Skip to content

მომსახურების სფერო საქართველოში

August 13, 2014

გამარჯობა ბატონო გიორგი.

თქვენ მსხვილ ბიზნესს ფლობთ და საკმაოდ დიდი შემოსავალიც გაქვთ. დარწმუნებული ვარ, არ გჭირდებათ რჩევები ჩემნაირი ადამიანისგან და აუცილებლად გაგეცინებათ თქვენთვის ჭკუის დარიგებას თუ შევეცდები, მაგრამ იქნებ სახლში რომ მიხვალთ და თქვენს ძვირფას დროში ორიოდ წუთს გამონახავთ, წაიკითხოთ ეს პოსტი.

როდის უნდა მიხვდეთ მსხვილი თუ არამსხვილი ბიზნეს-კომპანიები, რამხელა მნიშვნელობა აქვს მომსახურების ხარისხს? ჩემთვის, როგორც კლიენტისთვის, სერვისი იმაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე შედეგი. ძალიან ვარ გულდაწყვეტილი, რომ თითქმის ყველგან:

  1.  სწრაფი კვების ობიექტებში და მაღაზიებში ხურდას მაგიდაზე დაყრით/დახეთქებით მიბრუნებენ. ეზარებათ პროდუქციის მოყიდვა და ხშირად უარი მითქვამს საჭირო ნივთის ყიდვაზე, ოღონდ გამყიდველის შეწუხებული სახე არ დამენახა. ასე ხდება თითქის ყველა კუთხის მაღაზიაში. არადა, ერთი შეხედვით, მსგავსი პატარა ბიზნესის მფლობელები დაინტერესებულები უნდა იყოთ მომხმარებლების მოზიდვით, მაგრამ ამისათვის არაფერს აკეთებთ. ალბათ ფიქრობთ, რომ თუკი კლინეტს სხვა გზა არ აქვს, მაინც თქვენთან მოვა, ამიტომ არაა აუცილებელი თავი შეიწუხოთ მათი მოზიდვის დამატებითი ხერხების გამოყენებით და მომსახურების ხარისხის ამაღლებით. მე კი გარწმუნებთ, ბატონო გიორგი, რომ მსგავსი მიდგომით მომხმარებლებს დაკარგავთ რადგან ერთხელაც მოვა დრო, როდესაც დამატებით 30 მეტრის გავლა არ დაეზარებათ და აუცილებლად სხვაგან იყიდიან საჭირო ნივთს. პირადად მე, მეორედ არ შევდივარ იმ მაღაზიებში, სადაც ერთხელ ცუდად მომემსახურნენ.
  2. ძალიან ვწუხვარ, როდესაც კაფეში, ბარსა თუ რესტორანში შესვლიდან ნახევარი საათის მერე ახსენდებათ, რომ კლიენტი მოვიდა, ანებებენ თავს ერთმანეთთან ჭორაობას, სეირნობით მიახლოვდებიან (თითქოს მე არ მაღელვებდეს ის ფაქტი რომ ისედაც დიდი ხანია ვზივარ და ველოდები) და უბედური სახით მეკითხებიან რას შევუკვეთავ. ხშირად ხდება ის, რომ ავიწყდებათ ჩემი შეკვეთა და ამას თუ ვახსენებ, სწერვა სახით მეკაჩავებიან, რომ არ შემიკვეთავს, ნუ, რა თქმა უნდა, შევუკვეთე, მაგრამ რომც არ შემეკვეთა, იმის მაგივრად რომ ბოდიში მომიხადონ და შეცდომა გამოასწორონ, დგანან და მეჩხუბებიან. ბატონო გიორგი, ვაღიარებ, რომ მიუხედავად ცუდი მომსახურებისა, ხშირად ხელმეორედ მიწევს ხოლმე მსგავს ადგილებში შესვლა, რადგან სხვა ალტერნატივა არ მაქვს. მაგრამ დამერწმუნეთ, როგორც კი ალტერნატივა გამომიჩნდება, აღარასდროს შემოვდგამ ფეხს თქვენს რესტორანში იმის გამო, რომ იქ არსებული მდგომარეობა მძაბავს, არადა, მეგობრებთან ერთად გასართობად და განსატვირთად ვარ მოსული.
  3. არ მსიამოვნებს, ოდესაც პერსონალი ჩემს თვალწინ ერთმანეთს ეღლიცინება, იმის მაგივრად, რომ ჩემზე იყვნენ ორიენტირებულები. თითქოს ამაში არაფერი არ არის ჰო განსაკუთრებული? სინამდვილეში კი მე მაღიზიანებს, როდესაც ვხედავ როგორ ჭორაობენ მიმტანები, გოგო-ბიჭები შეხუმრებით ერთმანეთს ეჭიდავებიან და ა.შ. რა ვქნა, არ მომწონს, ვღიზინადები, მინდა, რომ დროს არ კარგავდნენ ერთმანეთთან ღლიცინში და სანამ მე შემოვალ, დასვრილი მაგიდა გადაწმინდონ და მე კვლავ ნახევარი საათი არ მომიწიონს ლოდინი როდის ინებებს რომელიმე პერსონალი წინა კლიენტის მიერ გამოყენებული მაგიდის მოსუფთავებას.
  4. უსიამოვნოა, როდესაც აჭიანურებენ ჩემთან მომსახურებას აუზებზე, აკვა-პარკსა და ჯინოში, ყველა ფურცლისა და ოფიციალური დოკუმენტაციის მოტანა იმ მომენტში უნდებათ, როდესაც მე ერთი სული მაქვს როდის შევალ შიგნით, იმის მაგივრად, რომ ეს ყველაფერი წინასწარ ჰქონდეთ გამზადებული. დიახ, რთულია ბატონო გიორგი ოფიციალური დოკუმენტაციის ლოდინი, როდესაც სიცხისგან გათანგულს ერთი სული გაქვს აუზში ინებივრო, თქვენ კი ჩემს კომფორტზე არ ფიქრობთ, რაც ჩემს უკმაყოფილებას იწვევს.
  5. მუდმივად უჟმური და შეწუხებული სახით რომ დადის თქვენი პერსონალი, ამას დაკვირვებიხართ ოდესმე? ალბათ არა, რაც ძალიან სამწუხაროა. იცით, მე ყველა თქვენს ხარვეზზე დავხუჭავდი თვალს, ოღონდ პერონალი ღიმილით მომემსახუროს! ყველანაირ ლოდინს გავუძლებ, თუკი მომსახურე პერსონალის მხრიდან ყურადღებას ვგრძნობ, ღიმილიან სახეს ვხედავ.

როგორ აკონტროლებთ კომპანიებში მუშაობის ხარიხს? მენეჯერები არ გყავთ? HR-ები? რატომ არ ინტერესდებით ამ ძალიან დიდი ხარვეზის გამოსწორებით?

არაა აუცილებელი ბიზნეს-სკოლა გქონდეთ დამთავრებული ან უამრავი ტრენინგის მონაწილე იყოთ, რომ იცოდეთ მომსახურების სფეროს შესახებ. თუნდაც საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე იმსჯელეთ, თქვენ გესიამოვნებათ ისე რომ მოგემსახურონ, როგორც მე ზემოთ აღვწერე?

ბატონო გიორგი, კიდევ უამრავი პრობლემა არსებობს მომსახურების სფეროში, მაგრამ ამდენს ჩემი პოსტი ვერ დაიტევს და რომც დამეწერა, თქვენც ვერ წაიკითხავდით. ისედაც წაგართვით საკმაოდ ბევრი ძვირფასი დრო, უბრალოდ, რაც თვალში ხშირად მხვდება, იმას გავუსვი ხაზი.

იმედი მაქვს, ჩემი რჩევები გამოგადგებათ.

გმადლობთ ყურადღებისთვის

პატივისცემით,

თქვენი კეთილისმსურველი

2 Comments leave one →
  1. September 4, 2014 07:28

    Reblogged this on Mary and commented:
    ამაზე გამახსენდა…. სათვალე მინდოდა მეყიდა და რა თქმა უნდა,დავიწყე არჩევა.ხან ერთი მოვიზომე და ხან მეორე.ის იყო სასურველი ფორმის სათვალეს მივაგენი და ,,ბედნიერების ღიმილმა ლოყები ყურებამდე ამიხია” რომ დასჭექა გამყიდველმა:გოგონა აიღე რომელიმე ან გადი შენი თავი სადმაქვს ვერ ხედავ რამდენი საქმეა გასაკეთებელიო?!

  2. mari permalink
    November 18, 2014 19:48

    ucxoetshi cxovrebis shemdeg,aranairi survili ar gichndeba saqartveloshi shexvide magaziashi,kapeshi…radgan uxeshobis mosmena gicevs….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: