Skip to content

როგორ უნდა ვიყოთ სულ კარგ ხასიათზე?

June 4, 2014

ჩემ გარშემო ხშირად აღნიშნავენ, რომ სულ კარგ ხასიათზე ვარ. ყოველთვის აინტერესებთ როგორ ვახერხებ მუდმივად ვიყო გაღიმებული. არ ვიცი რამდენად საინტერესოა ჩემი ბედნიერად ყოფნის ხერხების გაზიარება, რადგან ზოგიერთ ჩემს მეგობარს უკვე წლებია ვერ ვეხმარები დეპრესიიდან გამოსვლაში, მაგრამ თუ ვინმეს გამოადგება ჩემი რჩევები, ძალიან გამიხარდება.

პირველი, რაც უნდა ვთქვა არის ის, რომ სინამდვილეში სულ კარგ ხასიათზე არ ვარ, ყველას კარგად არ ვექცევი და ზოგიერთს, პირიქით, ხასიათსაც ვუფუჭებ. უბრალოდ მერე შემიძლია რამდენიმე წუთის განმავლობაში საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ ცუდ ხასიათზე ყოფნა და საყვარელი ადამიანების ხასიათის მოშხამვა არ შეიძლება.

იყო დრო, როდესაც დეპრესიული და უბედური ადამიანი ვიყავი. თუნდაც ჩემი ძველი პოსტები რომ გადაიკითხოთ 2010 წლიდან მოყოლებული, მიხვდებით რა ემოციურ მდგომარეობა მქონდა ადრე. პირველ რიგში რამაც მაიძულა, რომ განწყობა შემეცვალა, იყო საკუთარი თავი და ადამიანის ცხოვრების მოკლე დრო. მე ისედაც ძალიან სენსიტიური დამოკიდებულება მაქვს ასაკის მატებასთან დაკავშირებით, ძალიან განვიცდი ამას, შესაბამისად, გავაცნობიერე, რომ ის დრო, რამდენი ხანიც ვიქნები ახალგაზრდა, დავხარჯო დეპრესიასა და თვითგვემაში, არის სისულელე. ასე 35 წლის მერე ისედაც ძალიან ბევრი გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემები და განსაცდელები შეიძლება შეგვხვდეს ცხოვრებაში და სანამ შეგვიძლია, რომ სიცოცხლე გვიხაროდეს და ვიყოთ ბედნიერები, რატომ უნდა დავკარგოთ ეს დრო დარდში? Smile Wallpapers (2) საკმარისია მომაწვეს ნებისმიერი სახის სევდა, მაშინვე ვიხსენებ რა კარგად ვცხოვრობ სხვა ძალიან ბევრ ადამიანთან შედარებით და ეს მამშვიდებს. ხანდახან სპეციალურად ვფიქრობ უამრავი პრობლემის მქონე ადამიანებზე და, ასე ვთქვათ, საკუთარ თავს ვაიძულებ შერცხვეს თუ წუწუნი მოუნდება. საკუთარი კარგად ყოფნის მდგომარეობის გაცნობიერება, მახალისებს.

ალბათ რთულია იყო მუდამ კარგ ხასიათზე თუ რაღაც ტიპის გარანტიები არ არსებობს შენს ცხოვრებაში. მაგ. სტუდენტობის დროს ძალიან ვცდილობდი, რომ ამავე ხერხების გამოყენებით დამეყენებინა საკუთარი თავი კარგ ხასიათზე, მაგრამ არ გამომდიოდა. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ არ ვიცოდი რა იქნებოდა მომავალში, ვეუფლებოდი იმ პროფესიას, რომელიც არასდროს არანაირი სახის სამსახურში არ დამასაქმებდა თუ სამეცნიერო მოღვაწეობას არ გავაგრძელებდი, ამიტომ საკუთარი გაურკვეველი მომავლის ქონა, მუდმივად დეპრესიაში მაგდებდა. რა თქმა უნდა, თუ შემოსავალი ჯერ არ გაქვს და არც შენი მომავალია გარკვეული, ეს არ უნდა იყოს დეპრესიის მიზეზი. მე უბრალოდ ჩემი მაგალითი მოვყევი. თუ მიზანს დაისახავ და მაქსიმალურად ეცდები დასახულ გზას არ გადაუხვიო, აუცილებლად ყველაფერი გამოგივა.

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა:

  • რაც არ უნდა გიყვარდეს, არავითარ შემთხვევაში არ ჩავარდე დეპრესიაში თუკი შენი გელფრენდი/ბოიფრენდი მიგატოვებს. რა თქმა უნდა რამდენიმე დღე ძალიან მტკივნეული იქნება, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი და არ შეიძლება თვეები იყო დეპრესიაში ამის გამო. ამის პარალელურად აუცილებლად უნდა გახსოვდეს, რომ ისეთი წინადადებები, როგორებიცაა : ჩემი ბრალი იყო /ე რომ სხვანაირად მოვქცეულიყავი /მე რომ ისეთი ვყოფილიყავი, როგორც მას უნდოდა / ალბათ ჩემშია პრობლემა – ამოიღეთ ხმარებიდან. არ ვიცი ამას როგორ იზამთ, საკუთარ თავს გაუმეორებთ, თუ დაწერთ და მაგიდასთან გააკრავთ, მაგრამ აუცილებლად უნდა იფიქროთ, რომ შენ სწორად იქცეოდი /შენ ისეთი ხარ როგორიც ხარ /არასოდეს იქნები ისეთი, როგორიც სხვას უნდა /პრობლემა შენში არაა. 
  • იყავით ეგოისტები. დიახ, სწორად გაიგეთ, ე გ ო ი ს ტ ე ბ ი ! სიტყვა ეგოისტს ჩვენს საზოგადოებაში აქვს არასწორი დატვირთვა, თორემ ვიყოთ ეგოისტები, ეს არის ბუნებრივი მოვლენა. რაც უფრო მეტად დაიკნინებთ თავს, მით უფრო საცოდავები გახდებით როგორც საკუთარ, ასევე სხვის თვალში. იყოთ საცოდავი კი დარწმუნებული ვარ, არავის გინდათ. ამიტომ პატივი ეცით საკუთარ თავს და თქვენს გარშემო მყოფებს. იტიროთ და თავი შეაცოდოთ ვინმეს, მარტივია, ასე ყველას შეუძლია. თქვენ არ აირჩიოთ ეს მარტივი და ბანალური გზა, იბრძოლეთ და ისე დაუმტკიცეთ საკუთარ თავსა და სხვებს რისი დამტკიცებაც გინდათ.

ბევრი მხიარული და დებილი ფოტო მაქვს, არჩევა გამიჭირდა, თუ ესენი გაგამხიარულებთ, ძალიან კარგი🙂

  • იფიქრეთ მომავალზე – მომავალზე ფიქრი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იწყებოდეს ფრაზით – ვაიმე, რა მეშველება, რა უნდა ვაკეთო ცხოვრებაში – ეს სუსტი ადამიანის ფიქრებია. თქვენ აუცილებლად უნდა აირჩიოთ ის პროფესია და ის უნივერსიტეტი, რომელიც გინდათ და არა ის, რაც თქვენს მშობლებს უნდათ. აუცილებლად უნდა ისწავლოთ კარგად. აუცილებლად უნდა გქონდეთ წარმოდგენილი დაახლოებით მაინც, თუ რას გააკეთებთ მომავალში. რეალურად ჩვენს ცხოვრებას ხომ ის ოთხი წელი განსაზღვრავს, რასაც უნივერსიტეტში ვატარებთ, ამიტომ ეს დრო რაც შეიძლება ნაყოფიერად უნდა გამოიყენოთ.
  • ნუ მოექცევით მასების გავლენის ქვეშ – არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობს შენი ბიძაშვილი, კარის მეზობელი, დეიდაშვილის ბიძაშვილის ნათლიის ქმარი, დეიდა, ბიძია თუ ბაბუა. ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ადამიანები ვუშვებთ არის საზოგადოების გაურკვეველ ნორმებსა და კლიშეებს მორგება. დაფიქრდით, რატომ ანიჭებთ უპირატეს მნიშნელობას კარის მეზობელი რას იტყვის თქვენზე? რატომ გგონიათ, რომ მისი წესების მიხედვით ცხოვრება თქვენთვის კარგია? დარწმუნებული ვარ, საქართველოში მაცხოვრებელი ადამიანების უმეტესი ნაწილი ერთხელ მაინც რომ დაფიქრდეს რამდენად აბსურდულია მამიდაშვილის ბიძაშვილის ნათლიების წესების მიხედვით ცხოვრება, მიხვდება რა სასაცილო იყო, როდესაც მუდმივად კლავდა ინდივიდუალიზმს და ყოველთვის ისე იქცეოდა, როგორც უნდოდათ სხვებს.
  • ბედნიერება დეტალებშია – ჩვენ გარშემო ბევრი საინტერესო რამ ხდება, რაც ცუდი ხასიათისა და დეპრესიის გამო, მუდმივად ყურადღების მიღმა გვრჩება. სინამდვილეში კი, ისეთ სულელურ წვრილმანს შეუძლია რომ კარგ ხასიათზე დაგვაყენოს, ვერც წარმოვიდგენთ. თუნდაც წვიმიანი დღის შემდეგ გამოსულმა მზემ, შემთხვევით ნაპოვნმა დაკარგულმა ნივთმა, რომელიც ძალიან გვიყვარდა, საყვარელი კაბის ჩაცმამ, რომელშიც საკუთარი თავი მოგვწონს, კომედიური ჟანრის ფილმმა, გემრიელმა საჭმელმა და ა.შ. დარწმუნებული ვარ, ყველას გვაქვს რაღაც რაც კარგ ხასიათზე გვაყენებს. ეს შეიძლება იყოს მუსიკის მოსმენა, ცეკვა, ნაყინის ჭამა, სეირნობა, წერა, კითხვა, სიმღერა და ა.შ. და ა.შ. არ მიივიწყოთ თქვენთვის ბედნიერების მომნიჭებელი წვრილამნები და აკეთეთ ის, რაც მოგწონთ.
  • ძალიან მნიშვნელოვანი განწყობის შექმნა და თავდაჯერებულობაა. ცხოვრებაში რამდენად დიდი ბედნიერების შესაძლებლობებიც არ უნდა მოგვეცეს, მაგრამ ჩვენი წინასწარგანწყობა – ოო, მე ვარ ყველაზე უბედური ადამიანი და ეს მუდამ ასე იქნება – ეს არის ყველაზე სულელური პოზა/როლი/მდგომარეობა, რაც შეიძლება რომ მოვირგოთ. ადამიანი მხოლოდ დადებითი წინასწარგანწყობებით უნდა მოქმედებდეს და არა პირიქით.
  • არ უნდა დაველოდოთ როდის ჩამოვარდება ციდან რაღაც, ან მოხდება სასწაული და ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და ჩვენ უნდა ვასწავლოთ საკუთარ თავებს, როგორ გავხდეთ უკეთესები, ნუ ვუყურებთ სხვებს, ნუ ველით სხვებისგან დახმარებას, მხოლოდ ჩ ვ ე ნ  ზ ე ა დამოკიდებული ყველაფერი.
  • შეიყვარეთ რასაც აკეთებთ – თუნდაც ძალიან უსიამოვნო იყოს ის საქმე, რასაც აკეთებთ, ეცადეთ იპოვოთ მასშიც დადებითი და გააკეთოთ სიყვარულით, ღიმილით და ხალისით. ეს დაგეხმარებათ თქვენთვის არც ისე მოსაწონი საქმის კეთებაში. გქონდეთ იმედი, რომ მომავალში იპოვით თქვენთვის სასურველ სამსახურს.
  • ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მეუბნებიან, რომ ჩემი დადებითი აურა და კარგი ხასიათი მათზეც აისახება. ეს უფრო მეტად მაძლევს სტიმულს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩემ გამო დადებით განწყობაზე. დარწმუნებული ვარ, თქვენც რომ გითხრათ ვინმემ, როგორ დადებითად მოქმედებთ მათზე, გახალისდებით.

ძალიან გრძელი პოსტი რომ არ გამომივიდეს (თუმცა უკვე გამომივიდა გრძელი), ამ ეტაპზე წერას შევწყვეტ. თუკი ვინმეს გჭირდებათ რჩევები, დეპრესიიდან გამოსვლის გზები, დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით და საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა ტიპის პრობლემები გაქვთ. მომავლის გამო დარდობთ, შეყვარებულის, სწავლის, მეგობრების, ეგზისტენციალური კრიზისი გაქვთ და ა.შ. და ა.შ. რადგან თითოეული სახის პრობლემაზე სხვადასხვა სახის რჩევები და მიდგომებია საჭირო. თუ ვინმეს დაგეხმარებით, ამით ძალიან ბედნიერი ვიქნები და ჩემი ფსიქოლოგად ყოფნის ოცნებასაც მცირედით ავისრულებ : ) 1490708_698914586785882_1686683845_o

4 Comments leave one →
  1. qeti permalink
    June 4, 2014 17:10

    ძალიან საინტერესო პიროვნება ჩანხარ ნათია, მართლაც რომ დადებითი აურა მოგაქვს. ყოველთვის ვადევნებ თვალს შენს ბლოგს და მოუთმენლად ველი ხოლმე ახალ ჩანაწერებს. ძალიან საინტერესო პოსტია. ბევრი რამის სწავლა შეიძლება აქედან, თუმცა რეალობაში მისი განხორციელება ზოგჯერ ძალიან მიწირს ხოლმე.

    • June 4, 2014 22:00

      ქეთი, დიდი მადლობა ასეთი სასიამოვნო კომენტარისთვის. რა თქმა უნდა, ძნელია. ძირითადად, ტრაფარეტული ფრაზები და სლოგანებია აქ, თუმცა უფრო შინაარსობლივადაც ვცდილობ ხოლმე კარგად გამომივიდეს : )

  2. June 4, 2014 18:59

    ფორთო, შემიყვარდა შენი ბლოგი ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: