Skip to content

რიგითი ქართველის სატკივარი

May 29, 2014

ბევრი რამის მრცხვენია, როგორც ქართველს. არა, არ იფიქროთ, რომ მე ადამიანების იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც გამუდმებით გოდებენ თუ რატომ დაიბადნენ ამ ქვეყანაში, მუდმივად იმეორებენ, რომ ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება და ა.შ. არა.

მე მრცხვენია ვიყო იმ საზოგადოების ნაწილი, რომელიც არ ცნობს განსხვავებულ აზრს, რომელსაც მუშაობა სირცხვლად მიაჩნია, რომელიც ქალებს სამზარეულოს დეკორაციად მიიჩნევს,  რომელიც ქრისტეს სახელით კლავს, სცემს, აგინებს მასისგან განსხვავებულ ადამიანებს, რომელსაც საკუთარი დედის გინება, სუფრებზე სადღეგრძელოების თქმა და ბირჟაზე კაჩაობა მიაჩნია ვაჟკაცობად.

როდესაც ათენში ვიყავი, ქუჩასა და ტრანსპორტში ქართულად არ ვლაპარაკობდი. თქვენ იცით რა სირცხვილია, როდესაც შენს გვერდით უცხო ქვეყანაში ხედავ ქართველს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაანახებ მას, რომ შენც ქართველი ხარ, რადგან ის ადამიანი იმდენად ამაზრზენად იქცევა, არ გაქვს მასთან ურთიერთობის სურვილი. როდესაც მე და ჩემი და ზღვის სანაპიროზე გავდიოდით ხოლმე და იქ ქართული ლაპარაკი გვესმოდა, ერთამენთს ვაჩუმებდით, რომ მათ არ გაეგოთ ჩვენი ქართველობის შესახებ და ჩვენთან არ მოსულიყვნენ.

თქვენ იცით რა საშინელებაა, როდესაც უცხო ქვეყანაში მაღაზიის შესასვლელში ხედავ წარწერას, რომ იქ ქართველების შესვლა აკრძალულია, რადგან იპარავენ?

dsc_00801

ფოტოს წყარო: shalva.wordpress.com

თქვენ იცით, რომ ბერძნულ ოჯახებში ქართველების მიღებას უკვე ძალიან ერიდებიან, რადგან მათი უმრავლესობა მოხუცების სახლიდან ნივთებს იპარავს და საქართველოში აგზავნის?

ხშირად მიჩნდება კითხვა, კონკრეტულად რაში მდგომარეობს ჩვენი ერის პრობლემა, რომ არ შეგვიძლია თანამედროვე სამყაროს ფეხი ავაყოლოთ და ძველ, გაცვეთილ და არასწორად ინტერპრეტირებულ ტრადიციებს ვებღაუჭებით? სტამბულში ყოფნის დროს ქუჩებში დანახული კონტრასტი მაოცებდა, თხემიდან ტერფამდე შავ ნაჭერში გახვეული ქალის გვერდით დადიოდა ნახევრადშიშველი პირსინგებიანი გოგო და ამაზე არავის ჰქონდა პრეტენზია. არავინ არავის სცემდა და არავინ არავის თვალას არ აყოლებდა. ჩვენ რატომ ვერ ვახერხებთ ამას?

საბჭოთა დროს, როდესაც სამოცდაათი წლის განმავლობაში ეკლესიაში სიარული აკრძალული იყო, მორწმუნე ადამიანს არ შეეძლო ნორმალურად ცხოვრება, მღვდლები იდევნებოდნენ და ა.შ. ქართველი საზოგადოების გულში ამ აკრძალვის გამო დაგროვდა შეფარული ბოღმა. როგორც კი მივიღეთ დამოუკიდებლობა, ვერ მივხვდით, როგორ უნდა გამოგვეყენებინა ის და ვითომ საბჭოთა დროს მივიწყებული ტრადიციების აღდგენა დავიწყეთ, მორწმუნეები გავხდით და ა.შ. ეს ალბათ კომპლექსია, კომპლექსია ჩვენი ვითომ თავისუფლების გამოვლენის ნებისმიერი ფორმა, რაშიც საბჭოთა დროს შებოჭილები ვიყავით. გავთავისუფლდით და სამწუხაროდ არასწორი მიმართულება მივეცით ჩვენს სურვილებსა და ემოციებს.

ადრე ბინებს გვაძლევდნენ, გვაჭმევდნენ, გვასაქმებდნენ, უეცრად აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც თავად უნდა გვეპოვა სამსახური, გვეყიდა სახლი, მანქანა და ა.შ. და ეს ძალიან არ მოგვეწონა, რადგან შეჩვეულები ვიყავით არხეინად ცხოვრებას, დიდი საბჭოთა იმპერიის იმედად ყოფნას. დავრჩით ერთი პაწაწინა სახელმწიფო, მცირე რაოდენობის ხალხით და ამ შიშის გამო აპელირება იმით დავიწყეთ, რომ ქართველები უნიკალურები ვართ, რადგან სხვა არაფერი არსებობდა რითაც შეგვეძლო გვეამაყა და თავი სრულყოფილ ერად გვეგრძნო.

რა თქმა უნდა, როდესაც ჩვეულებრივ ქართველს ჰკითხავთ თუ რითი ვართ უნიკალურები, ის მაშინვე ისტორიას მოიშველიებს, კონკრეტულად რომ ჩაეკითხო (ეს ჩაკითხება აკვიატებული მაქვს და მომიტევეთ), ერთი-ორი მეფის სახელის მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან სიმადვილეში ცუდად იცნობს საკუთარი ქვეყნის ისტორიას. მთავარი ის ხომ არ არის, მართლა გქონდეს გააზრებული შენი ქვეყნის უნიკალურობა (თუ, ის მართლა უნიკალურია, რა თქმა უნდა), მთავარი სიტყვების ბრახაბრუხი, გულზე მჟიღის ცემა და პათეტიკური სადღეგრძელოებია.

ჩვენ გვრცხვენია აქ მუშაობის ამიტომ სხვა ქვეყანაში გავრბივართ სამუშაოდ, რადგან იქ ძმაკაცები, მეზობლები და ნათესავები ვერ გვხედავენ, როგორ შეიძლება მათ დავანახოთ, რომ ვშრომობთ, ეს ხომ ცუდი ტონია? ჩვენ ხომ ის ერი ვართ, რომელიც ძალიან ამაყია და სხვის უფროსობას ვერ იტანს, ამიტომ არავის მისცემს უფლებას რამეზე გვისაყვედუროს. თუმცა ამას არ ვაღიარებთ, ამიტომ სხვაგან მივდივართ და აქ ლეგენდებს ვყვებით, როგორ ვაჩმორებთ მთელ ევროპას, სინამდვილეში კი ჩვენ ვართ ჩმორები.

ჩვენ ჯიუტად ვაგინებს სახელმწიფოს რომ სამუშაო ადგილები არ გვაქვს და არ შეგვიძლია იმის გააზრება, რომ სხვა არ უნდა ეძებდეს ჩენთვის საქმეს, არამედ ჩვენ უნდა მოვიპოვოთ სამუშაო ადგილი.

სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად მაგის მრცხვენია, იმის რომ ყოველთვის სხვისგან ველით გამორჩენას, სხვისგან ფულს, სხვისგან სამსახურს, იმდენადაც კი ვკადნიერდებით, სამსახურიც არ გვინდა და მხართეძოზე წამოწოლილები მოვითხოვთ ბევრი ფულის ქონას. მრცხვენია, რომ მამებისა, ბიძებისა, ძმაკაცებისა, ახლო თუ შორეული ნათესავებისგან ველოდებით როდის დაგვასაქმებენ.

ჩვენ ძალიან შურინები ვართ. ჩვენ გვშურს ყველა შეძლებული ადამიანის და რატომღაც ჩვენში ვამკვიდრებთ სტერეოტიპს, რომ მდიდარი ადამიანები ნეტარებაში ცხოვრობენ და არავინ ფიქრობს იმაზე, რამხელა შრომა სჭირდება კარგად ცხოვრებას. თქვენ ვერ ნახავთ ჭეშმარიტ ქართველს, რომელიც თავის წარუმატებლობას ბედს არ აბრალებდეს, ხოლო ვინც შეძლებულია მასზე არ ამბობდეს, რომ უსამართლოდ გაუმართლა.

მე კიდევ ძალიან ბევრი რამის მრცხვენია, მაგრამ თუ გავაგრძელე, პოსტს ვერ დავასრულებს, სამომავლოდ დავწერ სხვა გულისტკივილების შესახებაც.

 

 

 

 

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: