Skip to content

ცვლილებები

January 27, 2013

მაინც რა არის საჭირო იმისათვის, რომ ვძლიოთ საკუთარ თავს და დასახული მიზნები განვახორციელოთ? რამ უნდა მოგვცეს სტიმული, რომ არ გავჩერდეთ და წინ ვიაროთ?

ბლოგის მკითხველს შევპირდი, რომ კვირაში ერთხელ ანგარიშს დავწერ, თუ რას ვაკეთებ დასახული მიზნების მისაღწევად, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამიკეთებია, ამიტომ არ ვიცი რა დავწერო.

სამაგიეროდ, ჩემს ცხოვრებაში, სხვა რამეები შეიცვალა. ახლა ვსწავლობ, როგორ ვიცხოვრო იმ ადამიანის გარეშე, რომელსაც, ფაქტობრივად, ცხოვრება დავუკავშირე და ახლა თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ცარიელი ვარ და არ ვიცი რით შევავსო ეს სიცარიელე.

პირველი, რაც დეპრესიის დაძლევაში მეხმარება, ეს საქმეა, რაც მეტი საქმე გაქვს ადამიანს, მით ნაკლებად გახსენდება ტკივილი. მეორე  _  ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო, რადგან როგორც კი დავფიქრდები, მაშინვე ტირილს ვიწყებ, რადგან ემოციები, რომლებიც მთელს ჩემს ცხოვრებას წარმართავდნენ, არსად გამქრალან და სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან.

tumblr_lxk1yv9gFJ1qafsilo1_1280

ამ ხნის განმავლობაში რაც მეგონა, რომ კარგი გავაკეთე, იყო ის, რომ ვიშოპინგე, მაგრამ ეს მხოლოდ შოპინგის დროს გეხმარება, მერე ტანსაცმელი მეათიათასეხარისხოვანი ხდება და ისევ შენს მთავარს სადარდებელზე იწყებ ფიქრს. დროებით გულის გადაყოლება ბევრ რამეზე შეიძლება, მაგრამ ყველაფერს ჯობია საკუთარი თავის, ასე ვთქვათ, გაუმჯობესებაზე დაიწყო ფიქრი, ისწავლო რაც შეიძლება მეტი, რაც მოგცემს საშუალებასა და საფუძლევს, რომ უკეთ დააფასო საკუთარი თავი.

არ არსებობს პრობლემა, რომელიც არ მოგვარდება, თუ, რა თქმა უნდა, მოვინდომებთ, მაგრამ პრობლემა სწორედ მონდომებაშია. ხანდახან ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, რომ გაუგებარი ემოციები ასე მაჯლაჯუნასავით მოგეხვიონ გულზე და არ მოგასვენონ. ხანდახან მინდა, რომ გული არ მქონდეს და ვიყო უემოციო არსება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია.

ამ პერიოდში აღმოვაჩინე, რომ თურმე იმაზე გაცილებით მეტ ადამიანს აღელვებს ჩემი ბედი, ვიდრე მე წარმომედგინა. სწორედ მათი თანადგომა და გამხნევება დამეხმარა ურთულესი დღეების გადატანაში.

არ  ვაპირებ იმის დაწერას, რომ მორჩა და ხვალიდან რადიკალურად ვცვლი ცხოვრებას, მაგრამ დროთა განმავლობაში რომ შევცვლი ბევრ რამეს, ამის დიდი იმედი მაქვს.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: