Skip to content

სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ

April 24, 2014

 

აბსოლუტური გულგრილობა ყველასა და ყველაფრის მიმართ…

თქვენ გქონიათ ასეთი მომენტები ცხოვრებაში, არავინ და არაფერი რომ არ გიყვართ და არ გაინტერესებთ, არაფერი გაღელვებთ და გაფიქრებთ? აი, ასე ვარ მე, ოღონდ უკვე დიდი ხანია.

როდის დაიწყო ჩემში აბსოლუტური გულგრილობა ყველაფრისადმი, არ ვიცი, ეგ მომენტი როგორღაც გამეპარა.

ვგრძნობ, რომ ყველაფრის კეთების ხალისი მაქვს დაკარგული, თითქოს მე და ეს სამყარო ერთმანეთს არ ვეკუთვნით. პერიოდულად რეალობას ვეთიშები, თვალი მიშტერდება და სადღაც სხვაგან ვარ, ვეღარ აღვიქვამ რა ხდება გარშემო, აუტისტივით კავშირს ვერ ვამყარებ რეალობასა და საკუთარ სამყაროს შორის.

207624_1202285503_large

რაც დრო გადის მით უფრო ემიჯნება ერთმანეთს რეალობა და ის სამყარო რომელიც ჩემშია. პერიოდულად მოგონებებში ვიძირები ხოლმე, რომლებიც ძალიან მძიმეა ჩემთვის. პერიოდულად კი რაღაც ახალ რეალობას ვიგონებ, რომელთანაც სინამდვილეს კავშირი არ აქვს. პრობლემა იმაშია, რომ ხანდახან გამოგონილი და რეალური სამყარო ერთმანეთში მერევა ხოლმე.

დილით ადგომა, სახლიდან გასვლა, ადამიანებთან ურთიერთობა არ მინდა. მინდა მარტო ის, რომ საწოლში ვიწვე და დედამიწის ზურგზე არავინ მახსენებდეს, რომ სახლის კელდებს მიღმა რამე ხდება.

რეალობა მამძიმებს, რაც დრო გადის ჩემი სხეული მით უფრო მძიმე ხდება, მგონი, რომ საკუთარ სხეულს მალე ვეღარ ვათრევ და ეს მაშინებს…

სიბერე და სიკვდილი არის ის ორი რამ, რაც ყველაზე მეტად მაშინებს. მომწონს რეალობა რომელშიც ვცხოვრობ, მაგრამ სადღაც არაცნობიერში არის ჩემთვის შეუცნობელი მეორე მე, რომელიც სულ სხვა სამყაროსკენ მექაჩება.

6 Comments leave one →
  1. April 24, 2014 10:37

    მარტო არ ხარ მაგ სიტუაციაში, მე 10 წელია მასე ვარ:/

  2. April 24, 2014 10:40

    პერიოდულად მაქვს ხოლმე ეგეთი პერიოდები.
    Don’t worry. ისევ მოხვალ სახლიდან გასვლის და ადამიანებთან ურთიერთობის ხასიათზე.
    შეიძლება გადაღლილი ხარ და ამიტომ ხარ ეგრე.

  3. April 25, 2014 22:18

    ასე ნაცნობი განცდები

  4. qeti permalink
    April 26, 2014 15:03

    ახალი გარემო გინდა ალბათ, რაც გააღვიძებს კეთების სურვილს🙂

  5. April 29, 2014 22:18

    მე მაგ სამყაროს მოჯადოება დავარქვი და განჯადოებისკენ როგორ წავიდე არ ვიცი!😦 რაღაც უგრძნობმა გარემომ მომაჯადოვა და დამიტოვა მშრალი ურთიერთბები, სადაც გრძნობებიც და განცდებიც კი გამოგონილია. სადაც მატრიცას მივყვები და ვცდილობ ყალბი სტეიკი ისე ვჭამო როგორც უწინ, მწვადის ნაჭერს ველოდებოდი ხოლმე გრძნობებით სავსე… რას ან ვის დავაბრალო?!

  6. kotiko permalink
    May 9, 2014 20:24

    vinujdenshi ar chavardnilxar getkoba mere naxavdi shizoizms ai iq tu ipoviv shen tavs chatvale rom wina cxovrebashi focxveri kofilxar

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: