Skip to content

გამოსავალი დეპრესიიდან

April 8, 2015

ხშირად მიფიქრია, რა არის გამოსავალი მაშინ როდესაც ცუდად ხარ?

არსებობენ ადამიანები, რომლებიც გამოსავალს მეგობრებთან ურთიერთობაში ეძებენ, ან წამლებს სვამენ, ან ფსიქოლოგთან მიდიან, ან ერთ კონკრეტულ ადამიანთან საუბრობენ საკუთარ განცდებზე.

ზოგიერთი ადამიანისთვის არსებობენ კონკრეტული სხვა ადამიანები, რომლებთანაც ინდივიდუალური საუბრის მოთხოვნილება აქვთ და არა მათ შეყვარებულებთან ან სხვა მეგობრებთან ერთად კოლექტიური ურთიერთობის. მაგრამ რა უნდა გააკეთო მაშინ, როდესაც ასეთ კონკრეტულ ადამიანს არასდროს სცალია და ამის გამო შენი მდგომარეობა უარესდება?

ხშირად ვკითხულობ სტატიებს, სადაც წერია რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ უკეთ გახდე. თუმცა არსად წერია გამოსავალი, როდესაც ვერცერთი მითითების, რჩევის გათვალისწინება არ შეგიძლია.

ხშირად დეპრესიაში მყოფი ადამიანი მოითხოვს ყურადღებას და ზრუნვას, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც პირიქით, ითრგუნებიან ხშირად დასმული კითხვებით თუ რა სჭირთ?

ხშირად გაუცნობიერებლად გიფუჭდება ურთიერთობა გარშემომყოფებთან, რადგან არ შეგიძლია სტანდარტული სოციალური ურთიერთობების დამყარება. ხანდახან სწორედ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც კი შეიძლება დაგემართოს ცუდად ყოფნის დროს.

რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ არ დაკარგო საყვარელი ადამიანი და მეგობრები?

გამოსავალი ერთია – მარტოობა.

როდესაც მარტო ხარ, შეგიძლია დაფიქრდე ყველა პრობლემაზე რაც გაქვს, ებრძოლო საკუთარ თავს, იპოვო გამოსავალი, აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები და ა.შ. მარტოობაში არ იგულისხმება ის, რომ ჩამოშორდე ყველას და დაკარგო მნიშნელოვანი ადამიანები. რა თქმა უნდა, არა. ვგულისხმობ დროებით მარტოობას, რომელსაც ჩუქნი საკუთარ თავს იმისთვის, რომ გახდე უკეთ. ამ დროის გასვლის შემდეგ კი სხვა მიდგომებით და დამოკიდებულებებით, ათასჯერ გახალისებულად განაახლო ურთიერთობები მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან, თანამშრომლებთან და ა.შ.

თუმცა არსად წერია, თუ რა უნდა გააკეთო ისეთ შემთხვევაში, როდესაც თეორიული შანსიც კი არ არსებობს, რომ იყო მარტო?..

3 Comments leave one →
  1. April 8, 2015 11:15

    ათას კაცშიც კი შეიძლება არტო იყო… ათიათასშიც…

  2. April 12, 2015 20:41

    ეგ ხასიათის ცვლილებაა (რაც აბსოლუტურად ყველა საშუალო და მაღალ IQ-ს მქონე ადამიანს ემართება სხვადასხვა ფორმით) და არა დეპრესია.
    დაპრესეია დაავადებაა.
    დეპრესიას აქვს სიმპტომები, რაც შეგძლიათ მოიძიოთ ყველგან, წიგნებში, ინტერნეტში (ოღონდ ქართულ საიტებზე არა :დ).
    დეპრესიის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართთ ფსიქპთერაპევტს. ის გადაწყვეტს რა ჯობია თქვენთვის – მეგობრებთან ურთიერთობა, მარტოობა თუ ანტიდეპრესანტები.
    თვითმკურნალობა (ნებისმიერი მეთოდით) ერთ-ერთი ყველაზე დიდი უგუნურებაა რაც შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს გაუკეთოს.
    დაგუგლეთ სიმპტომები და დატესტეთ რა გჭირთ, დეპრესია, თუ ხასიათის გაუარესება.
    მეორეს თავისითაც ეშველება, პირველსაც ეშველება, უბრალიდ უნდა მიმართოთ სპეციალისტს.
    ვერავინ ვერსად დაწერს გამოსავალზე. [მითუმეტეს] ამ და სხვა დაავადებებზეც ექიმი ინდივიდუალურად წყვეტს რა არის გამოსავალი.

  3. October 17, 2015 09:19

    ვარჯიში, ვარჯიში და კიდევ ერთხელ ვარჯიში. პირდაპირ გამოაქვს ყველანაირი ნეგატივი ოფლთან ერთად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: