Skip to content

თანამედროვე ურთიერთობები

July 20, 2015

თანამედროვე ურთიერთობებში 14-15 წლის გოგო-ბიჭებზე არ მინდა ვწერო, უფრო ჩვენზე, ნაწილობრივ გარდამავალ თაობაზე, რომელიც ბავშვობაში და თინეიჯერობაში სტერეოტიპების გავლენის ქვეშ იყო, ხოლო ახლა თამანედროვეობის ფეხის ხმასაა აყოლილი.

ჩვენ 25-30 წლის ხალხი, ის თაობა ვართ, ოთხმოციანებში, ოთხმოცდაათიანების დასაწყისში რომ დავიბადეთ, ბავშვობაში შუქი არ გვქონდა, ინტერნეტი და კომპიუტერი არ ვიცოდით რა იყო, ლოვე კევების “ნაკლეინკებს” ვაგროვებდით, ორდროშობანას და შვიდქვაობანას ვთამაშობდით, შოუ-ბიზნესის არსებობის შესახებ ჟურნალ “ოსკარებიდან” და “ვარსკვლავებიდან” ვიგებდით და ა.შ.

ჩვენ ვიცოდით, რომ ბიჭებთან მეგობრობა, ჭიდაობა, ხელჩართული ჩხუბი შეიძლებოდა, ხოლო რაღაც პერიოდში, როდესაც ავმაღლდით და მკერდმა დაიწყო ზრდა, რატომღაც მათთან ურთიერთობების გამო გვეჩხუბებოდნენ. რა თქმა უნდა, არავის უთქვამს და უსწავლებია რატომ არ შეიძლებოდა ბიჭებთან ისევ ისე თამაში, როგორც ადრე, რატომ არ შეიძლებოდა მარტოს გაგევლო შენი ასაკის ბიჭებთან ერთად, შესაბამისად, რაღაც მომენტში გაჩნდა დაბრკოლება, გადაულახავი ქვეცნობიერი დაბრკოლება, რომელიც ალბათ ნებისმიერ გოგოს, რომელიც ამ თაობის შვილია, პრობლემებს უქმნის.

yObaM

ჩვენს მშობლებს არასოდეს უთქვამთ ჩვენთვის, რატომ იყო დისტანცირებული გოგო ბიჭისგან, ამიტომ უბრალოდ, ბიჭებს ვერიდებოდით, ისინი ჩვენთვის “სხვებად” იქცნენ, რომლებსაც ქვეცნობიერად მტრებად აღვიქვამდით.

ცხოვრების ამ ეტაპზე, როდესაც ბავშვობისდოინდელ მოგონებებზე გვეცინება და გვაქვს თავისუფალი ურთიერთობები ბიჭებთან, ყველაფერი სხვანაირადაა, თითქოს გადავლახეთ ის სტერეოტიპები, რისიც ბავშვობაში გვჯეროდა. თითქოს ვართ თანასწორები ურთიერთობებში, თითქოს ბიჭები, რომლებთანაც გვაქვს ურთიერთობა, ასევე თანამედროვეები არიან.

with_you_no_matter_what_by_nonnetta-d744pcu

nonnetta

სად გადის ზღვარი ურთიერთობებში გოგოსა და ბიჭს შორის? რა კომპლექსების დაძლევა გვიწევს ორივე მხარეს ურთიერთობების დროს?

სინამდვილეში, ჩვენი თაობის გოგოებს ეშინიათ იყონ ურთიერთობების ინიციატორები. ისინი ყოველთვის ელოდებიან პირველ ნაბიჭს ბიჭისგან, რომელმაც ისინი ხანგრძლივი მიწერ-მოწერის და შეხვედრების შემდეგ უნდა მოინადირონ. ჩვენი თაობის გოგოებს ეშინიათ ბიჭმა მათზე არ თქვას, რომ ადვილად დაკერეს, არ უნდათ, რომ მარტივად შესაბმელი გოგოები იყვნენ, უნდათ, რომ მათთვის იბრძოლონ, იწვალონ, დაბრკოლებები გადალახონ და ისე მოიპოვონ.

ურთიერთობების ასეთი მოდელი, ერთი შეხედვით, ძალიან ჩვეულებრივი და მისაღებია ჩვენი მშობლების თაობის და ჩვენი თაობის ტრადიციული წყვილებისთვის, თუმცა გაუგებარია თანამედროვე გოგოებისთვის, რომლებმაც შეძლეს და გადალახეს სტერეოტიპების ულევი ზღვა და გათავისუფლდნენ. თუმცა ეს გათავისუფლების აქტი, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ გარეგნულ ხასიათს ატარებს, სიღრმეში კი ვერდაძლეული და გადაულახავი კომპლექსია.

with_you_by_nonnetta-d744h6b

nonnetta

რას აკეთებენ ჩვენი თაობის თანამედროვე ბიჭები? ეს ის ბიჭები არიან, თავის დროზე ბიძამ და მამამ ბოზებში რომ წაიყვანეს და მათი პირველი სექსუალური აქტის მოგონება მხოლოდ გულისრევას და სიძულვილს უკავშირდება. ეს ბიჭები ახლა თითქოს ლაღები და თავისუფლები არიან, თუმცა მათ თავის დროზე ასწავლეს, რომ ქალი ხელის გულზე უნდა ატარო, უნდა იბრძოლო მისი გულისთვის, უნდა მოიპოვო და ამაყი უნდა იყო მერე ძნელადმოსაპოვებელი ქალი რომ შენ დაიპყარი, შენ აღმოჩნდი გამორჩეული იმ ათას “თაყვანისმცემელს” შორის, მან შენ აგირჩია და ამ გამორჩეულობის შეგრძნება, რაც ეგოს გიკმაყოფილებს, არის გადამწყვეტი. ასეთი ბიჭებისთვის გოგო, რომელიც მარტივად შეაბეს, ადვილად დაიყოლიეს, გოგო, რომელმაც ცხვირი არ აუბზუა და დათანხმდა ურთიერთობაზე, მოულოდნელობის ეფექტს ქმნის, მათთვის ასეთი გოგო არ არის ის ერთადერთი და განუმეორებელი, რომელსაც მთელი ცხოვრებაა ელოდებიან, რადგან გოგო, რომელიც ყველაზე მაგარი და განსაკუთრებულია, ზედ არ შემოგხედავს, ძალიან დიდხანს გაწვალებს და მხოლოდ დიდი ხნის ტანჯვა-წამების მერე გაგხდის საკუთარი თავის ღირსად.

სინამდვილეში, ჩვენი თაობის ბიჭებს ყოველთვის ჰქონდათ გოგოს “დაპყრობის” კომპლექსი. ყველა ბიჭი თითქოს კი შეჩვეული იყო გოგოს შებმის მრავალთვიან გამოცდილებას, მაგრამ, სინამდვილეში, ალბათ ყველას უნდოდა ისეთი გოგო, ვისი გულის დასაპყრობად აუცილებელი არ იყო მთების გადადგმა, ათასობით საჩუქრის ჩუქება და ა.შ. რადგან გოგოებისთის მუდმივ რეჟიმში ბრძოლა გღლის, გინდა გამარტივდეს ყველაფერი და ურთიერთობები უფრო ადვილი და თავისუფალი გახდეს. მაგრამ როგორც კი საქმე საქმეზე მიდგა და ასეთი “ადვილად შესაბმელი გოგოები” გამოჩნდნენ, თანამედროვე ბიჭებს გულის სიღრმეში ისინი მაინც არ მოეწონა, რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ იმ სტერეოტიპულ მოდელს, რომელსაც ბავშვობაში ასწავლიდნენ და აცნობდნენ.

ყველა თანამედრობე ბიჭის ცხოვრებაში ადვილად შესაბმელი გოგო, რომელიც ძალიანაც მოსწონთ და იზიდავთ, სინამდვილეში გადასალახი ეტაპია, რადგან საბოლოო ჯამში ასეთი ბიჭები, მაინც ისეთი გოგოების გვერდით არიან, ვინც ადვილად ვერ შეაბეს, ვინც თავი დაიფასა. იმიტომ რომ სილაღე და თავისუფლება არაცნობიერად ყოველთვის ცხოვრების რაღაც პერიოდს შეადგენს, რომელიც უნდა გამოაირო და ბოლოს მაინც იმ ერთადერთთან და განუმეორებელთან მიხვიდე, ვისაც ქვეცნობიერად მთელი ცხოვრება ეძებდი.

1484166_695973603746647_435489741_n

ჩვენ, ჩვეულებრივ გოგოებს გვეშინია არ გავხდეთ მარტივად შესაბმელები, თუმცა თან თავად ვებრძვით ამ მავნე სტერეოტიპებს, რათა პირველ რიგში საკუთარ თავს დავუმტკიცოთ თანასწორობის იდეა, თავისუფლების იდეა, რადგან ნებისმიერი საჯარო აქტი, რაც თანასწორობის იდეის მტკიცებაა, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის მტკიცების იდეას ემსახურება.

მეორე მხარეა, რომ მიუხედავად შიშისა, არ ვიყოთ მარტივად შესაბმელები, მაინც ვდგამთ პირველ ნაბიჯებს და თუკი იმ ბიჭებისთვის არ აღმოვჩნდით ერთადერთები და განუმეორებლები, ჩვენც მათსავით გარეგნულად ფეხზე ვიკიდებთ და თავს ვაჯერებთ, რომ ისინი ერთჯერადი ურთიერთობებისთვის გვჭირდებოდა. რომ ჩვენც შეგვიძლია გადავლახოთ ბევრი ბიჭი, ისევე, როგორც ბიჭები ლახავენ უამრავ გოგოს, სანამ იმას იპოვიან.

ერთხელ ერთმა ბიჭა მითხრა –  ჩვენ, კაცებს მაინც მონადირული ბუნება გვაქვს, გვინდა ვიბრძოლოთ და მოვიპოვოთ, როგორც კი მოვიპოვებთ, ამაყები ვართ და შემდეგ ინსტიქტები ეგრევე ახლის მოპოვებისკენ გვიბიძგებენ, ამიტომ მუდამ რთულად მოსაპოვებლები უნდა იყოთ საყვარელი კაცისთვის, რომ არასოდეს მოუნდეს სხვა ადამიანის დაპყრობა.

რა თქმა უნდა, ეს მტკიცება სისულელეა, ყველაფერი სისულელეა რაზეც ვწერდი, როდესაც ამ ყველაფერს უფიქრდები ობიექტურად და რაციონალურად, მაგრამ რა უნდა ქნა მაშინ, როდესაც ქვეცნობიერში ჩაბეჭდილ კომპლექსებს ეჭიდავები? საბოლოოდ, თანამედროვე ბიჭებსაც ხომ ცოლად მხოლოდ ის გოგოები მოყავთ, რომლებმაც თავი დაიფასეს, ახლაც თავს იფასებენ და მთელი ცხოვრება თავის დაფასების რეჟიმში უნდათ ამყოფონ ისინი. მიუხედავად იმისა, რომ შენ ხარ ლამაზი, სექსუალური, ჭკვიანი, ყველანაირად მისაღები და გულისასაფრიალებელი გოგო, მაგრამ გაქვს ერთი ნაკლი – ადვილად შეგაბეს.

9 Comments leave one →
  1. July 20, 2015 13:15

    🙂

  2. July 20, 2015 14:24

    ადრე დადიოდა ინტერნეტში სურათი, ახალგაზრდა თანამედროვე ბიჭი იყო თითქოს “მატრიოშკასავით” გახსნილი და შიგნით ტიპიური “მურთაზი” იჯდა მაინც.🙂
    იმის თქმა მინდა – როგორც ძველ პოსტში გეწერა – ჭკვიანი განვიტარებული გოგოსი ქართველ კაცს ეშინია.🙂

    P.S. სტრადაში დაგინახე რამოდენიმე დღის წინ, წესით შენ იყავი.

  3. July 20, 2015 15:39

    კარგი პოსტია.

  4. July 20, 2015 16:39

    “ჩვენ, კაცებს მაინც მონადირული ბუნება გვაქვს, გვინდა ვიბრძოლოთ და მოვიპოვოთ, როგორც კი მოვიპოვებთ, ამაყები ვართ და შემდეგ ინსტიქტები ეგრევე ახლის მოპოვებისკენ გვიბიძგებენ, ამიტომ მუდამ რთულად მოსაპოვებლები უნდა იყოთ საყვარელი კაცისთვის, რომ არასოდეს მოუნდეს სხვა ადამიანის დაპყრობა.” – აეს დებილობა ბებიების შეგონებას ჰგავს :დ იყავი მიუწვდომელი, შვილო :დ

    პიზდეც, კაროჩე :დ

  5. July 20, 2015 16:43

    ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ ბიჭს, რომელიც ნამდვილად არაა მაგ სტერეოტიპის მსხვერპლი. აი მე კი ჯერ ვერა და ვერ ჩამოვანგრიე ბოლომდე ეგ კედელი.🙂

  6. July 21, 2015 15:42

    ძალიან კარგი პოსტია,ნათ,ძალიან კარგი ❤

  7. July 29, 2015 21:32

    ძალიან კარგი პოსტია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: