Skip to content

13 ნოემბრის ფიქრები

November 13, 2013

ჩვეულებრივი ადამიანები ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობენ, დილით მიდიან სამსახურში, საღამოს ხვდებიან მეგობრებს/ახლობლებს/შეყვარებულებს და ა.შ. შაბათ-კვირას ისვენებენ და დროს ისევ ზემოთდასახელებულ ადამიანებთან ერთად ატარებენ. მე კიდევ მივდივარ სამსახურში, მერე მოვდივარ სახლში და ვიძინებ, მეორე დღესაც მივდივარ სამსახურში – მოვდივარ სახლში და ვიძინებ. ფაქტობრივად, Facebook არის ის ერთადერთი საშუალება რითაც მაქვს კავშირი ‘სხვა’ სამყაროსთან.

მე სამსახურის ამდენი დოზით არსებობა კი არ მაღელვეს ჩემს ცხოვრებაში, არამედ ის, თუ რა დამოკიდებულება მაქვს ჩემი საქმისადმი. ხანდახან მგონია, რომ მეტისმეტად დიდი ენთუზიაზმით ვაკეთებ ყველაფერს, მეტისმეტად კარგად ვგრძნობ თავს, მეტისმეტად ბედნიერი ვარ აქ გადადგმული თითოეული ნაბიჯით.  ერთხელაც ჩემი ცხოვრების ეს პერიოდი დასრულდება და აღმოჩნდება, რომ აღარც მეგობრები მყავს და საერთოდ არავინ დარჩება ჩემს ცხოვრებაში, ვისთანაც აქამდე მქონდა ურთიერთობა. ხანდახან კი პანიკურად მეშინია სამსახურის დაკარგვის, რადგან რასაც ვაკეთებ ეს კარგად მხდის. არ ვიცი რატომ ვფიქრობ ხოლმე სამსახურის დაკარგვაზე, ალბათ, გამომდინარე იქიდან, რომ პესიმისტი ვარ, მხოლოდ ცუდი გაგრძელებების და დასასრულების მჯერა.

თვეში ორჯერ გამონახული დრო ‘სხვა’ სამყაროსთან ურთიერთობისთვის არ არის საკმარისი კარგად იყო სამსახურის გარეთ და ეს მაღელვებს. მე მიყვარს ის ადამიანები ვისთანაც ერთად ვმუშაობ, მე არაჩვეულებრივი უფროსი მყავს, რომელსაც დღე-ღამეში მხოლოდ 5 საათი სძინავს, მე მიყვარს ყველა სტუდენტი ვისთანაც მაქვს ურთიერთობა, სტუდენტები, რომლებიც ყველაზე დიდ სტიმულს მაძლევენ აქ თავი კარგად ვიგრძნო, რადგან ჩემი ერთ-ერთი მოვალეობათაგანი სტუდნეტებთან ურთიერთობა, მათი იდეების რეალიზებაში ხელის შეწყობა და პრობლემების მოგვარებაა, ჩემი სტუდენტობის დროს კი მგავსი არავინ არსებობდა, ვინც ჩემს პრობლემებზე იზრუნებდა.

ხანდახან შემიძლია ადრე წავიდე სამსახურიდან და რაც მინდა ის ვაკეთო, მაგრამ ამის სურვილი არ მაქვს, ალბათ, ესაა საშიში.

ხანდახან ძალიან მეშინია ენთუზიაზმის დაკარგვის, მეშინია რომ საქმის სიყვარული რაც მაქვს, შეიძლება გაქრეს. ხანდახან კი, მე თვითონაც არ ვიცი რისი მეშინია, ალბათ იმის, რომ რასაც ვაკეთებ ცუდად არ გამომივიდეს, ამიტომ ვერ ვიტან საყვედურებს, ვერ ვიტან თუ ვხედავ, რომ რაღაც არ გამომდის, ჩემი თავი მეზიზღება ამ დროს.

ხანდახან იმაზე ვფიქრობ, რომ ცხოვრების გავლილ ეტაპებზე მუდმივად ვკარგავდი ადამიანებს რომლებთანაც მქონდა ურთიერთობა, ხდებოდა გარკვეული ცვლილებები, ჩნდებოდნენ ახალი ადამიანები, მერე ისევ იკარგებოდნენ და ასე მოხდა რამდენჯერმე. ამ ტემპით თუ გავაგრძელე ცხოვრება, ახლა ვისთანაც მაქვს ურთიერთობა, ისინიც გაქრებიან, გაჩნდებიან სხვები, ისინიც წავლენ და რა იქნება ბოლოს? დავრჩები სულ მარტო არაფრისმაქნის მოგონებებთან ერთად? იქნებ რაღაც მყარი უნდა გაჩნდეს ჩემს ცხოვრებაში, რომელიც მუდმივად იქნება ჩემთან ერთად?…

ეს ის ფიქრებია, ხანდახან რომ გაგიელვებს თავში ადამაინს, მაგრამ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებ, ხვალ საერთოდ არ ვიფიქრებ იმაზე რაც აქ დავწერე, უბრალოდ, მინდოდა დამეფიქსირებინა ამ წუთას ჩემში არსებული ემოციები.

4 Comments leave one →
  1. November 13, 2013 17:09

    მე რომ შენ გნახე პირველად, გავოგნდი შენი სამსახურისადმი სიყვარულით და კიდეც შემშურდა… მე ალბათ არასოდეს ვიქნები აღტკინებული, ვიმუშავო ვინმესთვის.

  2. November 13, 2013 18:59

    რამდენი რამ მეცნო… მეც მეფიქრება ხოლმე მაგ რაღაცებზე და მეორე დღეს ისევ ვივიწყებ… მერე ისევ მახსენდება, მერე ისევ ვივიწყებ…

  3. November 14, 2013 09:45

    all you need is love ^_^

  4. December 30, 2013 11:49

    zustad ese var samsaxuri,saxli,dzili … adamianebtan dzalian mcire dozit maqvs urtiertoba da mashinebs es.. isedac cota megobari myavs da vgrdznob ro nel nela rigrigobit meclebian xelidan😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: