Skip to content

სექსუალური თავისუფლება და ძმები

August 11, 2014

რთულია ქართულ საზოგადოებაში ილაპარაკო სექსუალურ თავისუფლებაზე, მაგრამ ამჯერად არა მთელ საზოგადოებაზე, არამედ მის კონკრეტულ ნაწილზე მინდა დავწერო, იმ ნაწილზე, სადაც სექსუალური თავისუფლება მოსული პონტია.

ჩვეულებრივი გოგო ხარ, რომელსაც სექსი აქვს, კიდია არსებული სტერეოტიპები და ცხოვრობს ისე, როგორც უნდა. ბიჭები, რომლებთანაც გაქვს ურთიერთობა, შენს სექსუალურ თავისუფლებას იღებენ და არ აქვთ არანაირი პრობლემა. ტიპები, რომლებსაც ევასები და გკერავენ, იღებენ შენს სექსუალურ თავისუფლებას და არც მათ აქვთ, რა თქმა უნდა, პრობლემა.

თქვენ მეგობარ ბიჭებთან ერთად დასცინიხართ ქართულ სტერეოტიპებს და ხშირად მსჯელობთ საქართველოში არსებულ ე.წ. ქალიშვილობის ინსტიტუტზე, გენდერულ საკითხებზე, ქალის როლზე და ა.შ. და ა.შ. მაგრამ ერთხელაც აღმოაჩენთ, რომ ეს თქვენი პრადვინუტი მეგობრები, ბოიფრენდები და უბალოდ ბიჭები, რომლებთანაც გაქვთ ურთიერთობა, სექსუალური თავისუფლების საკითხში, სენსიტიურები არიან კონკრეტული ადამიანების მიმართ.

თქვენ ოდესმე გიკითხავთ თქვენი პრადვინუტი ბიჭისთვის, რას ფიქრობს თავისი დ(ებ)ის სექსუალურ თავისუფლებაზე? ალბათ სჯობს არ ჰკითხოთ, პასუხი, რომელსაც მიიღებთ, მხოლოდ გულს თუ გატკენთ. ბიჭი, რომელიც შენით აღფრთოვანებულია, მოსწონს შენი თავისუფლების ხარისხი, დასცინის ქალიშვილობის თვალის ჩინივით დამცველ გოგოებს, გეტყვის, რომ არ მოეწონება დის სექსუალური თავისუფლება და ყველა ტიპს ემოციურად შეხედავს, ვინც კი მისი დის შებმას შეეცდება.

ხშირად მიფიქრია, რატომ არის სენსიტიური დების საკითხი ბიჭების ცხოვრებაში. ამ ეტაპზე მაქვს მხოლოდ სამი დასკვნა:

  1. სინამდვილეში არც ისე ჯანსაღად მოაზროვნე ტიპები არიან, როგორც ჩვენ გვაჩვენებენ თავს და ეს ყბადაღებული სექსუალური თავისუფლება მხოლოდ იმიტომ აქვთ ხელზე დახვეული, რომ შეგაბან, სინამდვილეში კი მათთვის ყველა ქალიშვილი გოგო გაცილებით მნიშნელოვანია, ვიდრე შენ, რომელსაც სექსი აქვს როგორც უნდა ისე.
  2. და, როგორც ასეთი, ბიჭებისთვის სექსუალურად აღსაქმელი ობიექტი არაა, რადგან და არის, ნათესავია და შესაძლოა მისი სექსუალურ კონტექსტში განხილვა, მთლად სასიამოვნო წარმოსადგენი არ არის.
  3. საკუთარი თავიდან გამომდინარე მსჯელობენ: როდესაც გოგოებს უბრალოდ სექსისთვის აბამენ და ზოგადად ცხოვრებაში ჰკიდიათ, ვერ წარმოუდგენიათ ასე შეაბას ვინმემ მათი ახლობელი, რადგან და მათთვის მნიშვნელოვანია და ძალიან უყვართ, შესაბამისად, დისკომფორტულია იმაზე ფიქრი, რომ მათ დას ვინმე ამ პონტში აბამდეს და თუ აბამს, თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ.

საბოლოოდ, როგორი პასუხიც არ უნდა მოისმინოთ თქვენი მეგობარი ბიჭისგან, როდესაც დებზე ჰკითხავთ, პასუხი არასდროს იქნება ისეთი, რომელიც თქვენ მოგეწონებათ და უმეტეს შემთხვევებში დაგაკარგვინებს იმედს, რომ შენ, როგორც ადამიანს, შესაძლოა რამე კუთხით პატივს გცემდეს, რადგან მასთან სექსი გაქვს.

ამ საკითხზე მას შემდეგ დავფიქრდი, რაც რამდენჯერმე მოვისმინე, როგორ უკრძალავდნენ ერთი შეხევდით თითქოს ნორმალურად მოაზროვნე ტიპები დებს სადღაც წასვლას და ვიღაცებთან ურთიერთობას. რაც რამდენჯერმე ვნახე, როგორ უკომენტარებდნენ ფბ-ს ფოტოებზე დებს მუქარებს, რომ მათ წაეშალათ გამომწვევ პოზაში გადაღებული ფოტოები და ა.შ.

დასკვნები თქვენთვის მომინდვია. თუ ვინმე გაქვთ ამ საკითხზე სხვა მოსაზრებები, დიდი სიამოვნებით მოვისმენ.

9 Comments leave one →
  1. August 11, 2014 17:26

    სრულიად გეთანხმები იმაში, რომ თუ ადამიანი მომხრეა “სექსუალური თავისუფლების” და ამავე დროს თავის დას უშლის იგივეს. ესე იგი თვალთმაქცობს (სავარაუდოდ პირადი გამორჩენიდან გამომდინარე). ჩვეულებრივი ტყუილია – ადამიანს ეუბნები არა იმას, რასაც ფიქრობ, არამედ იმას რისი გაგონებაც უნდა, რომ შენს მიზანს უფრო იოლად მიაღწიო. პრინციპში არც ისე ჩვეულებრივი ტყუილია, მე პირადად ესეთ ადამიანებს პატივს არ ვცემ, იმიტომ რომ არ გააჩნიათ არანაირი მორალი და ზნეობა. როგორც წესი ნებისმიერ საქმეში იგივეს აკეთებენ. შესაბამისად ყველანარიად ვარიდებ თავს.
    რაც შეეხება მეორე პუნქტს, გასაგებია რომ და არ არის სექსუალური აღქმის ობიექტი, ისევე როგორც მაგალითად დედა. მაგრამ ისიც ხომ გასაგებია რომ უბიწო ჩასახვიდან არავინ არ ჩნდება, ასე რომ წარმოდგენა შენთვის ერთია და მეორეა რეალობისთვის თვალის გასწორება. შესაბამისად ესეც თითიდან გამოწოვილი არგუმენტია. და უნდა გიყვარდეს და თუ ხედავ, რომ ის ბედნიერია, შენც ბედნიერი ხარ. მამები ტირიან ქორწილებში როცა შვილი უთხოვდებათ, განიცდიან ამას, მაგრამ არა მგონია მისი ბედნიერების საწინააღმდეგო ჰქონდეთ რამე და გათხოვება დაუშალონ (თუ თვლიან რომ ნორმალუ ადამიანს მიყვება, ანუ მათ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, პირიქით ეხმარებიან კიდევაც). პირადად მე აქედანაც იგივე დასკვნა გამომაქვს, თუ უშლის დას, ესე იგი ის რასაც და აკეთებს არ არის მისთვის მისაღები ქცევა. ამორალურია და მის პრინციპებს ეწინააღმდეგება. ესე რომ არ იყოს, მაშინ რატომ უნდა დაუშალოს დას ის, რაც მისი გაგებით სწორია და მის დასაც უნდა?
    ჩემთვის პირადად, როცა ორ ადამიანს ერთმანეთი მოსწონს ან უყვარს, მათ შორის სექსი სრულიად ბუნებრივი პროცესია. უბრალოდ უნდა შეეძლოთ იმის აღქმა, რომ არც ერთმანეთს ატყუებენ და არც საკუთარ თავს.

    • August 11, 2014 17:35

      მე მთლად გათხოვება-დაქორწინებამდე წყვილებს რომ სექსი აქვთ, ამაზე არ დამიწერია. შეიძლება, ასეთი სერიოზული მიზნები არც ჰქონდეს რომელიმეს და ქორწინებაზე არც დაფიქრებულან, უბრალოდ სექსი აქვთ, აი, ასეთ შემთხვევებზე ვამბობ. რადგან სექსუალური თავისუფლება მაინც და მაინც შეყვარებულ წყვილს შორის სექსი არაა, რომელიც აუცილებლად ქორწინებით უნდა დაგვირგვინდეს, შეიძლება არ აქვთ მიზნად გათხოვება-დაქორწინება.

      აბა, თუ ძმები საცოლე-საქმროს სექსსაც აკონტროლებენ, რომელ უბრალოდ სექსზეა ლაპარაკი, ეს კითხვა არც კი უნდა დაისვას.

      • August 11, 2014 19:11

        სადმე დავწერე ქორწილით უნდა დამრთავრდესთქო🙂 პირიქით, იმას ვამბობ, რომ თუ ვინმე იძახის ჩემთვის მისაღებია/მომწონს თავისუფლება სექსში და ამას უშლის თავის დას, ესე იგი არაა ეს მისთვის მისაღები. ამის ხაზის გასმა მინდოდა. ის რომ დაზე სხვანაირად ფიქრობს სისულელეა მემგონი. შეიძლება შენ რაღაცა მოგწონდეს, სწორად თვლიდე და შენი საყვარელი ადამიანისთვის ცუდად მიგაჩნდეს? მემგონი არა, შესასაბამისად საქმე გვაქვს ბანალურ ტყუილთან, რომლის მიზანია ჩაიწვინო გოგო ლოგინში…

  2. August 11, 2014 17:49

    ორმაგი სტანდარტები.

  3. დარსაძე permalink
    August 11, 2014 19:12

    ერრ… ახლა უნდა ვთქვა ცოტა მძაღედ, მარა სხვანაირად არ გამოდის. ეგენი, აეგ ბიჭები, არიან ყლეები. და აის გოგოები, რომლებიც ამ ბიჭებს პრადვინუტებად თვლიან და სანამ დის/ბიძაშვილის/დედის შესახებ არ ჰკითხავენ (ისიც, თუ ოდესმე მოაფიქრდათ ამ წარმოუდგენლად რთული აღმოჩენის გაკეთება :D), მანამდე ვერ ხვდებიან, რო ყლეებთან აქვთ საქმე და ხშირად, ვერ კი არა, არ ხვდებიან, ან ხვდებიან და მაინც აძლევენ (სექსი აქვთ კი არა, აძლევენ!), ან მიხვდებიან და მაინც აძლევენ (სექსი აქვთ კი არა, აძლევენ მეთქი!) – არიან მუტლები.
    და ვინც ახლა იფიქრა, რო მუტელი “იძლევა, ბოზიას” პონტში დავწერე, არის დებილი მუტელი. ნუ ან ყლე. მარა მამენტ მუტელი ან ყლე რო ხარ, დებილი ხარ ნებისმიერ შემთხვევაში.
    მოკლედ ასე.

  4. August 11, 2014 21:12

    მე მგონია რომ ბევრი ტიპი პრადვინუტი არის უბრალოდ იმიტომ რომ სხვაგვარად არ გამოსდის, ტრადიციულ სასტავში ვერ იჩითება და იმიტომ.

    • August 11, 2014 21:22

      ზოგადად, მე პირიქით მგონია, ტიპები პრადვინუტ სასტავში ვერ იჩითებიან და ჭეშმარით ქართველ ოღრაშებს თამაშობენ, ასე უფრო მარტივია და იმიტომ. უფრო რთულია იყო ე.წ. პრადვინუტი, ვიდრე ისედაც კომფორტულად მორგებული ტრადიციულად მოაზროვნეს როლში დარჩე.

  5. August 11, 2014 21:32

    სამივენიცა.

  6. ივიტა permalink
    August 11, 2014 21:54

    გადასარევი თემა წამოჭერი ნათიაა…🙂
    მაგრამ, საქმე იცი რაშიაა?!
    ეგეთი ტიპები, რომლებიც თავისუფალ გოგოსთან- სუპერ თანამედროვე აზროვნებისაა და ქალიშვილთან კი პირიქით- სუპერ მორწმუნე და ტრადიციების დამცველი, ჩემი აზრით, აქ არასოდეს დაპოსტავს… ))))))) იმიტომ, რომ მშიშრები არიან და ადვილად “იწვებიან”!!! 🙂
    ჰომდა, ოდნავ სხვაგან გადავალ, მაგრამ რაც არუნდა ბევრი გვაძაგონ ქართველი გოგოები, ვისაც უცხოელები გვირჩევნია, დაე დაღლილან ჩვენი ლანძღვით!!! პ ა ჟ ა ლ უ ს ტ ა!!! :)))
    მე/ჩვენ ვამჯობინებ/თ ვიყო/თ ტიპთან- ღია ურთიერთობაში და არ ავიტკიო/თ თავი იმაზე ფიქრით, ვაიმე არ გამიბაზროსო/გაგვიბაზროსო * ფენომენის საავტორო უფლებებს მკაცრად იცავს კავკასიის ტერიტორია!!! )))))

    *გაბაზრება- ეს ის პონტი კიარაა ძალიან რომ მალავ, არა! უბრალოდ, როცა არ გინდა შენს ერთ ადგილს, სამეზობლო განიხილავდეს…))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: