Skip to content

აფრიკელი ბავშვები და კოლექტივიზმის შიში

August 21, 2014

აფრიკელი ბავშვები

Seriously?

მოკლედ, ახლა რა ხდება, ჩვენ ვართ გენიალური მაგალითი იმისა, თუ როგორ კარგად შეგვიძლია პრიორიტეტების განსაზღვრა.

ჩვენ შეგვიძლია ვიქვითინოთ ათასობით კილომეტს იქით მცხოვრებ აფრიკელ ბავშვებზე, მაგრამ ვერ ვამჩნევდეთ აქვე, მეზობელ ქუჩაზე მცხოვრებ ძალადობის მსხვერპლ ბავშვს, პატარა მათხოვრებს, ექსპლუატაციის მსხვერპლ არასრულწლოვნებს.

ჩვენ შეგვიძლია ვიდარდოთ ერის გარყვნილების დონეზე და გავმართოთ აქციები, სამაგიეროდ თვალი დავხუჭოთ გაჭირვებულებზე, ავადმყოფებზე, სოციალურ პრობლემებზე, მლიქვნელ პოლიტიკოსებზე და ორპირ მამაოებზე.

რისი თქმა მინდა ამით?

ზოგადად, არავისი საქმე არ არის ვინ ვიზე იდარდებს, ჩემთვის საინტერესო ის ფაქტია, პრიორიტეტების განსაზღვრა რატომ არ შეგვიძლია? რამე სოციალური კვლევა არ ჩატარებულა ამ საკითხზე? დიდი სიამოვნებით ვნახავდი შედეგებს.

მე კი მაქვს მოსაზრება ამ საკითხზე: აფრიკელ ბავშვებზე იმიტომ ვდარდობთ, რომ სინამდვილეში მათი დახმარება არ შეგვიძლია, სამაგიეროდ ძალიან დიდსულოვნები გამოვჩნდებით, თუ მათზე ხშირად ვიქვითინებთ. ხოლო თუ ქართველ ბავშვებზე დავიწყებთ დარდს, ეს რეალური ქმედებითაც უნდა გამოვხატოთ, რაც ძალიან გვეზარება.

რაც შეეხება ზნეობის დედებსა და მამებს საქართველოში. მორალის ქადაგება პიედესტალიდან ძალიან ადვილია, ხოლო იზრუნო უსახლკარო და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე  ეს დიდ თანხებთან და უამრავ ჩალიჩთან არის დაკავშირებული. ზნეობის ქადაგებას ფულის დახარჯვა არ სჭირდება, მოშიმშლე ბავშვებზე ზრუნვას კი უნდა ფული და დიდი დრო. ჰოდა ზის ახლა ეს ზნეობის დედათა და მამათა ჯგუფი გოჭებით გაწყობილ სუფრასთან, ყველას ძალიან ეზარება რეალურად ჩაერთოს კეთილი საქმეების კეთებაში, სამაგიეროდ ადვილია ერთხელ ახსენონ სიტყვა გარყვნილება და რუსთაველი სავსეა კოლექტიური ზნეობის დამცველი მრევლით. ჰოდა მოდი და ნუ აირჩევ მარტივ გზას.

2E1881F1-1E21-44DA-823C-F2FA98CAD71C_cx0_cy9_cw0_mw1024_s_n

ფოტოს ავტორი: გიორგი გოგუა

ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ადამიანები, მასას რომ განუდგნენ და ვითომ კეთილშობილური იდეით არიან შეპყრობილები და ბრბოს აზროვნების დონეზე სწუხან, სინამდვილეში  კოლექტივიზმის შიში აწუხებთ და აბსოლუტურად ყველაფერზე ქირქილებენ, რაც მასობრივ მოძრაობაში გადადის.

მაგ. წყლის გადასხმის სახალისო აქციამ გააღიზიანა ქართველ სნობთა გაერთიანებული საზოგადოება და მათ პრინციპულად თქვეს უარი ამ ხიხია აქციაში მონაწილეობის მიღებაზე, რის შემდეგაც ქართველთა ის ნაწილი, რომლებმაც წყალი გადაივლეს, გამოვიდნენ კოლექტიურ ვაკხანალიას აყოლილი გოიმები და სნობთა გაერთიანებული საზოგადოება  – პატივსაცემი დაჯგუფება.

ჰოდა, პირდაპირ გეტყვით, გადაებით ერთმანეთს ყველანი და მოკვდით რა😐

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: