Skip to content

როგორ გავხდეთ ნამდვილი ქართველი მანდილოზავრი

June 2, 2014

ადრე ქართველი მანდილოზავრები (ანდაც გოგოშკები, უბრალოდ, მე სიტყვა მანდილოზავრი მომწონს), ძირითადად, თბილისის ფეშენ-ადგილებში, სვეცკურ ზავიძენიებში და შარდენზე გვხვდებოდნენ. ბოლო რამდენიმე წელია, მათი გავრცელების არეალი გაფართოვდა და მათ, შესაძლოა, თბილისის ნებისმიერ წერტილში გადაეყაროთ.

თუ შენ გსურთ ჰგავდე ჭეშმარით ქართველ მანდილოზავრს, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო შემდეგი რჩევები და შენ არანაკლებ მიმზიდველი და სასურველი გახდები. მაშ ასე:

უნდა გყავდეს რაც შეიძლება მეტი პაკლონიკი – რაც უფრო მეტი პაკლო გირეკავს, მით უფრო მაღლდები დაქალების თვალში. პაკლოებს აუცილებლად სწერვულად უნდა ელაპარაკო და ყურმილი პირველმა შენ დაუკიდო, იმან თუ დაგიკიდა, ამას დაქალებში არ შეიმჩნევ, ტეხავს პროსტააა. ამისათვის ქართველ მანდილოზავრებს მობილურზე ლაპარაკისას ყოველთვის ახლოს აქვთ ცერა თითი წითელ ღილაკთან, რომ წამის მეათედში მოასწრონ გათიშვა. თუ ბიჭმა დაგიკიდა, ამ შემთხვევაში ერთ ადგილზე, აუცილებლად მოუყვები დაქალებს, როგორ დაისვენე. ჩუმად კი აუცილებლად უნდა გაუგზავნო ფბ-ზე მარტოსული კითხვის ნიშანი, მობილურზე კი სმს-ს : რა უცებ დაგავიწყდი??

ქართველ მანდილოზავრს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყოველდღე ერთი ახალი საჩუქარი მაინც პაკლოსგან – ვარდების თაიგული, სუნამო, პლუშის დიდი სათამაშო და ა.შ. ხშირ შემთხვევაში საჩუქარს არ გაჩუქებენ, მაგრამ ეს დაქალებთან არ უნდა მოყვე, გამოიგონე, რომ პაკლომ ყვავილები სახლთან დაგიტოვა, ვიღაც სოფლელმა დამლაგებელმა კი ისინი გადაყარა.

tumblr_msdbdqYuas1qdcrhro1_1280

გაიკეთე რაც შეიძლება მეტი მაკიაჟი – ქართველ მანდილოზავრებს საკუთარი თავები ძალიან მოსწონთ, თუმცა მაინც ჯიუტად უნდა ეცადო, რომ არავინ გნახოს ისეთი, როგორიც ხარ. პომადა აუცილებლად ისე უნდა გესვას, რომ ტუჩებზე გადადიოდეს (სიდიდის ეფექტის გამო). მათ ისე უნდა პრუწავდე, სანამდეც სახის კანი და ყბის კუნთები გაქაჩავს მათ წინ წაწევას. ტუჩების წინ წამწევი ვარჯიშები ღამეც უნდა აკეთო, თუ ტუჩებგამოპრუწული არ იძინებ, შენ ვერ გახდები ჭეშმარიტი ქართველი გოგოშკა. ტონალური იყიდე რაც შეიძლება მუქი და რაც შეიძლება სქელ მასად დაიდე სახეზე. დაიმახსოვრე, ფერის განსხვავება ყელსა და სახის კანს შორის თუ მცირეა, შენ ჭეშმარიტი ქართველი მანდილოზავრი ვერ გახდები.

უნდა იდგე რაც შეიძლება მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე – თუ მაღლებზე დგომა არ შეგიძლია, ჩათვალე, რომ დაღუპული ხარ. ამიტომ ივარჯიშე სახლში, არ აქვს მნიშნელობა თუ ფეხის სწორად დადგმა არ შეგიძლია, მოხარეთ ფეხები და იპოვე შენთვის მოსახერხებელი პოზა ქუსლებზე სასიარულოდ. დაიმახსოვრე, რომ ქართველო მანდილოზავრის ცხოვრების თანმდევი დებულებაა: ქალი მე ვიცი ქუსლებზეეე. 

slide_253267_1576584_free

 

უნდა იარო  fეშენ-ვიკზე – აუცილებლად უნდა გაითავისო, რომ თუ შენ fეშენ-ვიკის ერთი სეზონი მაინც გამოტოვე, ყველა ელიტურ სადაქალოს დაკარგავ. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა რაც კი შეიძლება მოგივიდეს, ამიტომ უკვე ერთი წლით ადრე დაიწყე მზადება ამ დიად ივენთზე მოსაწვევის საშოვნელად. ის თუ როგორ უნდა გამოიყურებოდე, რთული მოსაფიქრებელი არაა: იპოვე სახლში რამდენიმე ერთამენთთან აბსოლუტურად შეუსაბამო ნივთი, ეცადე ეს ყველაფერი მოირგო ტანსა და თავზე და ყველაზე ყველაზე ფეშენკას სტატუსიც გარანტირებული გექნება!

შეიყვარე კატები ან ძაღლები – გყავდეს პაწაწინა, საყვარელი ცხოველი და მუდმივად ლაპარაკობდე როგორ გიყვარს შენი კუსუნა/დოდონა/კუწუნა/კრუსუნა/ბუსუნა/ტუსუნა არსება, აუცილებელია. თუ კატას აირჩევ, ის აუცილებლად დიდი და ფუმფულა უნდა იყოს, თუ ძაღლს, რაც შეიძლება პატარა და შეუმჩნეველი. არასდროს დაგავიწყდეს შენი საყვარელი კუსუნა/დოდონა/კუწუნა/კრუსუნა/ბუსუნა/ტუსუნა არსებისთვის დღეში ათჯერ ფოტოს გადაღება და ფბ-ზე დადება, თორემ ჭეშმარიტი გოგოშკას სტატუსს ქულები დააკლდება.

buIQp

გადაიღე სელფები – თანამედროვე ტენდენციებს თავისთავად მივყავართ თვითფოტოების გადაღებაზე, ამას აკეთებს ყველა ადამიანი. თუმცა რითი უნდა გამოირჩეოდე შენ? აუცილებლად უნდა გადაიღო სელფი შენს კუსუნა/დოდონა/კუწუნა/კრუსუნა/ბუსუნა/ტუსუნა არსებასთან ერთად, თუმცა აქცენტი ამ დროს შენი მკერდის/თვალების/ტუჩების გამოჩენაზე უნდა იყოს გაკეთებული. თუ ფოტოს კომენტარებში ცხოველმა მეტი გამოხმაურება ჰპოვა, ჩათვალე, რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი.

გაიგე რაც შეიძლება მეტი მწერლის სახელი – შენ გგონია ჭეშმარიტი ქართველი გოგოშკა გახდები თუ რაც შეიძლება მეტი მწერლის სახელი არ გეცოდინება? დაიმახსოვრე, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა წაიკითხო წიგნები, ეს გონებას ღლის და ტუჩების პრუწვის მეცადინეობებს წყალში გიყრის. თუ შენ მწერლების სახელების დამახსოვრებაც გიჭირთ, არც ეს არის პრობლემა, მთავარია, იმ დროს ვინ არის ყველაზე პოპულარული ის დაიმახსოვრო და ყველგან ახსენო, მომდევნო წელს სხვა სახელი და გვარი უნდა დაიზეპირო. ნახე, რა ადვილია, სახელების და გვარების დამახსოვრება მხოლოდ წელიწადში ერთხელ მოგიწევს!

შეინარჩუნე საქალწულე აპკი – ქალიშვილობის შენახვა ჭეშმარიტი ქართველი გოგოშკასთვის პრინციპის საკითხია, რადგან შენი ოცნება ნამდვილ ქართველ ოღრაშზე გათხოვება უნდა იყოს, ის კი ამ აპკის ქონას უცილობლად მოგთხოვს! შენ შეგიძლია დაკავდე ორალური/ანალური/ვერბალური სექსით, მაგრამ არცერთი მამაკაცი არ მიაკარო შენს ძვირფას განძს! თუ შენთვის ორალური/ანალური/ვერბალურიც სექსიც მიუღებელია, მაშინ შეგიძლია იზასაო ქალაქის ყველა პარკში, ყველა ხის ქვეშ, მაგრამ თუ ზასაობის შედეგად მისი ხელი საქალწულე აპკთან ძალიან ახლოს აღმოჩნდება, ე.ი. ეს ქმედება უკვე ზღვარს სცილდება! შენ შეგიძლია ჩარაზო შენი უძვირფასესი განძი რაც შეიძლება მჭიდრო ტრუსიკით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ტანგით, რადგან ტანგა ქალიშვილობას აკარგვინებს! მაგრამ ყველა დაქალმა უნდა იცოდეს, რომ შენ ტანგა გაცვია.

დაჯექი დიეტაზე – არ აქვს მნიშვნელობა 40 კილო ხარ თუ 100. გარშემო ყველამ უნდა იცოდეს, რომ შენ დიეტაზე ხარ. როდესაც დაქალები სადმე შეიკრიბებით, აუცილებლად შეუკვეთე წყალი და ბოსტნეულის სალათი, დაიმახსოვრე, რომ ამ სალათს არავითარ შემთხვევაში არ ჭამ, ზედაპირულად აღნიშნე, რომ ჭამას ისე გადაეჩვიე, ეს ფურცლებიც კი არ ჩაგდის კუჭში და მშვიდად მოწრუპე წყალი. დღის ბოლოს სახლში მისულს არ დაგავიწყდეს მაცივარში არსებული ყველა კალორიული საკვების შეჭმა და მხოლოდ შემდეგ მიეცი თავს მშვიდად დაძინების უფლება.

ვინმე უნდა გეცოდებოდეს – გეცოდებოდეს ვინმე და მასზე მოთქვამდე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გაიხსენე სომალელი ბავშვები, ინდოელი ძალადობის მსხვერპლი ქალები, თურქი შახტაში დაღუპული მამაკაცები, მჟავასგან სახედამწვარი ცოლები და ა.შ. არავითარ შემთხვევაში არ დაფიქრდე არცერთი წამით იმაზე, რამდენი პრობლემაა შენთან ახლოს, როგორც კი მსგასი ფიქრის მოახლოებას იგრძნობ, მაშინვე ეცადე ყურადღების სხვა რამეზე გადატანას, მაგ. გააგრძელე ტუჩების პრუწვის ვარჯიშები. დამერწმუნე, ჭრის.

შეიყვარე ბრენდები – რა არის ჭეშმარიტი ქართველი გოგოშკას ცხოვრება თუ მას არ აცვია ბრენდი?! დაქალებთან ყავაზე საუბრისას უნდა ახსენო ყველა ცნობილი სახე მოდის სამყაროში და აუცილებლად რაც გაცვია ყველა სხვადასხვა დიზაინერის შეუხამე ერთმანეთს. მაგ. თუ კაბა, ფეხსაცმელი, ჩანთა, ზედა, ქუდი, მძივი, საყურე, ბეჭედი, თვალის ტუში, ტონალური, – ეს ყველაფერი სხვადასხვა დიზაინერისაა, შენს დაქალებში ყველას მოუგებ, მაგრამ თუ მაგ. კაბა და ფეხსაცმელი ერთმანეთს დაემთხვა, ყველაფერი წყალში ჩაგეყრება! გგონია რთულია ბრენდების ყიდვა? გამოართვით მამიდას ტანსაცმელი, რომელიც მას თურქეთიდან ჩამოაქვს ხოლმე და ვაგზალზე ყიდის და ჩაიცვი. დაქალები ვაგზალზე ვერ ნახავენ შენნაირ ტანსაცმელს, რადგან იქ არ დადიან, ხოლო ეტიკეტი გარედან ისედაც არ ჩანს. რაც შეეხება მაკიაჟს, ყველა მაღაზიასა თუ აფთიაქში იყიდება კოსმეტიკა, ვინ რას გაიგებს, რომ სინამდვილეში ბრენდი არ გისვია. როდესაც მაკიაჟი ჩამოგეთხაპნება, ეს შენს გულწფელ ცრემლებს დააბრალე სომალელ ბავშვებზე ფიქრის დროს.

და ბოლოს – გათხოვდით ვინმე ქართველ ოღრაშზე! – დაიმახსოვრე, რომ ჭეშმარით ქართველ ოღრაშზე გათხოვება შენი უპირველესი მიზანია! იცოდე, რომ ის ყველა შენს ბრენდს გაგხდის და სამზარეულოში დაგაყენებს და სწორედ მაშინ აღსრულდება შენი ქალური ოცნებაც. გარკვეული პერიოდულობით დაურეკე ხოლმე დაქალებს და მოუყევი  შენი ქა’ლ’ური ბედნიერების შესახებ, რომ ისინი რაც შეიძლება ძლიერ გასკდნენ გულზე!

Good Luck❤

 

 

 

 

 

 

 

 

22 Comments leave one →
  1. S.V permalink
    June 3, 2014 11:24

    😀😀😀😀 gavigude

  2. June 3, 2014 17:51

    აუ აუ “დდდ კიდევ იცი რა? ცინიკა, ცინიკა უდიდესი.. უბოღმესი, უსაზიზღრესი ყველა “ჩამოთრეულის” მიმართ
    შავი კოლგოტები კანისფერ კაბაზე
    ჩულოჩკები ტუფლოჩკებზე
    და …. ელექტროვარდისფერი ტუჩსაცხები, ბევრი…. აუცილებლად ვარდისფერი ტონალობის…. აუცილებლად… უსიკვდილოდ….

    მომეწონა, :დდდ გუუდ ლაქ

  3. Anophoo permalink
    June 3, 2014 19:30

    Reblogged this on Anwords and commented:
    ძალიან კარგი პოსტია.
    ფორთოო ^_^

  4. June 3, 2014 23:00

    😀😀 vax kaiiyo😀

  5. June 4, 2014 01:17

    იცი რა არის? ზედმეტად და დროის დაკარგვად მიმაჩნია ეს ყველაფერი, მაგალითდ ის რომ ამდენს ვწერთ, ამდენს ვდაობთ და ამდენ დისკუსიას უშედეგოდ ‘ვამთავრებთ’. გგონია შეიცვლებიან უკეთესი საზოგადოებისაათვის? გგონია ერთხელ მაინც გაიაზრებენ ეს სწორია თუ არა და მათთვის რისი მომტანია? მე არამგონია, ძალიან კარგია რომ წერ და პირად აზრს გამოთქვამ, მაგრამ არამგონია რამე შედეგი გამოიღოს. გეგონება საზოგადოება ორადაა დაყოფილიო. მერე თავიანთ უბედურებას რომ დაანახებ აქეთ წინააღმდეგ დაგიდგებიან და ათას ბრალს მოგდებენ, შენ თავი სხვაზე მეტი გგონიაო… eh (:

  6. June 4, 2014 12:32

    momeconaa) tumca mgoni aklia raagceebi kidev davamatebdii)))

    • June 4, 2014 12:38

      რა თქმა უნდა აკლია, მაგრამ პოსტი, სამწუხაროდ, უზომოდ დიდი არ უნდა იყოს. რაც აკლია, თქვენ დაამატეთ🙂

  7. June 4, 2014 14:59

    momewona !

  8. June 4, 2014 15:54

    აი ამის დაწერა მეც მინდოდა მარა შენ ისე კარგად გაქვს ჩამოყალიბებული ჩემი სიტყვები ამაზე უკვე ზედმეტი იქნებოდა. ძალიან მაგარია

  9. June 4, 2014 16:13

    sagool ra 😀😀

  10. June 4, 2014 16:15

    ძალიან მომეწონე მე შენ ^^

  11. მანდარინი permalink
    June 5, 2014 20:47

    “ძიშოვი” ირონიაა ჩემი მოკრძალებული აზრით

    • June 6, 2014 07:08

      ოხ, უკაცრავად, რომ მაღალინტელექტუალური ვერაფერი ნახეთ აქ ^_^

  12. ჰომო permalink
    June 9, 2014 02:01

    ვინ ხარ, რომ ამ ქალიშვილობით მასხრად იგდებ? ალბათ კახპა. მათ გააჩნიათ საკუთარი პრინციპები და მორალი რომელიც შენ ალბათ არ გაბადია, ჯერ მარტო ამით გჯობიან ის გოგოები.

    • June 9, 2014 07:49

      ძვირფასო ჰომო🙂

      ვგონებ, თქვენ მხედველობიდან გამოგრჩათ ის ფაქტი, რომ მე ქალიშვილობის აპკის ქონა-არქონა გოგობენში სულ არ მაღელვებს, მე ის ფაქტი მიფორიაქებს სულს, რომ მავან ქართველ გოგოებს მხოლოდ ამ აპკის ქონა მიაჩნიათ პატიოსნების სიმბოლოდ, შეუძლიათ დაკავდნენ სექსის სხვადასხვა ფორმებით, თუმცა არამც და არამც ამ წმინდა აპკს არ გაარღვევენ გათხოვებამდე. აი, ეს არის მარაზმი, თორემ ვისაც უნდა რომ ქალიშვილი იყოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს, მე პრობლემა არ მაქვს🙂

  13. levan permalink
    June 26, 2014 14:39

    შენ ახლა რაზავრი ხარ ამ სტატიის მერე განმიკითხეზავრი ???

  14. levan permalink
    June 26, 2014 14:44

    ქართველების ავადმყოფობა არის სხვისი ცხოვრების შურით ცხოვრება და მათი განხილვა ამ დროს თავიანთი უშნო ცხოვრებით ცხოვრების უკმაყოფილება ყალბი ბედნიერება და სხვისთვის რჩევის მიცემა თვითონ ყელამდე სარჩევები :))) მანდილოზავრი და გოგჩო ძველი ბიჭი და ღიპიანი თამადა ევროპელი კაცი და ქართველი ვაჟკაცოზავრი ::::)))))))) ხო პოლიტიკა დამავიწყდა :DDDD

    • June 26, 2014 17:34

      ლევან, შენი აზრით, მე ამ ყლექალების მშურს და ჩემი ცხოვრება არ მაქვს? : )

  15. levan permalink
    June 27, 2014 15:39

    ara ubralod rame xo unda damewera opoziciuri imedia uazro xumrobas ar ayvebi:DDDD

  16. Aggie permalink
    June 30, 2014 14:20

    Well done! შეგიძლია ქართველ “ვაჟკაცოზავრზეც” დაწერო ბლოგი? საინტერესო შედარება იქნება :)))

Trackbacks

  1. ,,როგორ გავხდეთ ქართველი მანდილოზავრი”- რჩევები ბლოგერისგან

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: