Skip to content

ერთი ჩვეულებრივი დღე

May 8, 2014

anime_girl_in_bed_by_vrailink-d4yq2xu

დილით მაღვიძარა რეკავს, ინსტიქტურად ვთიშავ და ძილს ვაგრძელებ. უფრო სწორედ, ვცდილობ თვალდახუჭლი ვიწვე, მაგრამ არ დამეძინოს. მგონია, რომ თუ ახლა ავდგები, მოვკვდები და ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებ. ადამიანებს ყველაზე მეტად ალბათ დილაობით გვიყვარს ჩვენი ბალიში და გვეზიზღება ყველა და ყველაფერი, რაც ძილთან გვაშრებს. ასე საკუთარ თავთავ ჭიდილში გადის 20 წუთი. მერე ეგოიზმს სინდისი ქენჯნა ცვლის – სამსახურში უნდა წავიდე. გაბრუებული ვჯდები საწოლზე და ვცდილობ გამოვფხიზლდე. ამ დროს გულში ვაგინებ ყველასა და ყველაფერს რამაც მაიძულა გუშინ გვიან დამეძინა. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ სულ ასე ხდება. ყოველ ღამე ვიძინებ მინიმუმ პირველ საათზე, ხან არსადში ბოდიალის, ხან კი ლეპტოპთან ჯდომის გამო.

ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები მაწუხებს. არ აქვს მნიშნელობა რომელ საათზე დავიძინებ, სულ უფრო და უფრო მიჭირს საწოლიდან ადგომა. თითქოს გარემომცველ სამყაროს ვერ აღვიქვამ და მინდა ჩემი სახლის კედლებს არ გავცდე.

გამოფხიზლების საუკეთესო საშუალება, ცივი წყალი სახეზე, შემდეგ შხაპი. შხაპის მიღების დროს ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ გული წამივა. როგორც კი თბილი წყალი მეხება სახეზე, ეგრევე ვითიშები. ამიტომ იქამდე ყოველთვის ვცდილობ ცივი წყლის სახეზე შესხმით მაქსიმალურად გამოვფხიზლდე.

შხაპის მერე ყველაზე მტანჯველი პროცესი – თმას მისცე ისეთი ფორმა, როგორიც გინდა. ეს პროცესი არასდროს სრულდება სასურველი შედეგით. გაბრაზებული ვშორდები სარკეს და ვემზადები გასასვლელად. ტაქსი ხან ძალიან სწრაფად მოდის – ყურმილი დაკიდებული არ მაქვს და უკვე რეკავენ, რომ გავიდე, ხან კი 20 წუთი ველოდები. აი, კიდევ ერთი საშინელი 20 წუთი, ამ დროს მგონია, რომ სამსახურში ყველა საქმე რაც კი უნდა გამეკეთებინა, ჩემი არყოფნის გამო გაფუჭდა და აღარაფერი ეშველება. სამსახურამდე 10 წუთიანი მგზავრობის მერე აქ მოსული შვების შეგრძნება მეუფლება, ვხვდები, რომ არც არაფერი დანგრეულა.

Girl_with_laptop_finished_by_Bunpire

მთელი დღე შეხვედრები, მეილების გაგზავნა, ფბ, სართულებზე რბენა, მეილები, ფბ, შეხვედრა, მეილები, ფბ, ზარები, ზარები, მეილები, შეხვედრა,ფბ, ჭამა, შეხვედრა, ფბ, ზარები, მეილები, დაღამდა კიდეც. მთელ დღეს თან სდევს გაუგებარი დაღლილობის შეგრძნება, რაც შრომისუნარიანობას მიქვეითებს და საქმეზე კონცენტრირება მიჭირს.

ვცდილობ ჩვეულე დღე საინტერესოდ დავასრულო და სადმე წავიდე. თუ დაღლილობისგან მხოლოდ საწოლი მელანდება და მგონია სახლში მისული ეგრევე დავიძინებ, რატომღაც როგორც კი სახლის კარს გავაღებ, ეგრევე ვფხიზლდები და იწყება ფბ-ს სქროლვა, სერიალები, ფილმები. ამასობაში მოდის ღამის ორი საათი და თავს ვაიძულებ დავიძინო. თუ არ ვარ დაღლილი, სასწრაფოდ გავრბივარ ან არსადში, ან კინო რუსთაველში, ან ალტჰაუსში. ლუდის/ჩაის/ემოციების გარკვეული დოზის მიღების შემდეგ ძილი მეკიდება, სახლში დაღლილი ვბერუნდები და ვიძინებ.

კვირას ვცდილობ, მთელი დღე ვიწვე და მეძინოს, საწოლიდან ადგომა ისე მეზარება, რომ ვოცნებობ ადამიანს ბუნებრივი მოთხოვნილებები არ აწუხებდეს : )

გარკვეული დრო იმაზე ფიქრს მიაქვს ხოლმე, როგორ გავანაწილო დრო ისე, რომ მეგობრების ნახვა მოვასწრო, გაბრაზებულ ნათესავებს არ ვაწყენინო და ა.შ. ძირითადად, არავის ესმის, რომ დრო მართლა არ მაქვს და არ შემიძლია ხშირად ვნახო ყველა.

მოკლედ, ძალიან მეძინება…

2 Comments leave one →
  1. Anonymous permalink
    May 8, 2014 13:03

    ანუ მიხვდი,რ ომ კვლავ არაფერი შეცვლილა და ახლაც ასე იღვიძებ და ასევე ცუდად ხარ და ასევე გეძინება

  2. June 3, 2014 11:55

    მეც შენს დღეში ვარ ))) ერთი კვირა დღე მაქვს თავისუფალი და მთელი დღე მძინავს …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: