Skip to content

რას ვაკეთებ

November 1, 2013

რას ვაკეთებ?

ბლოგზე პერიოდულად შემოვდივარ, ვათვალიერებ, ვცვლი დიზაინს, გავდივარ. ისევ შემოვდივარ, ვიწყებ პოსტის წერას, მერე ისევ დიზაინს ვცვლი, ბოლოს ამ დიზაინით უკმაყოფილო ისევ გავდივარ. სულ ვფიქრობ, ბლოგის სამწლიანი არსებობის განმავლობაში როგორ ვერ მოვახერხე ისეთი ბლოგი შემექმნა, რომ აქ შემოსვლა ჩემთვის კომფორტული და სასიამოვნო ყოფილიყო?!

რა თქმა უნდა, მარტო დიზაინში არაა საქმე, არც კი ვიცი რაზე უნდა ვწერო, ჩემს ცხოვრებაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, აბსოლუტურად ჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს, რომელზეც მოსაყოლი არაფერია. არ არის სიახლეები, ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს.

შესაძლოა, ბლოგზე იმიტომ არ მინდა რამის დაწერა, რომ ფეისბუქმა წარმატებით ჩაანაცვლა ის პატარა აქტივობაც კი, რაც აქ იყო. ადრე ფბ-ზე ხშირად არ ვპოსტავდი, არც ფოტოებს ვდებდი, ახლა კიდევ ამ ყველაფერს ვაკეთებ იქ და ვერ ვხვდები, ბლოგის სივრცე რაში შეიძლება, რომ გამოვიყენო.

ადრე ბლოგს ის გამოყენება მაინც ჰქონდა, რომ ჩემს ქრონიკულ დეპრესიას პოსტების წერაში ვიქარვებდი, ახლა კიდევ დეპრესია აღარ მაქვს, საკუთარი ცხოვრებით ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ და გულის მოსაოხებლად ცრემლების აქ ღვრა არ მჭირდება. რა თქმა უნდა, ბლოგი მხოლოდ იმისათვის არ არსებობს, რომ პირად თემებზე წერო, მაგრამ არაპირად საკითხებზე წერას გორგილაძეობა უნდა და არა ფორთოხალობა🙂

ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა საინტერესო საქმე, რომელსაც დიდი სიამოვნებით ვაკეთებ, მაქვს არაჩვეულებრივი სამსახური, ვიყიდე საკუთარი სახლი და გარკვეული გეგმები მაქვს მომავალში, ეს ყველაფერი კი ადრე არ არსებობდა, რის გამოც აბსოლუტურად უაზრო მეგონა ცხოვრება.

მადა ჭამაში მოდისო რომ ამბობენ, წერის სურვილიც მაშინ გიღვივდება თუ რამდენიმე წინადადებას დაწერ, მერე კი თავისით იწერება პოსტი, ჰოდა, ახლაც თუ არ გავაჩერე საკუთარი თავი, კიდევ ბევრ უინტერესო რამეს დავწერ🙂

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად აქ დაბალი აქტიურობისა და დიზაინის ვერშერჩევისა, მაინც მიყვარს აქაურობა და ძალიან მინდა უფრო ხშირად ვწერო.

ვუსურვებ წარმატებებს საკუთარ თავს ^_^

P.S. თმა შევიჭერი🙂

936008_10201770318555586_838348926_n

2 Comments leave one →
  1. November 1, 2013 20:41

    yvelas es gvemartba vinc ert dros aqtiurad vwerdit ^^

  2. November 2, 2013 11:51

    წარმატებას გისურვებ ^^
    და ველოდები შენს პოსტებს❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: