Skip to content

თვითშეფასების დაცემის დღეები

December 6, 2013

არსებობს უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები ვიდრე დასავარცხნი თმა და მოუვლელი ფრჩხილები. თუმცა ალბათ ვერცერთი კაცი ვერ მიხვდება, რას გრძნობს ქალი, როდესაც მისი თვითშეფასება ეცემა.

სარკეში იხედები და თითქოს ყველაფერი რიგზეა, მაგრამ თან საკუთარი თავი გაღიზიანებს. აღარაფერი აღარ გიხდება, ის ტანსაცმელიც კი, რომელშიც ადრე კომფორტულად გრძნობდი თავს. აღარ მოგწონს ვარცხნილობა, გგონია, რომ საშინლად გასუქდი, ფიქრობ, რომ ყველა ვინც გხედავს მხოლოდ შენს ნაკლოვანებებს ამჩნევს. გაქვს საშინელი სურვილი ყველა ტანსაცმლის დაწვის რაც კი გაქვს, დადიხარ საშინლად გაღიზიანებული, საკუთარ თავზე და ყველაზე გაბრაზებული და არ შეგიძლია მშვიდად ყოფნა.

young-woman-looking-in-mirror-590bes110810

არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ პერიოდულად მაქვს თვითშეფასების დაცემის შემოტევები, რომელიცრამდენიმე დღე გრძელდება. ასეთ დღეებში მეზიზღება საკუთარი თავი, ყველა და ყველაფერი რასთანაც მაქვს შეხება. მხოლოდ ის მინდა, რომ ერთი კვირა ვიყო სახლში სრულიად მარტო და არავინ მხედავდეს თუ რა საშინლად მახინჯი ვარ.

ასეთი დღეები მაქვს ახლა და მიუხედავად იმისა, რომ დღესაც ზუსტად ისე გამოვიყურები როგორც გუშინ, გუშინდელისგან განსხვავებით დღეს საკუთარი თავი მეზიზღება.

შეუძლებელია ამ პოსტში გადმოვცე ყველა უსიამოვნო განცდა რაც ახლა მაწუხებს, უბრალოდ, მინდა რომ ყოველთვის კმაყოფილი ვიყო საკუთარი თავით. როდესაც დილით სარკეში ვიხედები და საკუთარი თავი მომწონს, იმდღეს ყველაფერი კარგად არის, კარგ განწყობაზე ვარ და საქმესაც კარგად ვაკეთებ. მთელი ჩემი ცხოვრება, განწყობა, დამოკიდებულებები მუდმივად მიბმულია იმაზე, თუ რა დავინახე დილით სარკეში. და დღეს დილით რაც დავინახე ის ძალიან არ მომეწონა…

4 Comments leave one →
  1. December 6, 2013 08:59

    პიემესი ქვია მაგას :დ

    • December 6, 2013 09:02

      ვიცოდი რომ ამას მეტყოდა ვინმე :დ არაა კავშირში მაგასთან ჩემი ეს საშინელი დღეები :))

  2. December 30, 2013 11:37

    suztad ese var mec da ukve qronikul mdgomareobashi gadamdis.. da iqneb mec mirchiot rame ra unda gavaketooo …:( zustad amis bralia mere sxva danarcheni problemebi.. me ese mgonia

  3. January 12, 2014 17:43

    kargi postia, da blogic, ^_^ blogrolshi dagamateb da shenc damamate, madlobeli viqnebi :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: