Skip to content

შემაწუხებელი ფიქრები

March 10, 2014

ჩემმა მეგობარმა მომწერა ცოტა ხნის წინ, ის ნათია მომენატრა, ტელეფონი რომ ურეკავდა იმასაც კი ემოციურად განიცდიდა და შეშინებული ყვიროდაო . ხანდახან მეც ძალიან მენატრება ის ადამიანი, რომელიც ყველას უყვარდა, იმიტომ რომ ძალიან სასაცილოდ ემოციური და საყვარელი იყო. ახლა უემოციო ქვასავით ვარ, აღარაფერი აღმაფრთოვანებს და ემოციებს არაფერი იწვევს ჩემში. უეცრად გადავვარდი მეორე უკიდურესობაში, როდესაც ყველაფერი მკიდია და ჩემში სიხარულს არაფერი იწვევს და ერთადერთი რამ, რაც გრძნობების აშლას განაპირობებს, ეს არის საქმე, რომელსაც ძალიან ემოციურად ვუდგები.

ზოგჯერ ძალიან განვიცდი იმას, რომ სამყაროს ისეთად ვეღარ აღვიქვამ, როგორიც იყო ის ჩემთვის ადრე. განვიცდი იმას, რომ ვეღარ განვიცდი : ) ხანდახან კი მგონია, რომ გრძნობების გამოხატვის მეშნია. ადრე თუ ისე ვიქცეოდი, როგორც მინდოდა, ახლა რატომღაც სულ თავს ვაკონტროლებ, რომ ის არ ვაკეთო რაც მინდა. რა თქმა უნდა, ადამიანმა თავი მუდმივად უნდა აკონტროლოს, რომ სისულელეები არ აკეთოს, მაგრამ ჩემთვის მაინც რთულია სხვადასხვა გარემოებების გამო გამუდმების შებოჭილად ვგრძნობდე თავს.

ყველანი ვიზრდებით და ყოველთვის გვიწევს იმაზე დაფიქრება, რომ დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება და ბევრი რამის უფლება აღარ გვაქვს, მაგრამ ხშრად გულის სიღმეში გაწვალებს პროტესტი თუ რატომ არ შეიძლება მუდამ ისე იქცეოდე, როგორც ადრე…

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: