Skip to content

შეიძლება

May 28, 2013

შეიძლება პატარა ხარ და არ იცი თუ როგორ ააწყო ურთიერთობა, მაგრამ დაფიქრდები და ხვდები რომ ,,დიდი” და ,,პატარა” არ არსებობს, ყველაფერი შედარებითია, ვიღაცაზე დიდი ხარ, ვიღაცაზე კი პატარა.

შეიძლება გამოცდილება არ გაქვს და ამიტომ არ იცი სწორად როგორ მოიქცე, მაგრამ მერე ფიქრობ და ხვდები: მსგავსი ურთიერთობის ასაწყობად და პრობლემებთან შესაჯახებლად უკვე მზად ხარ.

შეიძლება კარგად ვერ გაიცანი ადამიანი, მაგრამ ამის აღიარება არ გინდა და ჯიუტად ებღაუჭები იმას, რომ სინამდვილეში, მხოლოდ ის ქმნის პრობლემებს.

question-mark

შეიძლება ვარდისფერი სათვალეებით უყურებ სამყაროს, მაგრამ მერე აცნობიერებ, რომ ეს სათვალე დიდი ხანია გადააგდე და რეალობას ცხადად აღიქვამ.

შეიძლება ყველაფერი შენი ბრალია, მაგრამ რამდენსაც არ ფიქრობ, ვერ პოულობ შენ წვლილ დანაშაულს.

შეიძლება არ იცი რა გინდა, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ხარ საკუთარ სურვილებში.

შეიძლება ცხოვრებას ართულებ, მაგრამ რასაც ხედავ, ეს ის არის, რომ ყველაფრის გამარტივება გინდა.

შეიძლება სათქმელს არ ამბობ, კითხვებს არ სვამ, რადგან გეშინია სიმართლის მოსმენის, შეიძლება, ყველაფერი შეიძლება…

 

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: