Skip to content

კაცად ყოფნის სიმძიმე

December 18, 2014

e183aee18398e183a1-e1839be18390e18392e18398e18393e18390-e183a8e18397e18390e1839be18390e18392e1839de1839ce18394e18391e18394e1839aრაც თავი მახსოვს მოხუცი კაცები მეცოდებიან. დღემდე ასე ვარ, ქუჩაში შემხვდებიან, სადმე სხვაგან თვალს მოვკრავ, რამე ამბავს გავიგებ, ინსტიქტურად ტირილს ვიწყებ. არასოდეს არ გამჩენია მსგავსი განცდები მოხუცი ქალების მიმართ, მათ ისევე აღვიქვამ, როგორც სხვა ასაკის ადამიანებს, ყოველგვარი ემოციების გარეშე.

განსაკუთრებით ის მოხუცი კაცები მეცოდებიან სიცივეში ყვავილებს რომ ყიდიან, ან ბოსტნეულს, ან რომ მათხოვრობენ. ისე მეცოდებიან, რომ მინდა ჩავეხუტო და მათ მხარზე ვიქვითინო.

თავიდან არ ვიცოდი ასე რატომ მჭირდა, რამდენჯერმე გავბრაზდი კიდეც საკუთარ თავზე, რომ ასე გამიზნულად რატომღაც ერთი სქესის ხალხისადმი მქონდა თანალმობის განცდა. თუმცა ახლა უკვე არ არის რთული მისახვედრი რა მატირებს მოხუცი კაცების დანახვისას.

ის განცდა, რაც მეუფლება გაჭირვებული მოხუცი კაცის დანახვისას, საკუთარ თავში დიდ შინაარსს მოიცავს. ერთია ის, რომ ყოველთვის მიმაჩნდა, სიამაყის გრძნობის გადალახვა და უსიამოვნო საქმის გაკეთება გაცილებით რთული იყო კაცებისთვის, ვიდრე ქალებისთვის. მეორე, კაცებს, რომლებსაც დაბადებიდან ოჯახის უფროსებად ზრდიდნენ და ასწავლიდნენ, რომ მათზეა ფინანსური პასუხისმგებლობა, გაცილებით რთულია აღმოჩნდე სხვა ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული. ამიტომ სულ ვფიქრობდი, რომ კაცს, რომელიც ყინვაში მეტროსთან ყვავილებს ყიდის, ძალიან დიდი დამცირების და ბრძოლის გადალახვა მოუწია საკუთარ თავთან. როდესაც ვუყურებ, თითქოს ამ ტკივილს და უუნარობას ვხედავ ხოლმე მათ თვალებში.

რა თქმა უნდა, ჩემი პოსტის ქვეტექსტი ის არ არის, რომ ქალები, რომლებიც მათხოვრობენ, ბედნიერები და დალხნილები არიან, ან ქალებს არ აქვთ სიამაყის გრძნობა, არა. ჩემი მიზანია დავწერო იმის შესახებ, როგორ კვალს ტოვებს აღზრდა ადამიანზე და რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოყვეს მას.

ქალისთვის საკუთარი სიამაყის დაძლევა იმიტომ არის უფრო ადვილი, რომ ის ისეთ გარემოშია გაზრდილი, სადაც მორჩილებისა და თავდახრისკენ მოუწოდებდნენ, შესაბამისად, ეს არაცნობიერში გამჯდარი მორჩილება აძლვინებს მათ სირცხვილის გრძნობას და ხშირად სწორედ ისინი აღმონდებიან ხოლმე გაჭირვებულ მდგომარეობაში შავი საქმის გამკეთებლები და არა კაცები.

კაცებს ასწავლიდნენ ლიდერობას, ლიდერობას ქალზე და ოჯახში, ლიდერობას სამსახურში და საზოგადოებაში, შესაბამისად, ამ პათეტიკით გაზრდილი მამაკაცი, რომელიც ფინანსურად ვერ უზრუნველყოფს ოჯახს, ხდება კომპლექსების ტყვე, იმ კომპლექსების ტყვე, რომლებიც მას მშობლებმა, მეზობლებმა და სუფრებზე მოქეიფე ბიძიებმა ჩამოუყალიბეს. კაცი საშინელ დამცირებას გრძნობს, როდესაც არ შეუძლია იმ პასუხისმგებლობების აღება, რასაც მას მთელი ცხოვრება ასწავლიდნენ, ამიტომ გაუცნობიერებლად იწყებს ლიდერობის სხვა გზების ძიებას. ეს ლიდერობა კი, უმეტეს შემთხვევებში, გამოიხატება ძალადობით.

რა თქმა უნდა, არც იმის თქმა არ მინდა, რომ ძალადობა გამართლებულია, არა. ამით კვლავ იმის თქმა მინდა, რა შედეგები მოყვება არასწორ აღზრდას.

ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული საკითხია, რადგან თაობები როგორც არ უნდა შეიცვალოს, თითოეული დედა და მამა საკუთარი მშობლების შვილია, რომლებიც თავის დროზე ასე გაზარდეს, მერე ეს დედებიც და მამებიც ანალოგიურად ზრდიან შვილებს, შვილები მშობლების ანალოგიურად საკუთარ შვილებს და ა.შ.

რა თქმა უნდა, გამოსავალი ალტერნატიული გარემოს შექმნაა. ეს ალტერნატიული გარემო კი სკოლაა. ბავშვს, რომელსაც ოჯახშიც და სკოლაში ერთსა და იმავე არასწორ სტერეოტიპს უნერგავენ, ვერასდროს შეძლებს გახდეს კრიტიკულად მოაზროვნე. არსებობს გამონაკლისები, როდესაც ასეთ სტერეოტიპულ სამყაროში გაზრდილი სკოლადამთავრებულები ხვდებიან ალტერნატიულ გარემოში და, ფაქტობრივად, ახლიდან იწყებენ ცხოვრებას, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ გამონაკლისებია.

გენდერის საკითხი იმდენად ფართო და მრავალმხრივია, ერთ პოსტში სრულყოფილად გამოხატო ყველა ასპექტი, შეუძლებელია, ამიტომ მაქსიმალურად შევეცდები ამ საკითხს საზოგადოების ერთი ჩვეულებრივი წევრის თვალით დანახული პოსტები მივუძღვნა.

ასე 2011-2012 წლებში ერთი მოხუცი კაცი ფილარმონიასთან იებს ყიდდა ხოლმე ყინვაში, რამდენჯერაც შევხვდი, ვიტირე, დიდი ხანია არ მინახავს, ხომ არ იცით როგორ არის?

One Comment leave one →
  1. irakli permalink
    February 14, 2015 16:40

    მე იგივე განცდა მაქვს მოხუცი ქალების მიმართ, ძალიან მტკივა ხოლმე გული მათ დანახვაზე და არასდროს არ მქონია იგივე განცდა მოხუცი კაცების მიმართ, არც მახსენდება რომ შემენიშნოს. სრულ მიზეზს ვერ მივაკვლიე თუმცა ვიფიქრებ ამ ბლოგის შემდეგ. მოხუცი ბებია მყავდა, ძალიან საყვარელი, რამდენიმე წელია გარდაიცვალა და ძალიან მენატრება ხოლმე ალბათ ყველა მოხუც ქალს მასთან ვაიგივებ და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. კაცებს რაც შეეხება, არამარტო სტერეოტიპებით ჩამოყალიბებულ/ჩამოუყალიბებელ ლიდერებს, არამედ რეალურად ლიდერებსაც შესაძლოა იგივე დაემართოს თუმცა სხვა მასშტაბით, ქუჩაში შეიძლება არ დადგნენ მაგრამ დრო, სიბერე ადრე თუ გვიან გაკარგვინებს შესაძლებლობებს და სხვისი საპატრონო ხდები, ესეც გარკვეულწილად ძნელი გადასატანია. პირად მაგალითზე შემიძლია ვთქვა რომ ბავშვობიდან სულ დამოუკიდებელი ვარ თითქმის ყველანაირად და იმის წარმოდგენა რომ წლების შემდეგ რაღაცას რაც მომინდება ვეღარ გავაკეთებ, ახლავე მიფუჭებს განწყობას :))
    პ.ს
    pink floyd-ის time მოუხდებოდა ამ თემას🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: