Skip to content

სიბერის შიში

July 22, 2013

ამბობენ, რომ ჩვენს ცხოვრებაში გავნითარებულ მოვლენებს, ძირითადად, სიკვდილის შიში განაპირობებს. არ ვიცი რამდენად რეალურია ჩემი შიში სიკვდილის მიმართ, ამაზე, უბრალოდ, არ ვფიქრობ ხოლმე, მაგრამ არსებობს ერთი სახის შიში, რომელიც, ფაქტობრივად, მთლიანად გასდევს ჩემს ცხოვრებას და მასზე ფიქრი არასდროს მტოვებს მარტო – სიბერის შიში.

შორეულ ბავშვობაში მეგონა, რომ ოც წელს გადაცილებული ადამიანები უკვე მოხუცები იყვენ, ამიტომ პანიკურად მეშინოდა გადავცილებოდი ამ ასაკს. ახლა, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ 21 წლის ადამიანი სულაც არაა ხანშიშესული, მაგრამ არაცნობიერში ჩარჩენილი წარმოდგენა ხანდახან მაფიქრებს იმაზე, რომ ახლა, 23 წლის ასაკში, ძალიან დიდი ვარ.

Frowning-elderly-woman-uid-1282170

ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე, დაახლოებით, ათი წლის მერე, როგორ გაჩნდება ჩემს სახესა და სხეულზე ნაოჭები, როგორ წამერთმევა სახსრებში ძალა, როგორ გაქრება ის დიდი ენერგია, რასაც ახლა ვატარებ, როგორ გავხდები უძლური მოხუცი, რომელიც დამოუკიდებლად ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს. რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი სიბერეზე წარმოდგენის უტრირებული ვარიანტი, მაგრამ თუნდაც მსუბუქ ფორმებში, თუმცა მაინც აღარ იქნება ყველაფერი კარგად.

სიმართლე რომ ვთქვა, ყველაზე მეტად ფიზიკური ცვლილების მეშინია, ვიდრე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების. ახლა, როდესაც სარკეში ვხედავ საკუთარ სახესა და სხეულს და ამ ყველაფრით კმაყოფილი ვარ, მეშინია იმის წარმოდგენის, რომ ერთხელაც სახეზე გაჩნდება ნაოჭები, სხეული აღარ იქნება ისეთი მკვრივი როგორც ახლაა. ყელი და ხელები კი, რომლებზეც განსაკუთრებით თვალსაჩინოა სიბერე, საშინელი შესახედავი გახდება.

ხანდახან მეცინება საკუთარ შიშზე, რადგან სიბერემდე ჯერ კიდევ დიდი დროა და, ალბათ, ამ დროის ნაოჭებზე ფიქრში გაფლანგვა არ ღირს, მაგრამ ყოველთვის, როდესაც სარკეში ვხედავ საკუთარ თავს, ვხედავ იმ სახესაც რომელიც მექნება რამდენიმე წლის შემდეგ და ძალიან მეშინია…

იქნებ გერონტოფობია კი არ მაწუხებს, არამედ, მარტოობის შიში მაქვს და არ მინდა, როდესაც მოვხუცდები, ჩემ გვერდით არავინ არ იყოს. მეშინია იმ ყველაზე ახლობელი ადამიანის სიკვდილის, რომელთან ერთადაც წესით უნდა ვიყო, როდესაც დავბერდები. ან იქნებ სულაც არ მინდა დაბერება და მერე სიკვდილი, ალბათ, სჯობს შედარებით ახალგაზრდამ დატოვო ეს სამყარო, არ ვიცი…

7 Comments leave one →
  1. July 22, 2013 13:48

    მეც მაგის მეშინია, აი სიკვდილის არ მეშინია, სიბერის კი. კი ამბობენ წლები სიმდიდრეაო, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ სიღარიბე სჯობს🙂

  2. natia permalink
    January 5, 2014 17:33

    damexmaret gtxovt iqneb vinmem mirchios rogor sheidzleba adamians siberis shishi daukargo? megobars romelic agmertebs axalgazrdobas siberis shishi shemoawva da rit davexmaro?

    • January 5, 2014 18:03

      რაც უფრო მეტად იდარდებს სიბერეზე, მით უფრო მალე დაბერდება🙂

  3. June 12, 2015 09:16

    Companies should abide by legal guidelines from Has .
    1 percent, and other government departments when it comes to basic safety and submission to avoid super fines Like other type regarding debts, you
    will need to repay the credit at the decided time combined with interest and costs of course?
    In which consistency may indicate reliability,
    something that is a key factor proper looking at
    your small business with an eyesight to invest in it.

  4. July 5, 2015 06:58

    Valuable information. Lucky me I discovered your web site by chance, and I’m stunned why this twist
    of fate did not happened in advance! I bookmarked it.

  5. January 10, 2016 03:52

    La rosca es excéntrica con respecto al eje de rotación y engrana con las roscas internas del estator (alojamiento del rotor cuerpo).Alternativamente el
    estator está hecho para balancearse a lo largo de la
    línea de centros de la bombas de tornillos múltiples se encuentran en una gran variedad de configuraciones y diseños.

Trackbacks

  1. შიშები, შიშები ევრივეა! |

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: