Skip to content

სიმართლე აგრარულ უნივერსიტეტზე

March 19, 2013

აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის წართმევასთან დაკავშირებით უკვე ბევრი ითქვა და დაიწერა. გადავწყვიტე, თავი მოვუყარო ყველაფერს, რათა ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, დარწმუნდეს განათლების სამინისტროს უსამართლო გადაწყვეტილებაში. ძალიან გთხოვთ, ყველაფერი  ყურადღებით წაიკითხეთ.

ავტორიზაციის საბჭოს მიერ გამოვლენილი 7 ბრალდება, რის გამოც აგრარულ უნივერსიტეტს შეუწყდა ავტორიზაცია და არგუმენტები, რომლებიც აბათილებს (!!!) ამ ბრალდებებს:

ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე ეფუძნება იმ გარემოებას, რომ თითქოსდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიერ დადასტურდა ავტორიზაციის სამივე სტანდარტის დარღვევა, ასევე, სტუდენტის სტატუსის შეჩერების კანონით დადგენილი წესის უგულებელყოფა. ავტორიზაციის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებით, დადგინდა 7 დარღვევა, რომელთაგან თითოეული კანონით არის უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.

 ბრალდება #1. სტუდენტების გარიცხვა: დარღვეულია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი და „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტრორიზაციის დებულების“ 32-ე მუხლი: აგრარულ უნივერსიტეტს თავისი აქტით დადგენილი აქვს ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტისათვის სტატუსის შეწყვეტის შესაძლებლობა, რაც არალეგიტიმურად ლახავს სტუდენტების უფლებებს. კანონმდებლობით, ფინანსური დავალიანება უნდა წარმოადგენდეს სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერების და არა მისი შეწყვეტის საფუძველს. განსხვავება მნიშვნელოვანია, ვინაიდან, სტატუსშეჩერებულ სტუდენტს შეუძლია სტატუსის აღდგენა 5 წლის განმავლობაში, ხოლო სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, შეწყვეტიდან 12 თვის გასვლის შემდეგ პირს ხელახლა მოუწევს ჩააბაროს გამოცდები და ხელახლა ჩაირიცხოს უნივერსიტეტში. ასეთი შემთხვევა აგრარულ უნივერსიტეტში 2011 წლიდან დღემდე რამდენიმე ასეული გამოვლინდა, კერძოდ, 609 სტუდენტს შეწყვეტილი აქვს სტატუსი, მათი ნაწილის მიმართ საბჭომ, სწორედ, აღნიშნული მუხლის დარღვევა დაადგინა.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პოზიცია #1 ბრალდებასთან დაკავშირებით: აგრარულ უნივერსიტეტს უკვე 2013 წლის 11-12 მარტს არ ჰქონია ტექნიკური ხარვეზიც კი სტუდენტთა გარიცხვის წესთან დაკავშირებით, ხოლო მისი რეალური პრაქტიკა 2011 წლიდან მოყოლებული იყო აბსოლუტურად სწორი და კანონმდებლობის შესაბამისი, რადგან 2011 წლიდან მოყოლებული არცერთი სტუდენტის გარიცხვა არ მომხდარა ფინანსური დავალიანების გამო!საგულისხმოა, რომ მონიტორინგის ჯგუფის თავდაპირველ დასკვნაში (29 იანვრის დასკვნაში) აღნიშნული შენიშვნა საერთოდ არ არის მოცემული და მხოლოდ 11-12 მარტს გახდა ცნობილი. აგრარულ უნივერსიტეტის “სტუდენტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში” გარკვევით იყო დაფიქსირებული, რომ ფინანსური დავალიანების არსებობის შემთხვევაში, სტუდენტს მხოლოდ უჩერდება სტუდენტის სტატუსი და არა უწყდება! ავტორიზაციის საბჭოს მიერ არასათანადოდ იქნა ინტერპრეტირებული წესის შემდეგი ჩანაწერი: სტუდენტს სტატუსი უწყდება, თუ არსებობს “სტატუსშეჩერებული სტუდენტის აღდგენისას ფინანსური დავალიანება” და ამის გამო, არასწორი შეფასება მისცეს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას, თითქოსდა ეს ფინანსური დავალიანების გამო ხორციელდებოდა. სინამდვილეში, შეწყვეტის საფუძველი იყო მხოლოდ სტატუსშეჩერებული სტუდენტის მიერ სტატუსის აღდგენის მომენტში ფინანსური დავალიანების გადაუხდელობა.მიუხედვად ავტორიზაციის საბჭოს მიერ უნივერსიტეტის ზემოაღნიშნული წესის არასწორი ინტერპრეტაციისა, საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა მაინც განახორციელა ამ წესის ტექნიკური რედაქტირება (კანონმდებლობის იდენტური ფორმულირების გადმოტანა) იმ შენიშვნის გათვალისწინებით, რაც ავტორიზაციის საბჭომ დააყენა 11 მარტის სხდომაზე.შესაბამისად,  “სასწავლო პროცესის რეგულირების წესის” მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:”2. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:ა. ხელშეკრულების პირობების დარღვევა;ბ. აკადემიური შვებულება;გ. პირადი განცხადება;დ. ფინანსური დავალიანება;ე. ბრალდება, რომელიც წაეყენება სტუდენტს, სანამ მის მიერ დანაშაულის ჩადენა ან გამართლება არ დადგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით.”შესაბამისად, არანაირი საფრთხე იმისა, რომ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს არალეგიტიმურად შეელახოთ უფლებები – არ არსებობს! წარმოდგენილი დანართი ადასტურებს, რომ ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტს მხოლოდ  უჩერდება სტუდენტის სტატუსი.

313306_10151322246842076_1557394806_n

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი, რაზედაც გვინდა, თქვენი ყურადღება მივაქციოთ არის ის, რომ 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე არ არსებობს არცერთი ფაქტი იმისა, რომ თუნდაც ერთი სტუდენტი გარიცხულ იქნა ფინანსური დავალიანების გამო, რის დამადასტურებლად წარმოდგენილია და თან ერთვის უნივერსიტეტის სასწავლო განყოფილების ცნობა.ერთადერთი მიზეზი, რატომაც ხდებოდა სტუდენტების გარიცხვა – ეს არის დაბალი აკადემიური მოსწრება: ეს ის შემთხვევაა, როდესაც სავალდებულო 6-7 საგნიდან სტუდენტებმა ვერ შეძლეს 5 გამოცდის ჩაბარება.

ბრალდება  #2. დოქტორანტურა: დარღვეულია „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ 32-ე მუხლი: დაწესებულება აკრედიტაციის გავლის გარეშე ახორციელებდა სადოქტორო პროგრამას, რაც პირდაპირ აკრძალულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით. ამასთან, დაწესებულების მიერ დადგენილ ვადაში არ მომხდარა ამ პროგრამაზე ჩარიცხული პირებისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. ამ პერიოდში, სტუდენტებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის უფლება, დაიცვეს დისერტაციები, მიიღეს დოქტორის აკადემიური ხარისხი და ა.შ.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პოზიცია #2 ბრალდებასთან დაკავშირებით: საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს არცერთი დღე არ განუხორციელებია სადოქტორო პროგრამა სათანადო აკრედიტაციის გარეშე, რასაც ადასტურებს ავტორიზაციის საბჭოსათვის წარდგენილი არაერთი დოკუმენტი. უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამამ აკრედიტაცია მოიპოვა 2006 წელს და მას მიენიჭა უფლება 2007-2008 სასწავლო წლიდან დაეწყო დოქტორანტურის პროგრამის განხორციელება 5 წლის ვადით. ანუ, მე-5 სასწავლო წელი დოქტორანტურისათვის იყო 2011-2012 სასწავლო წელი. რამდენადაც, დოქტორანტურაში სწავლის დაწყება და დასრულება რექტორის ცალკე აქტით რეგულირდება, ეს ვადა არ ემთხვევა ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სასწავლო ვადებს. ამიტომ 2012 წლის ბოლომდე საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა დოქტორანტურის პროგრამა და მიეცა დოქტორანტებისათვის უფლება, რომ დაესრულებინათ სწავლა ამ პროგრამაზე და დაეცვათ სადოქტორო დისერტაციები. მითუმეტეს, რომ ხსენებულმა ორმა დოქტორანტმა დისერტაციები დაიცვეს 2012 წლის 27 ოქტომბერს. ანუ, ეს ვადა მთლიანად ჯდება დოქტორანტურის 2011-2012 სასწავლო წლის ფარგლებში.

შესაბამისად, სრულიად უსაფუძვლოა ავტორიზაციის საბჭოს დასკვნა, თითქოსდა “დაწესებულების მიერ დადგენილ ვადაში არ მომხდარა ამ პროგრამაზე ჩარიცხული პირებისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. ამ პერიოდში, სტუდენტებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ სადოქტორო პროგრამაზე სწავლის უფლება, დაიცვეს დისერტაციები, მიიღეს დოქტორის აკადემიური ხარისხი და ა.შ.” – რამდენადაც, უნივერსიტეტს ჯერ დასრულებული არ ჰქონდა სასწავლო წელი და ამდენად, იგი უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა ზემოაღნიშნული ქმედებები, 27 ოქტომბერს 2 სადოქტორო დისერტაციის დაცვის ჩათვლით, რაც სრულიად კანონზომიერი იყო.

556746_10152268255236808_96344599_n

ბრალდება  #3. აღიარება: დარღვეულია „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-9 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი სტანდარტი: დაწესებულებამ დაარღვია კანონით დადგენილი უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესი – კერძოდ, აღიარების პროცედურების გავლისა და კრედიტების სათანადო წესით აღიარების გარეშე მიანიჭა ბაკალავრის კვალიფიკაცია და გასცა დიპლომი სტუდენტებზე, რომლებმაც საზღვარგარეთ (სომხეთში) ისწავლეს.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პოზიცია #3 ბრალდებასთან დაკავშირებით:საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა განუმარტა ავტორიზაციის საბჭოს და დაეთანხმა, რომ უცხოეთში მიღებული კრედიტების სავალდებულო აღიარების პროცედურა 2 სტუდენტის მიერ არ იყო განხორციელებული. თუმცა, აქ საგულისხმო და ხაზგასასმელი ის გარემოებაა, რომ ასეთ შემთვევას მხოლოდ ორჯერ ჰქონდა ადგილი.  ანუ, აღნიშნულს არანაირად არ ჰქონია სისტემატური ან ხშირი ხასიათი  – ეს იყო მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევა და ეხებოდა მხოლოდ 2 სტუდენტს.

უფრო მეტიც, 2013 თებერვლის თვეში ამ ორივე სტუდენტმა მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამისნიტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდა ორივე სტუდენტის კრედიტების აღიარება.

ამასთან, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე გარკვევით განუმარტეს საბჭოს, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა იყო უნივერსიტეტის პრაქტიკაში და რომ მსგავს შემთხვევას არც მანამდე ჰქონია ადგილი და არც შემდგომში აღარ ექნებოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ამ ნაწილში ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არის გაუმართლებელი და ამ მიზეზით უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის გაუქმება არის უსამართლო და გადაჭარბებული ზომა! მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც თავად განათლების ხარისხის განვითრების ეროვნულმა ცენტრმა უკვე აღიარა ამ 2 სტუდენტის კრედიტები და შესაბამისად, მართლზომიერად გამოაცხადა აგრარული უნივერსიტეტის გადაწყევტილება ამ 2 სტუდენტის მიმართ.

ბრალდება  #4. ადამიანური რესურსების ხარვეზები: დარღვეულია „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-11 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი სტანდარტი: ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის პროგრამებისათვის დაწესებულებას არ ჰყავს პროფესორები და ახორციელებს პროგრამას მხოლოდ მოწვეული მასწავლებლების მეშვეობით. მხოლოდ მოწვეული მასწავლებლების მიერ ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება არის ავტორიზაციის სტანდარტის დარღვევა ადამიანური რესურსების ნაწილში და ზემოთ აღნიშნული ხარვეზების ანალოგიურად, ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პოზიცია #4 ბრალდებასთან დაკავშირებით: ავტორიზაციის საბჭოს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა არაერთხელ განუმარტეს, რომ სამართალმცოდნეობის პროგრამა ხორციელდება მილევად რეჟიმში და უკვე 2 წელია ამ პროგრამაზე არ განხორციელებულა სტუდენტთა მიღება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სამართლის პროგრამას ახორციელებენ ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები (მოსამართლეები, პროფესორები, პრაქტიკოსი იურისტები და ა.შ.), რაც პირდაპირი გარანტია იმისა, რომ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს მიეწოდებათ მაღალი ხარისხის განათლება და საუკეთესო სპეციალისტები და პრაქტიკოსები უზიარებენ მათ ცოდნასა და გამოცდილებას. რაც შეეხება ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამას, აგრარულმა უნივერსიტეტმა წარუდგინა ავტორიზაციის საბჭოს სათანადო მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც დასტურდება, რომ ამ პროგრამას ახორციელებს აკადემიური პერსონალი.გარდა ამისა, უნივერსიტეტმა გაიზიარა მონიტორინგის ჯგუფის მოსაზრება და 2013 წლის 14 მარტს უკვე განახორციელა აკადემიური პერსონალის აყვანა ღია კონკურსის საფუძველზე.  შესაბამისად, უნივერსიტეტი მთლიანად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და ამ ფონზე, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყევტილება უნივერისტეტისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე არის სრულიად დაუსაბუთებელი და არ არის მიმართული განათლების ხარისხის ამაღლებისაკენ. სრულიად პირიქით, ავტორიზაციის საბჭოს ეს გადაწყვეტილება გაუმართლებლად აზიანებს უნივერისტეტისა და თითეული მისი სტუდენტის კანონიერ ინტერესებს და გამოუსწორებელ შედეგებს იწვევს.

ბრალდება  #5. დარღვევა აკადემიური კონკურსების ნაწილში: დარღვეულია „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტრორიზაციის დებულების მე-11 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი სტანდარტი ასევე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 34, 35-ე მუხლები: გამოვლინდა, რომ აკადემიური პერსონალის შერჩევას აგრარული უნივერსიტეტი ახორციელებდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების დარღვევით: მონიტორინგის ვიზიტის შედეგად დადგინდა ჩატარებული კონკურსების კანონთან შეუსაბამობა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კონკურსი თავად უნივერსიტეტის მიერ მონიტორინგის ვიზიტის შემდეგ, ბათილად იქნა ცნობილი. ხოლო, ახალი კონკურსი, რომლითაც დაწესებულება გეგმავდა დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას, ასევე, ჩატარდა კანონმდებლობით დადგენილი შეფასების პროცედურისა და ვადების დარღვევით. აკადემიური პერსონალის შერჩევის კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვა არის ავტორიზაციის სტანდარტის იმპერატიული მოთხოვნა და მისი დარღვევა მიჩნეულია ავტორიზაციის გაუქმების საფუძვლად.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პოზიცია #5 ბრალდებასთან დაკავშირებით: დოკუმენტაციდან ნათლად ირკვევა, რომ 2012 წლის მანძილზე ჩატარებული ორი კონკურსი მონიტორინგის ჯგუფის მიერ პროცედურული დარღვევით ჩატარებულად იქნა მიჩნეული იმის გამო, რომ განცხადება კონკურსის ჩატარების შესახებ გამოქვეყნებული იყო დადგენილზე რამდენიმე დღით ხანმოკლე პერიოდით. ცხადია, რომ საქართველოს კანონი “უმაღლესი განათლების შესახებ” ადგენს, რომ დოკუმენტების მიღებამდე 1 თვით ადრე უნდა იქნეს გამოქვეყნებული ცნობა კონკურსის შესახებ, მაგრამ  გადაჭარბებულად მიგვაჩნია ავტორიზაციის ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება – გაუუქმოს უნივერსიტეტს ავტორიზაცია იმის გამო, რომ 2-3 დღით ადრე დაიწყო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ კონკურსანტების განაცხადების მიღება. მითუმეტეს, რომ უნივერსიტეტმა გაითვალისწინა მონიტორინგის ჯგუფის აღნიშნული შენიშვნა და 2013 წლის 9 თებერვალს კანონმდებლობის სრული დაცვით გამოაცხადა კონკურსი, რომლის შედეგად არჩეული აკადემიური პერსონალი და მათი არჩევის ყველა პროცედურა სრულ შესაბამისობაში იქნება კანონმდებლობის ყველა მოთხოვნასთან.შესაბამისად, არანაირი აუცილებლობა ან საჭიროება ავტორიზაციის გაუქმებისათვის უბრალოდ აღარ არსებობს.

ბრალდება #6. ბიბლიოთეკა: „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტრორიზაციის დებულების“ მე-10 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი სტანდარტი – დაწესებულების ბიბლიოთეკაში არ ყოფილა და ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემულ ვადებში არ იქნა მოძიებული რიგი სასწავლო კურსების სავალდებულო სასწავლო ლიტერატურა, რითაც დადასტურდა, რომ დაწესებულების ბიბლიოთეკა არ აკმაყოფილებს ავტორიზაციის სტანდარტს.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პოზიცია #6 ბრალდებასთან დაკავშირებით:მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში მკაფიოდაა დაფიქსირებული, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა შედგება 1 700 000 წიგნისაგან. გარდა ამისა, უნივერსიტეტს აქვს ელექტრონული ბაზა წიგნებისა, რომლებზე წვდომაც უზრუნველყოფილია ყველა სტუდენტისათვის და დღემდე არცერთ სტუდენტს არ შექმნია არანაირი პრობლემა სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ელექტრონულ წიგნებზე წვდომისა. ავტორიზაციის საბჭო კი, უნივერსიტეტს ედავებოდა სულ რაღაც 10 წიგნის ელექტრონული ვერსიის არარსებობის თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ გამოსწორებულ იქნა და 28 თებერვლის სხდომაზე ავტორიზციის საბჭოსათვის უკვე წარდგენილ იქნა აღნიშნული სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიები. შესაბამისად, გაუგებარია, თუ ვის ინტერესებს იცავს ასეთი დასკვნით ავტორიზაციის საბჭო. აქვე გვინდა, აღვნიშნოთ, რომ მონიტორინგის ჯგუფის ვიზიტის მანძილზე და არც ამის შემდეგომ, სტუდენტების აზრი არავის არ უკითხვას; არცერთი წევრი მონიტორინგის ჯგუფისა არ დაინტერესებულა სტუდენტების პოზიციით ან პრობლემებით არც წიგნებთან დაკავშირებით და არც სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ამდენად, მივიჩნევთ, რომ ზემოაღნიშნული დასკვნა  საფუძველსა და დანიშნულებასაა მოკლებული, რადგან არ ასახავს რეალობას და არ ემსახურება განათლების ხარისხის ამაღლების მიზანს. ამასთან, სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან სტუდენტები ნამდვილად არ განიცდიან სასწავლო ლიტერატურის ნაკლებობას და ხელი არ ეშლებათ სწავლის პროცესში.

ბრალდება #7. საკადრო დოკუმენტაცია: „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ მე-11 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით დადგენილი სტანდარტი.პერსონალთან მიმართებაში მთელი რიგი ხარვეზები და შეუსაბამობები იყო შრომითი ხელშეკრულებებისა, თუ დანიშვნის ბრძანებების შინაარსში.

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პოზიცია #7 ბრალდებასთან დაკავშირებით: ჩვენ ვერ დავეთანხმებით ავტორიზაციის საბჭოს შენიშვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვემოთ მოყვანილი დებულება – “პერსონალთან მიმართებაში მთელი რიგი ხარვეზები და შეუსაბამობები იყო შრომითი ხელშეკრულებებისა, თუ დანიშვნის ბრძანებების შინაარსში” – რაიმენაირად იყოს დაკავშირებული განათლების ხარისხთან. ფაქტია, რომ 2011 წლის შემდეგ რადიკალურად გაუმჯობესდა სწავლების ხარისხი და სტუდენტებს არ გააჩნიათ გადაულახავი პრეტენზიები ან პრობლემები ლექტორების კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, უნივერისტეტის ადმინისტრაციამ 28 თებერვლის სხდომაზე ავტორიზაციის საბჭოს წარუდგინა ყველა იმ აკადემიური პერსონალისა თუ მოწვეული ლექტორების შრომითი ხელშეკრულებები იმ სახით, როგორც ამას მონიტორინგის ჯგუფი შენიშნავდა. ამდენად, 28 თებერვლისათვის ყველა შენიშვნა იყო უკვე აღმოფხვრილი და ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომელი აუცილებლობით იყო განპიროებებული ავტორიზაციის საბჭოს მიერ 12 მარტს უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილების მიღება, რადგან ამ დროისათვის არანაირი ხარვეზი ადამიანურ რესურსთან დაკავშირებით უკვე აღარ არსებობდა.

ასევე, სრულიად გაუგებარია, რას ნიშნავს საბჭოს შემდეგი გადაწყვეტილება“ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ – საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს გაუუქმდა ავტორიზაცია, ამასთან, არსებული სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, საბჭოს გადაწყვეტილება ამოქმედდება გაზაფხულის (მიმდინარე) სემესტრის დასრულების შემდეგ.” – ეს გადაწყევტილება, ერთი შეხედვით, თითქოსდა სტუდენტების ინტერესების დასაცავადაა მიღებული, მაგრამ ცოტა უცნაურია ის გარემოება, რომ თუ აგრარული უნივერსიტეტი ისე უხეშად არღვევს ავტორიზაციის სტანდარტებს, რომ მას უნდა გაუუქმდეს ავტორიზაცია, მაშინ რამდენად კანონიერია, რომ სტუდენტები დარჩნენ ასეთ სასწავლებელში და სემესტრის ბოლომდე ისწავლონ დაწესებულებაში, რომელიც ასე არღვევს ამ სტანდარტებს. ცოტა საეჭვო ხომ არ იქნება სტუდენტების განათლების დონე და ხარისხი ამის შემდეგ. მითუმეტეს, რომ მთელ საქართველოს ეცოდინება, რომ ისინი დაამთავრებენ ავტორიზაციაგაუქმებულ აგრარულ უნივერსიტეტს და ეს კი ცალსახა მინიშნება იქნება ყველასათვის იმაზე, რომ მათ არასათანადო ხარისხის განათლება მიიღეს ამ ხნის მანძილზე.

ამდენად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ავტორიზაციის საბჭოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კი არ ემსახურება სტუდენტების ინტერესებს, არამედ სრულიად პირიქით: იგი აზიანებს თითოეული სტუდენტის ინტერესს და სრულიად არ ემსახურება განათლების ხარისხის ამაღლების მიზანს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ავტორიზაციის საბჭომ უნდა გამოიყენოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი უფლებამოსილება – “ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო” და ბათილად ცნოს თავისი 11-12 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორედ ის სამართლებრივი გზა, რაც ავტორიზაციის საბჭოს აძლევს უფლებას, კიდევ ერთხელ შეიკრიბოს და ბათილად ცნოს 12 მარტის გადაწყვეტილება და ამით მოემსახუროს აგრარული უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტის კანონიერ ინტერესებს.

აგრარული უნივერსიტეტის რექტორის, ლაშა გოცირიძის სიტყვა ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე, რომელიც ადასტურებს, რომ მან მოითხოვა კანონით გათვალისწინებული ვადა დარჩენილი ,,ხარვეზების” გამოსასწორებლად:

ქვემოთ ვდებ ორი მნიშვნელოვანი ვიდეოს ლინკს, სადაც დაფიქსირებულია ფაქტები, როგორ იტყუებოდნენ ავტორიზაციის საბჭოს წევრები და თავად განათლების მინისტრი, უყურეთ და უსმინეთ ყურადღებით:

ორივე ვიდეო ერთად:

კახა ბენდუქიძის ინტერვიუ: ,,გიორგი, შედი ბუტკაში!”

578040_10151317808427076_2110357473_n

150456_10151317811787076_698089283_n

აგრარულ უნივერსიტეტზე გავრცელებული ტყუილებიდან ერთ-ერთია:  თითქოს თანდათან უქმდება ტრადიციული აგრარულ-ტექნოლოგიური სპეციალობები და მათ ადგილს იჭერს ბიზნესი და სხვა, აგრარულისათვის არატრადიციული სპეციალობები. ამ ტყუილზე პასუხია ამ სურათზე ასახული ბოლო წლების სტატისტიკა. აგრარულ-ტექნოლოგიურ სპეციალობებზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა და პროცენტული წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო 2 წელიწადში და 2013 წელსაც იგივე ტენდენცია გაგრძელდება. გარდა რაოდენობრივი ზრდისა, 2012 წელს აგრარულ უნივერსიტეტს დაემატა ახალი სპეციალობა – მევენახეობა-მეღვინეობა, ხოლო 2013 წელს, პირველ სტუდენტებს მიიღებს 2 ახალ სპეციალობაზე: ბიოლოგიაზე და ქიმიაზე:

224011_10151853506443849_1409220783_n

აგრარულის სტუდენტების ისტორიები, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ და მიხვდებით, რომ ამ უნივერსიტეტიდან არავინ გარიცხულა ფინანსური დავალიანების გამო.

აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო გარემოსა და სტუდენტური აქტივობების ამსახველი ვიდეოები:

1.სასწავლო გარემო აგრარულ უნივერსიტეტში:

2.აგრარული მეცნიერებები:

3.მიმართვა სტუდენტებს:

4.სტუდენტები პრეს-კლუბში:

6.სტუდენტური პროტესტი:

7.სტუდენტური აქცია:

8.სტუდეტების აქცია განათლების სამინისტროსთან:

9.ნუ შეეხებით ჩვენს მომავალს!

 


რატომ არის აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის გაუქმება პოლიტიკური გადაწყვეტილება?


• 2013 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ გააუქმა ტენდერი, რომლის მიხედვითაც თავისუფალმა და აგრარულმა უნივერსიტეტებმა გაიმარჯვა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნის პროექტში. ამის შემდეგ საქართველოს ახალმა მთავრობამ გამოაცხადა ახალი ტენდერი, სადაც ჩაიწერა, რომ ქართული მხრიდან მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს აქვთ ტენდერში მონაწილეობის უფლება. ამით აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებს წაართვეს უფლება მიიღონ მონაწილეობა ტენდერში, იმ ტენდერში რომელშიც ერთხელ უკვე გაიმარჯვა ამ უნივერსიტეტებმა და მათ ეს გამარჯვება მთავრობამ გაუუქმა !
• 2013 წლის თებერვალში დაიწყო პროცედურა ოთხ პროფესიულ კოლეჯში აგრარული უნივერსიტეტისათვის თანადამფუძნებლის სტატუსის ჩამორთმევისათვის (აღწერა: 2012 წლიდან აგრარული უნივერსიტეტი საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად გახდა თანადამფუძნებელი ოთხი პროფესიული კოლეჯის: „იკაროსი“, „განთიადი“, „პრესტიჟი“, და „ჰორიზონტი“. 2013 წლის თებერვალში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაუგზავნა წერილი აგრარულ უნივერსიტეტს მოთხოვნით, რომ განათლების სამინისტრო უნდა დარჩეს ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიული კოლეჯების ერთადერთ დამფუძნებლად).
• პირველად ისტორიაში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა განახორციელა აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმება. ეს შემოწმება 3 იანვარს დაიწყო , როდესაც აგრარული უნივერსიტეტის მთელი ადმინისტრაცია იმყოფებოდა ოფიციალურ შვებულებაში და სტუდენტები – არდადეგებზე.
• აგრარულ უნივერსიტეტს 11 მარტს, ავტორიზაციის საბჭოს სხდომის დასრულებამდე დაუბლოკეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნლი ცენტრის ელექტრონული ბაზები (ეს არის სტუდენტური ბაზები, სადაც უნივერსიტეტებს სტუდენტების სტატუსების შესახებ შეაქვთ ინფორმაცია). ეს არის ფაქტობრივი მტკიცებულება, რომ ავტორიზაციის ჩამორთმევაზე გადაწყვეტილება დიდი ხნის მიღებული იყო და 12 მარტის დილის 5 საათზე მხოლოდ ფორმალურად გაფორმდა.
• 12 მარტის ღამის ორ საათზე ავტორიზაციის საბჭო გავიდა სხდომიდან გადაწყვეტილების მისაღებად აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის შესახებ. ავტორიზაციის საბჭოს მიერ სხდომის დატოებისთანავე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ეზოში მოხდა პოლიციის დამატებით დიდი რაოდენობით მობილიზება. ასევე, სხდომის კაბინეტის კართან მეოთხე სართულზე განლაგდა 40-მდე დაცვის პოლიციის თანამშრომელი. ეს გვაფიქრებინებს, რომ გადაწყვეტილება აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ წინასწარ იყო მიღებული და ამისათვის მოხდა პოლიციის მობილიზება.

სტატიები და პოსტები აგრარულთან დაკავშირებული მოვლენების შესახებ:

  1. იაგო ხვიჩიას პოსტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
  2. ადო ბერიკელაშვილის შეკითხვა განათლების მინისტრს
  3. ტატო ალექსიძის სტატია აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით (24 საათი)
  4. ლელა რეხვიაშვილის სტატია (ლიბერალი)
  5. გიორგი ცხადაიას სტატია (ლიბერალი)
  6. ireporter.ge
  7. news.ge
  8. interressnews.ge
  9. eqe.ge
  10. kvirispalitra.ge
  11. netgazeti.ge
  12. 24 საათი
  13. presa.ge
  14. რადიო თავისუფლება
  15. itv.ge
  16. tabula.ge
  17. for.ge
  18. civil.ge
  19. pirweli.com
  20. palitratv.ge
  21. სოციოგრამა
  22. georgianews.ge

ბიძინა ივანიშვილის კომენტარი აგრარულის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით:

ან ვიდეოში პრემიერ-მინისტრმა თქვა:

სტუდენტებზე:

რამდენჯერმე აღნიშნა მათი პოლიტიზირებულობა. იყო რეპლიკები:
  1. სტუდენტებო, არავის დაკვეთა არ მიიღოთ
  2. არ მოემსახურონ ვიღაცის იდეოლოგიას
  3. არ ითამაშოთ სხვისი თამაში
  4. იმოქმედეთ ისე, როგორც ხედავთ და არა როგორც მიგითითებენ

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არ ეშინია მიტინგების, მით უმეტეს კი, სტუდენტების მიტინგების. მან ორჯერ თქვა სტუდენტებთან მიმართებაში:

  1. უზრდელად რომ გამოდიან და უფშტვენენ ზოგიერთები, ეს სირცხვილია
  2. მინისტრს დაუძახეს, იქით მივიდა, მასთან მივიდნენ და შუა მიტინგში შევიდა, თუმცა იქ უზრდელობდა რამდენიმე სტუდენტი და ეს კაცი არ იმსახურებდა ამ სტვენას, მაგრამ ყველაფერი ვაჟკაცურად, კაცურად გადაიტანა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არცერთ სტუდენტს არ შექმნება პრობლემა სწავლასთან დაკავშირებით, პირიქით, ყველას ექნება იგივე და უკეთესი პირობები, რაც ჰქონდათ. (ამას მოჰყვა განათლების მინისტრის განცხადება, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში გახსნის აგრარულ მიმართულებებს).

ქონებაზე:
 

ივანიშვილმა 18 წუთის განმავლობაში, დაახლოებით 6-ჯერ, 7-ჯერ აღნიშნა, რომ 200 მილიონის ქონება გადაეცა ერთ ლარად.   ტყულია!

ლაბორატორიებზე თქვა: ,,იქ რაღაც რამდენიმე ლაბორატორია გააკეთა, რამდენიმე ასეულ ათას ლარზეა ლაპარაკი და არა მილიონებზე, არა ათეულობით მილიონზე”  ტყუილია!
პრემიერ-მინისტრმა ასევე თქვა: ,,ტელეფონის ზარს შევესწარი, როგორ კამათობდა ბენდუქიძესთან სააკაშვილი, თუ როგორ შეიძლება ყველა კარგი შენობა შენ აიღოვო”  ტყუილია!
ხვალვე შეუძლიათ ის ლიცენზია აღიდგინონ, არავინ ზარალდება ამით. ჩვენ მათ მივეცით საკმარისზე ათჯერ მეტი დრო, მაგრამ ისინი პრინციპულად არ ეთანხმებიან კანონს.  ტყუილია!
შოთა უტიაშვილი ქირაობს იქ თურმე შენობას  ტყუილია!
კახა ბენდუქიძეზე:
 
  1. არავითარი პირადული განსაკუთრებული პრეტენზიები არ მაქვს მე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მას ხელი არ შეეშალოს, მაგრამ კითხვები არსებობს.
  2. რატომ მიიღო მაინც და მაინც მან ერთ ლარად ამხელა ქონება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრი იყო.
  3. დრო მიეცათ შეცდომების გამოსასწორებლად, მაგრამ პრინციპულად არ ცვლის ბენდუქიძე დარღვევას.
ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციას და კახა ბენდუქიძეს აქვს პრეტენზია განსაკუთრებულობაზე და გამორჩეულობაზე, შესაბამისად, არავის აქვს უფლება მათ დარღვევების გამოწორებისკენ მოუწოდოს.
ასევე, რამდენჯერმე აღნიშნა, რომ არ შეიძლება ამ ფაქტის პოლიტიზირება.
პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე მოუწოდა საზოგადოებას უფრო მეტი აქტიურობისაკენ.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა საზღვარგარეთ მყოფი ქართველი მეცნიერების მიმართვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს:საქართველოს საზღვრებს გარეთ მომუშავე ქართველი მეცნიერები შეშფოთებას გამოვთქვამთ აგრარული უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენათა
გამო და მოგმართავთ თხოვნით დაუყოვნებლივ გადახედოთ 2013 წლის 12 მარტს მიღებულ აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილებას.გთხოვთ გააკეთოთ ყველაფერი რათა საქართველოს უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებების, და მათ შორის აგრარული უნივერსიტეტის, სასწავლო და აკადემიური პროცესები მიმდინარეობდეს მაქსიმალურად თავისუფლად და უმტკივნეულოდ.შექმნილ ვითარებაში იმედს ვიტოვებთ რომ განათლების სამინისტრო შეძლებს დროზე განმუხტოს და თავიდან აიცილოს ყოველგვარი შესაძლო შემდგომი კონფრონტაცია პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან, რაც მხოლოდ
უარყოფითად აისახება სწავლებისა და კვლევის ხარისხზე.1) გიორგი არაბიძე, Michigan State University, USA/CERN
2) ზაქარია ბაბუციძე, OFCE Sciences Po Paris and SKEMA Business School, France
3) დავით ბოინაგროვი, Stanford University, Stanford CA, USA
4) ირაკლი გარიშვილი, Livermore National Laboratory, USA
5) გრიგოლ გეგელია, Bristol University, UK
6) მარინა გვახარია, Dr, CA USA
7) ვლადიმერი გოგვაძე, Associate Professor, Karolinska Institutet, Stockholm Sweden
8) ლევან დარჯანია, PhD Takeda Pharmaceuticals, Inc. San Diego, CA – USA
9) ავთო ხარჩილავა, SUNY at Buffalo, USA
10) ბესო კანკია, Ohio State University, Ohio, USA
11) არჩილ კობახიძე, The University of Sydney, Australia
12) რუსუდან კოტარია, Ph.D, Rosalind Franklin University of Science/Chicago Medical School, USA
13) გიორგი ლებანიძე, Johns Hopkins University, Baltimore, Maryland, USA
14) ალექსანდრე მანაგაძე, Skobeltsyn Institute of Nuclear Physics of Lomonosov Moscow State University, Russia
15) ნოდარ მახარაშვილი, UT Austin, TX USA
16) გიორგი მელიქიძე, University of Zielona Gora, Poland
17) ალექსი მესტვირიშვილი, European Organization for Nuclear Research and University of Iowa, USA
18) ვერა მოლიაძე, Goethe-Universität Frankfurt am Main, Germany
19) მიშა ნანაზაშვილი, Rosalind Franklin University of Medicine and Science, North Chicago, IL USA
20) რუსლან (ნუკრი) სანიშვილი, Argonne National Laboratory, USA
21) ცოტნე ჯავახიშვილი, Director, Molecular and Genomic Technologies Ambrx, CA, USA
22) გიორგი ჯაფარიძე, Clark Atlanta University Atlanta, GA USA
23) ვასილი ჯორჯაძე, Brookhaven National Laboratory, USA
24) ევგენი შარგოროდსკი, Professor, King’s College London, Department of Mathematics, UK
25) სოფიო პატარაია, University of Wuppertal & CERN
26) თამარ რევაზიშვილი, University of Florida, USA
27) აკაკი რუსეცკი, University of Bonn, Germany
28) ირმა რუხაძე, Harvard University, Cambridge, MA USA
29) გივი სეხნიაიძე, European Organization for Nuclear Research (CERN), Switzerland
30) ზურაბ სილაგაძე, Budker Institute of Nuclear Physics and Novosibirsk State University, Russia
31) ამირან ტომარაძე, NWU, IL USA
32) ავთო ტყაბლაძე, Physicist (Oil Service Industry), TX USA
33) ზურაბ ცეცხლაძე, Penn State University, PA USA
34) ედიშერ ცხადაძე, JINR, Dubna, Russia/ CERN Switzerland
35) ევგენი ჩიქოვანი, Dr, CA USA
36) ირაკლი ქეშელაშვილი, University of Basel, Switzerland
37) თეო შარია, Royal Holloway, University of London, UK
38) ონისე შარია, University of Maryland, MD USA
39) ალექსანდრე შერმაზანაშვილი, CERN, Switzerland
40) კონსტანტინე ძამაშვილი, MD, PhD, MSc, IL USA
41) მაია წიქოლია, USDA-ARS, USA
42) თამარ ჭყონია, Mayo Clinic, Rochester, MN USA
43) ნინო ხეცურიანი, CDC, GA USA
ბოლოს კი მათთვის, ვისაც არ სჯერა, რომ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკა არ არსებობს, ფბ ფეიჯი, სადაც ფოტოებს თვალს თუ გადაავლებთ, მიხვდებით, რომ ვეტკლინიკა ნამდვილად არსებობს და აქტიურად მუშაობს🙂
P.S. მათთვის, ვისაც უნდა უკეთ გაეცნოს აგრარულში არსებულ ვითარებას:
66494_10200325471413481_1280365889_n
No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: