Skip to content

ცეკვა

November 8, 2013

ადამიანები უცნაურები ვართ, გაუგებარ ჩარჩოებს ვუწესებთ ურთიერთობებს, რომლების გამოც მუდმივ დისკომფორტში გვიწევს ცხოვრება. ყოველთვის, როდესაც საქმე ეხება გრძნობებს, ვიზღუდებით, შიგნიდან ზღვა ენერგია გვახრჩობს, მაგრამ ამ მორალური თუ სხვა ჩარჩოიების გამო ამ უსაზღვრო განცდებს ვაკავებთ ჩვენში და მერე ვითრგუნებით.

ხანდახან პირიქითაც ხდება, გვიხარია, რომ გარკვეულ გრძნობებს არ მივეცით გარეთ გამოსვლის უფლება, რადგან ვინანებდით, თუმცა პრობლემა მაინც ეს ჩარჩოებია.

შენ იცი რას ნიშნავს ცეკვა? არა გარკვეული დაზეპირებული მოძრაობების გამეორება, არამედ ცეკვა, როგორც თავისუფლება, აი, ასეთი? შენ არ იცი, მაგრამ ჩემთვის ცეკვა ერთადერთი საშუალებაა საკუთარი თავის პოვნისა და ბედნიერების განცდისთვის. როდესაც გარშემო არსებული სამყარო იშლება და თითქოს სხვა განზომილებაში იკარგები, ქრება ყველა ადამიანი შენ გარშემო და ავლენ საკუთარ თავს, ცლი შენს სხეულს უარყოფითი ენერგიისგან.

როდესაც ცეკვავ ყველა გაუგებარი კომპლექსი, დაბრკოლება, შეყოვნება, დაფიქრება ქრება და რჩები საკუთარ თავთან ერთად, რომელსაც ასე ცხადად არასდროს აღიქვამ, როგორც ცეკვის დროს.

როდესაც გულზე გრძნობ ბგერების დაწოლას, როდესაც იჭერ რიტმს და იწყება! იწყება პროცესი, რომელის არ გღლის, პირიქით, რაც უფრო მეტად ცეკვავ, მით უფრო გინდება იმ სამყაროში გადასვლა და საკუთარი თავის შეგრძნება, ისე აღქმა, როგორადაც ვერასდროს ხედავ სხვა დროს.

ცეკვა არის ადამიანის ყველაზე დიდი თავისუფლება, ზოგისთვის კი ყველაზე დიდი თავისუფლების დასაწყისი. სხეული გეშვება და არანორმალური სიგიჟის მდგომარეობაში ვარდები, ყველა ამოცია, ენერგია გაწვება და ირღვევა ყველა ჩარჩო, რომელშიც ყოველდღიურ ცხოვრებაში იძულებით ჯდები.

მხოლოდ ცეკვის დროს ვარ ის, რაც ვარ სინამდვილეში…

Dancing-Girl-Graphics-1024x1024

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: