Skip to content

რაც არ მომწონს

February 16, 2013

არასოდეს მდომებია ცუდი ვინმესთვის, იმედი მაქვს, არც მომავალში მომინდება. ამიტომ არ მომწონს, როდესაც ცუდს მისურვებენ.

არ მომწონს, როდესაც უხეშად ერევიან ჩემს ცხოვრებაში პირდაპირი თუ ირიბი გზებით და ცდილობენ მიმითითონ რა გავაკეთო.

არ მომწონს, როდესაც ჩემს პროვოცირებას ცდილობენ, მაშინ როდესაც მე ამას არ ვცდილობ და არც არასდროს მიცდია.

არ მომწონს, როდესაც დამცინიან, რადგან მე არავის დავცინი.

არ მომწონს, როდესაც უსამართლოდ მექცევიან პირადი წყენის გამო, რადგან თუკი ასე მომექცევიან და ჩემს დამცირებას შეეცდებიან, ამით უკეთესები ვერ გახდებიან.

არ მომწონს, როდესაც ზურგსუკან ჭორაობენ ჩემზე, რადგან მე არავიზე არ ვჭორაობ.

არ მომწონს, როდესაც იქექებიან ჩემს ცხოვრებაში ყველანაირი გზებითა და საშუალებებით, იქნება ეს პირდაპირი კითხვები თუ სოციალურ ქსელებში ქექვა, რადგან მე ამას არ ვაკეთებ, სურვილი არ გამაჩნია.

არ მომწონს, როდესაც ჩემს გარეგნობას მოიხსენიებენ დამამცირებელ კონტექსტში, რადგან ნამდვილად ვიცი, რომ ლამაზი ვარ.

ვისურვებდი, ადამიანებმა ისწავლონ საკუთარი ცხოვრებით ტკბობა, როგორც ამას მე ვახერხებ, რადგან თუ ამას ვერ აკეთებენ, ე.ი. მათი პირადი ურთიერთობები არც ისე კარგი და ლამაზია, როგორადაც ცდილობენ, რომ მოგვაჩვენონ.

ვისურვებდი, მოვეშვათ ეჭვებსა და უაზრო ფიქრებს, როგორც ამას მე ვახერხებ.

ვისურვებდი სოციალურ ქსელებში ირიბად ჩემ მიმართ დაწერილი კომენტარების გაქრობას, რადგან მე მსგავსი რამ არასდროს გამიკეთებია და არც ვაპირებ, რომ გავაკეთო.

ვისურვებდი, რომ ადამიანები იყვნენ ბედნიერები და მეც მომცენ ამის საშუალება, რადგან ყველაზე მცირე ადგილს ჩემს გულში იკავებს ბოღმა და ძალიან ცდებიან თუ ფიქრობენ, რომ მე ვინმეზე ან რამეზე ვარ დაბოღმილი, ანდაც განაწყენებული.

და ვისურვებდი, რომ ადამიანებს სხვების მოსაჩვენებლად არ უყვარდეთ ერთმანეთი, საჯაროდ არ იყვირონ და არ წერონ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ სხვებს დაანახონ რაღაც. ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია სხვების პირადი ცხოვრება და მართლა მახარებს ყველას ბედნიერება ჩემ გარშემო. ეს გულწრფელი რჩევაა და არ შეიცავს არანაირ ქვეტექსტს.

საუკეთესო სურვილებით,

ნათია გულისაშვილი

One Comment leave one →
  1. iliamesxi permalink
    February 16, 2013 21:23

    კარგიაააა :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: