Skip to content

როგორ გავხდი

February 24, 2013

14 წლიდან პუტკუნა ვიყავი, მსუქანი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ,  სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, უზარმაზარი ძროხა მეგონა საკუთარი თავი.

ჩემი წონა ყოველთვის ხელს მიშლიდა, არ მიყვარდა ზაფხული, რადგან ვერასდროს ვპოულობდი ისეთ მაისურს, რომელიც ჩემი სხეულის ზედმეტ ფორმებს დაფარავდა, ამის გამო ბევრჯერ მიტირია კიდეც. ვისაც აქვს დიდი წონა, ალბათ ის გამიგებს, თურას ნიშნავს, როდესაც არ იცი რა უყო შარვალზე გადმოსულ გვერდებსა, მუცელს და სქელ მკლავებს.

ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი მაწუხებდა, მარტო სიმსუქნის გამო არა, ჩემი სხეულის ვერცერთ ნაკვთს ვერ ვიტანდი, მეგონა რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე მახინჯი არსება ვიყავი, რომელიც ზიზღს იწვევდა ადამიანებში, ნუ, განსაკუთრებით ბიჭებში. მეგონა, ქუჩაში რომ დავდიოდი, ყველა მე მიყურებდა და დამცინოდა.

გახდომა რამდენჯერმე მიცდია, მაგრამ არ გამომსვლია. დიეტაზეც ვყოფილვარ, მერე უბრალოდ რაღაცები ამოვიღე კვების რაციონიდან, მერე გვიან ჭამა შევწყვიტე, მაგრამ მაინც ვერ გავძელი და ყველაფერი დავარღვიე. ერთხელ ე.წ. უგულავას დიეტაზეც ვიყავი, მაგრამ ისიც შევწყვიტე.

არასოდეს მქონია ილუზია, რომ გავხდებოდი და ამას ძალიან განვიცდიდი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მსუქანი არასდროს ვყოფილვარ, მაინც მეგონა რომ საოცარი წონა მქონდა და ეს ძალიან მაწუხებდა.

გავხდი სრულიად სპონტანურად, ყოველგვარი წინასწარი დაგეგმვის, ვარჯიშებისა და დიეტის გარეშე. მუშაობა რომ დავიწყე, მოვხვდი ყველაზე სტრესულ სიტუაციაში, როგორშიც კი შეიძლებოდა თავი წარმომედგინა. ისე განვიცდიდი, ისე ძალიან მინდოდა, რომ ყველაფერი კარგად გამომსვლოდა, არ ვჭამდი და არ მეძინა. ჭამა, უბრალოდ, არ მახსენდებოდა. დილის 10–დან, 11–დან, ღამის პირველამდე, ორამდე, ვიყავი სამსახურში და ჩემი კაბინეტიდან, ფაქტობრივად, არ გავდიოდი.

მერე, რა თქმა უნდა, ნელნელა შევეგუე ყველაფერს და ჭამაც დავიწყე, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად იყო დაძაბული სიტუაციები, მიწევდა ბევრი ნერვიულობა, მქონდა დეპრესია, სტრესში ვიყავი, ვხარჯავდი ძალიან ბევრ ენერგიას – გავხდი.

ახლა მგონია, რომ უჭმელობის გამო არ გავმხდარვარ, ბევრმა ნერვიულობამ და სტრესმა განაპირობა ჩემი წონის დაკლება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჯანმრთელობისთვის კარგი არ არის, ამ ფაქტს დიდად არ განვიცდი, იმიტომ რომ ვერაფერი შეედრება იმ განცდას, როდესაც სარკეში იხედები და საკუთარი თავით კმაყოფილი ხარ, როდესაც არ გაქვს ზედმეტი ხორცები სხეულზე, როდესაც ის გამოსახულება, რასაც აღიქვამ, მხოლოდ ბედნიერებასა და სიხარულს განიჭებს.

გავაცნობიერე, თუ რამდენი რამის შეცვლა შეუძლია წონის დაკლებას, ახლა საკუთარი გარეგნობით აბსოლუტურად კმაყოფილი და ბედნიერი ვარ და ქუჩაში რომ დავდივარ, მხოლოდ მეღიმება იმის გახსენებაზე, როდესაც მეგონა, რომ ყველას, ვინც მიყურებდა, ვეზიზღებოდი🙂

One Comment leave one →
  1. February 24, 2013 13:04

    ჰო, ფაქტია, რომ შესანიშნავად გამოიყურები. ვერ წარმომიდგენია პუტკუნა ფორთოხლის გოგონა. თუმცა არც მაშინ იქნებოდი ნაკლებად საყვარელი.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: