითაა გაჟღენთილი და არსად არ შეგიძლია წასვლა, რადგან მთელი არსებით მას მაინც თან ატარებ.

ხანდახან გული მძიმე ქვად იქცევა ხოლმე, რომელიც ხელს გიშლის მოძრაობაში, სუნთქვაში და ნებისმიერი ქმედებისას გრძნობ ამ აუტანელ სიმძიმეს.

ხანდახან კი აზრს კარგავს სამყარო, ცხოვრება და სიცოცლის თითოეულ ნაბიჯს ინერციით დგამ.

არსებობს მოვლენები, რომლებიც გასწავლიან და გამოცდილებას გძენენ, თუმცა მათ ვერსადროს ივიწყებ და ყოველთვის, როცა ახალი ნაბიჯის გადადგმას ცდილობ, მწარედ გახსენდებიან.

ხანდახან გინდა სულელივით იმეორო უამრავი თბილი სიტყვა და ეს თბილი სიტყვები იმდენადაა სიყვარულით სავსე, რომ ემოციებისგან ცრემლები გაწვება და პატარა ბავშვივით იწყებ ტირილს.

ხანდახან ძალიან აქტუალურია ფრაზა: მე ახალ ცხოვრებას ვიწყებ, ეს მაშინ, როდესაც ყოველთვის გეცინებოდა ამ სიტყვებზე.

ხანდახან აწყობ გეგმებს, მაგრამ როგორც კი ჩნდება მისი სახე, ყველაფერი გერევა.

ხანდახან ძალინ ცდილობ იყო ძლიერი, რადგან უკვე ,,დიდი გოგო” ხარ და ასე მოქცევა აღარ შეიძლება, მაგრამ მსგავსი სირთულეებისას, ასაკი და გამოცდილება კარგავს აზრს.

ხანდახან ჩნდება ახალი გზები თუ პერსპექტივები, მაგრამ არაფერი გაინტერესებს, რადგან ყველგან მისი სუნია, ყველგან მისი სახეა, მისი თბილი ხელებია და ყველაზე საოცარი მზერა.

ხანდახან აფეტიშებ ადამიანებს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამას აცნობიერებ, ჯიუტად არ გინდა  მათი კვარცხლბეკიდან ჩამოხსნა.

ხანდახან გგონია, რომ ძალიან ამაყი ხარ, მაგრამ მაინც ყველაფერს გააკეთებ იმისათვის, რომ ის შენი იყოს.

ხანდახან აცნობიერებ, რომ უშვებ უზარმაზარ შეცდომას, მაგრამ მისი გამოსწორება არ შეგიძლია.

ხანდახან საკუთარი თავი გძულს, რომ მიეცი თავს უფლება ასე შორს შეეტოპა.

ხანდახან არ გეძინება და იმ ქარივით, რომელიც ფანჯრებს მიღმა არანორმალურივით აწყდება სივრცეს, გულიც ისე გიცემს.

ხანდახან დრო კარგავ აზრს და ვეღარ ითვლი დღეებსა თუ ღამეებს, ტკივილი დროზე ძლიერია.

ხანდახან არ გინდა, რომ ეს ტკივილი სხვებს დაანახო, მაგრამ უძლური ხარ და გული, რომელიც უკვე ქვად იქცა, მხოლოდ გამძიმებს…

5 Comments leave one →
  1. January 16, 2013 00:55

    რა გადაწყდა?

  2. February 14, 2013 18:01

    ძალიან ლამაზად და კარგად გამოცემ იმას, რასაც გრძნობ…
    ალბათ ყველა ადამიანს აქვს იგივე განცდილი, მაგრამ დაწერას აშკარად ნიჭი უნდა🙂

  3. February 23, 2013 20:49

    ძალიან რთულია, როდესაც საყვარელი ადამიანი ხელს გკრავს და ყველაფერს გააუფასურებს. რთულია საკუთარი თავი შეიყვარო ამის შემდეგ, იმიტომ რომ, მასავით, შენც გინდება საკუთარ თავს ხელი კრა, ხელი კრა მას, რომელიც მან არ მიიღო.
    და მერე იბნევი, აღარ იცი, რას მოეჭიდო. რა უნდა დააბრალო საკუთარ თავს, რა უნდა დააბრალო მას, რა უნდა დაგენანოს, რა უნდა ინანო, რაზე უნდა გაბრაზდე, როგორ უნდა გააგრძელო, რა უნდა იგრძნო. ამ ყველაფერში, უკვე აღმოჩნდება, რომ მარტო ხარ, მაშინ, როდესაც გეგონა, რომ იპოვე შენი სახლი, იპოვე შენი საყრდენი. ახლაც გინდა მოვიდეს და თვითნ გიკარნახოს როგორ უნდა შეეგუო მის გარეშე არსებობას. არადა როგორ გინდოდა, როგორ გეგონა, რომ როგორც იქნა შენთანაც მოვიდა გაზაფხული. ამის მერე, რთულია ისევ უკან დაბრუნდე და დაიჯერო, რომ წელიწადის სხვა დროებიც არსებობს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: