Skip to content

მოქალაქის სირცხვილი

December 20, 2014

gov

 

ზოგადად, ვერიდები პოლიტიკური პოსტების, სტატუსების და კომენტარების წერას, რადგან არასოდეს ვკამათობ იმაზე, რაშიც საფუძვლიანად ვერ ვერკვევი. თუმცა ყელშია უკვე ეს მოთმინება.

ძალიან სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს, სამარცხვინო მინისტრებით, მინისტრის მოადგილეებით, დეპარტამენტების ხელმძღვანელებით, დეპუტატებით და ა.შ. რომლებიც არარსებულ პრობლემებს გვახვევენ თავს და რეალური და უკიდეგანოდმნიშვნელოვანი პრობლემები კი ფეხებზე ჰკიდიათ.

სამარცხვინო ხელისუფლება, რომელიც პრემიების სახით ათასობით ლარს ირიცხავს საკუთარ ანგარიშზე.

სამარცხვინო ხელისუფლება, რომელიც საკუთარ თავს ანებივრებს და ძვირადღირებულ საჩუქრებს ყიდულობს ბიუჯეტის თანხით.

სამარცხვინო ხელისუფლება, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა არის შრომა და რეალური საქმის კეთება, საკუთარი მოვალეობის აღსრულება და თავისი გულისრევამდე ყელში ამოსული ცხრაწლის ძახილით გადის დღემდე ფონს.

სამარცხვინო ხელისუფლება, რომელშიც ფესვი აქვს გადგმული ნეპოტიზმს.

სამარცხვინო ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს წარმოდგენა რა ევალება და ხელისუფლებაში ყოფნა თამაში ჰგონია.

სამარცხვინო ხელისუფლება, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა უნდა იყოს პრიორიტეტული იმ ქვეყანაში, რომელსაც მართავს.

სამარცხვინო ხელისუფლება, რომელსაც არ ესმის ვინ არის მისი მტერი და ვინ მოყვარე. რომელმაც არ იცის დიპლომატიის ენა და წარმოდგენა არ აქვს როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ქვეყნის გარეთ.

სამარცხვინო ხელისუფლება, რომელიც უნამუსოდ ანიავებს ქვეყნის ბიუჯეტს და აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზებით ხსნის ამას.

სამარცხვინო ხელისუფლება, რომელსაც ხელში ჩაგდებული ძალაუფლება პატარა ბავშვივით უხარია და ჯიუტად ეპოტინება სათამაშოს, რათა სხვამ არ წაართვას, რეალურად კი რა უნდა უქნას იმ სათამაშოს არ იცის, მთავარია, რომ მას ჰქონდეს.

სამარცხვინო ხელისუფლება, რომელიც წარმატებით უწყობს ხელს ქვეყნის ნგრევას და გაპარტახებას.

თქვენნაირ სამარცხვინო და უპასუხისმგებლო ხელისუფლების წევრებს არცერთი ნორმალური ქვეყანა არ აირჩევდა. თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ რა მიშვნელოვანი და რთული ეტაპების გავლა უწევთ ადამიანებს, რომლებსაც ხელისუფლებაში უწევთ მოსვლა. თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ რა არაადამიანური შრომის ფასად მუშაობენ, ხაზს ვუსვამ  მ უ შ ა ო ბ ე ნ  ადამიანები, რათა კრიტიკულად მოაზროვნე ხალხს დაუმტკიცონ მათი არჩევანის სისწორე, სათანადიდ ემსახურონქვეყანას და იზრუნონ მის განვითარებაზე.

თქვენ ხართ არარაობები, რომლებსაც უცებ ხელში დიდი ძალაუფება ჩაგივარდათ და წარმოდგენა არ გაქვთ როგორ გამოიყენოთ და არც იმაზე გაქვთ წარმოდგენა ამ თამაშ-თამაშით რა საფრთხეს უქმნით ქვეყნის მომავალს.

მრცხვენია თქვენ რომ ხართ ჩემი წარმომადგენლები, თქვენ ხართ ქვეყნის სახე და მრცხვენია ყველას მაგივრად, ვინც თქვენ მოგცათ ხმა.

რა თქმა უნდა, ეს განცხადება არ არის ერთადერთი რამ რის გამოც ეს პოსტი დავწერე, უბრალოდ, ამ სამარცხვინო განცხადების ნახვის მერე მივხვდი, რამდენად მჭირდებოდა ხმამაღლა მეთქვა, როგორ მრცხვენია თქვენ მაგივრად!

 

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: