Skip to content

ქალიშვილობის ინსტიტუტი

January 17, 2013

tumblr_mfojcpZUm11qdtbx8o1_500

მსგავს საკითხებზე ღადაობას, სიცილს, ტირილსა და კამათს დიდი ხანია მოვრჩი, უბრალოდ, მეზარება, ხან კი ვხვდები, რომ აზრი არ აქვს. ეს ჩანაწერი ძველია, 2011 წლის აგვისტოში დამიწერია და დამენანა მხოლოდ დღიურის ფურცლებზე დასარჩენად, ბარემ ეგდოს აქაც. ტექსტი დასახვეწია, პათეტიკა მოსაკლავი, გარკვეული წვრილმანები შესასწორებელი, მაგრამ იყოს, როგორც დავწერე, ისევე გადმოვიტან აქ:

,,ქალიშვილობის ინსტიტუტზე ბევრჯერ მიფიქრია, სიმართლე გითხრათ, ვერაფრით ჩავწვდი ამ ,,დაწესებულების” არსს. რატომ არის პრობლემა არაქალიშვილთან ურთიერთობა და მისი ცოლად მოყვანა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩემთვის. იმ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებთანაც მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა, ამ კითხვას, დაახლოებით, ასეთ პასუხს სცემს:

სხვისი ნახმარი რად მინდა?! (ბიჭები)

მე რომ ბიჭი ვიყო, სხვის ნახმარ ქალს ცოლად არ მოვიყვანდი! (გოგოები)

ჰმ, ეს ძალიან სასაცილოა, ჩემი აზრით, რა თქმა უნდა…

ნახმარი… ალბათ, სანამ ქალების უმრავლესობა სექსს აღიქვამს ისე, რომ მას კაცი ხმარობს, არაფერი გვეშველება. თუ ასე მივუდექით, მართალია, თუკი სექსით მამაკაცი მხმარობს, მაშ, რაღად ვუნდივარ სხვას ნახმარი? ახალს შეიძენს, ნახმარი რა ჯანდაბად უნდა! ამ ,,ხმარების” მერე ქალი  ნივთიერ დონეზე აღიქმება. შეიძლება იხმარო დანა, ტაფა, ცული, ქვაბი, მაკრატელი, მაგრამ ქალი? რა აბსურდია, რატომ ფიქრობენ ასე ქალები?

ჰოდა, თუ ასე ფიქრობთ, ჩემო ძვირფასო ქალებო, მთელი ცხოვრება ნახმარები იქნებით. სანამ სექსით კი არ კავდებით, არამედ აძლევთ, სანამ ერთობლივ სიამოვნებას კი არ იღებთ, არამედ გხმარობენ, სანამ, სანამ, სანამ… თქვენ იქნებით ნივთები.

თქვენ გიხმარენ თქვენი შეყვარებულები, გიხმარენ თქვენი ქმრები, თქვენი შვილები, მშობლები, მეზობლები, ნათესავები და ა.შ. ყველა გიხმართ, გამოყენებადი ნივთების კატეგორიაში იქნებით და მერე ვადაც გაგივათ, გამოუსადეგარნი გახდებით, სანაგვეზე მოგისვრიან და სხვას იხმარენ და სანამ ასე ახმარი ქალები არ დაილევიან, იქამდე არაფერი გვეშველება.

რა მარაზმია, აპკად რომ აღგიქვამენ. ე.ი. მე და ჩემი საქალწულე აპკი თანაბარნი ვართ. მე=აპკი… ბრრ… რა საშინელებაა აპკი რომ ხარ, აპკიც კი უფრო ძვირფასია, ვიდრე შენ!

რატომ? რატომ იცვლის კაცი 1000 ქალს, კარგავს ვაჟიშვილობას და ქალი კი ქალწულად უნდა ჩაბარდეს მას? ა, ჰო, კაცმა ხომ გამოცდილება უნდა შეიძინოს, რათა მერე კარგად იხმაროს ქალი, რომელმაც სიამოვნება არასდროს არ უნდა მიიღოს, რადგან ცოლ-ქმარს შორის სექსუალურ აქტს უნდა ჰქონდეს მხოლოდ გამრავლების ფუნქცია.”

ამ საკითხზე ერთხელ დავწერ კარგად, დღეისათვის კი სულ ეს იყო🙂

13 Comments leave one →
  1. January 17, 2013 19:59

    ა, ჰო, კაცმა ხომ გამოცდილება უნდა შეიძინოს, რათა მერე კარგად იხმაროს ქალი,” bevri vicine minda gitxraa ))))

  2. January 17, 2013 22:16

    მოდი მერე რომ დაწერ იმაზე გამოგეხმაურები, თორემ ეს ნამეტანი გაბრაზებით გაქვს დაწერილი და ცოტა გულისრევის განცდა გამიჩნდა ქალებზე, სექსზე, კაცებზე, აპკებზე და ხმარებაზე…😦

  3. January 18, 2013 09:50

    ჰო… თუმცა, მგონი ამ ინსტიტუტმა დაკარგა აქტუალურობა და ძველი პრესტიჟი საქართველოში(ც).
    ინსტიტუტი არსებობს, ქალიშილები – აღარ.🙂

    • January 18, 2013 12:15

      არ დაუკარგავს, უბრალოდ, ის წრე, რომელთანაც ყოველდღიურად გვიწევს შეხება, შესაძლოა, ამის ილუზიას გვიქმნიდეს. მეც ბოლო დროს ისეთ გარემოსთან მაქვს შეხება, რომ თავს კომფორტულად ვგრძნობ, აქ არიან ჯანსაღად დ არაციონალურად მოაზროვნე ადამიანები, მაგრამ ერთი გახვიდე ამ წრიდან და ხვდები, რომ იქ ყველაფერი ისევ ისეა, რაც ძალიან სამწუხაროა…

  4. January 19, 2013 17:34

    ნამდვილად არ დაუკარგავს ამ თემას აქტუალურობა, აქტუალურობის დაკარგვა ფარისეველთა მონაჩმახია და ეს კანონზომიერია. რატომ: დააკვირდით რეაქციას, როდესაც ამ თემაზე იწყებ საუბარს ან წერას – ტიპური გამოხმაურება ასეთია: “აუ ამოვიდა ყელში”. ცხადია, ამაზე საუბარი ამოუვიდა ყელში ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაჩ ჰგონია, რომ რაღაც სისულელე უკვე დაგმო და ერთი და იგივე თემის ტკეპნვას აზრი არ აქვს, მაგრამ ამავე დროს ვისაც რეალურად >>ქცევა<<< არ შეუცვლია.

    სოლიდური ნაწილი იმ ადამიანებისა, რომლებიც ქალიშვილობის ინსტიტუტს უკვე სასაცილოდ და "გოიმობად" მიიჩნევს, რეალურ, ყოფით ცხოვრებაში გასაკვირი სიბეჯითით ემორჩილება და აძლიერებს გენდერულ ქცევებს და ნორმებს. ხალხს ჰგონია, რომ თუ ქალიშვილობის ინსტიტუტს დაგმობს, მაგრამ "კარგად და დროულად გათხოვდება", კარგი რძალი და მორჩილი მეუღლე იქნება ან ყოველთვის ემახსოვრება "კაცის ადგილი სადაა და ქალის – სად", პრობლემა გადალახულია. მეტი არაა ჩემი მტერი.

    • January 30, 2013 20:25

      ჩვენი სტრატისთვის შეიცვალა და ეგაა🙂 ისე ბიჭო ერტიც არის, განსხვავება ისაა, ქალიშვილობის პირობებში დაკარგვაზეც არ ამბობენ უარს, თუ კარგად თხოვ😀

  5. January 19, 2013 20:22

    ჩემი აზრით ამაზე გაუთავებელი ლაპარაკი არღირს , ყველა თავისი პრინციპების მიხედვით მოქმედებს და ვინ როგორ მოქმედებს ჩვენი “მოსაწონი” ან “დასაწუნი” არარის …:*)))

  6. January 31, 2013 06:11

    აბა, ავტყნაურდით, ავტყნაურდით!!!! ისე ევროკავშირში არ მიგვიღებენ ხალხოო!🙂

  7. January 31, 2013 08:30

    მაიცა რა… სად იყო ან ევროკავშირი ან ამერიკა ქართველები რომ ვტყნაურობდით.
    მაგათმა რა ჩემისა უნდა გვასწავლონ გამოქვაბულიდან გუშინ გამოსულებმა.

  8. January 31, 2013 13:56

    “ჰოდა, თუ ასე ფიქრობთ, ჩემო ძვირფასო ქალებო, მთელი ცხოვრება ნახმარები იქნებით. სანამ სექსით კი არ კავდებით, არამედ აძლევთ, სანამ ერთობლივ სიამოვნებას კი არ იღებთ, არამედ გხმარობენ, სანამ, სანამ, სანამ… თქვენ იქნებით ნივთები.” – სხვა რა უნდა დავამატო :))

    ერთი იდეა მაქვს მე ამ თემასთან დაკავშირებით🙂 – http://justmosazreba.wordpress.com/2012/07/31/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%A6/

  9. April 7, 2013 18:26

    რისთვის იყო ქალიშვილობის ინსტიტუტი საჭირო:
    1. რომ არ შეეტყუებინათ ორსული ქალი(სად იყო ადრე დნმ ანალიზი)
    2.საქართველოში შემოსევა მრავლად იყო და არავის არ უნდოდა გაუპატიურებული ქალი მოეყვანა ცოლად.
    3.არ მახსოვს
    ეს ინსტიტუტი არის დრომოჭმული და აღარაა საჭირო დღეს.
    რა მაგარია ცოლად აპკი, რომ მოგყავს.
    ისე ვინც გიყვარს როგორ უნდა იხმარო, მესმის იხმარო დანა, მობილური, კალამი, მაგრამ საყვარელი ადამიანი?

  10. qeti-tati permalink
    June 3, 2014 09:29

    იცით რა მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ქალიშვილობის ინსტიტუტს, კაცებში მოსიარულე ქალი ბინძურდება და ჭუჭყიანდება და მერე ცოლად რომ მოიყვან იმან რა ჯანმრთელი შვილები უნდა გაგიჩინოს, ვინც ქორწინებამდე თავს იცავს, ის ადამიანი გოიმი კი არ არის, არამედ სულიერად და ზნეობრივად განვითარებული ადამიანია და ამერიკას და ევროპას ნუ ვბაძავთ თავისუფალი ცხოვრების წესით,განათლებით და კულტურით მივბაძოთ.

    • June 3, 2014 09:37

      ძვირფასო ქეთი-თათი, მე ვისურვებდი, რომ თქვენ ისეთივე განათლებული და კულტურული ყოფილიყავით, როგორც აღნიშნეთ თქვენსავე კომენტარში ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: