Skip to content

ერთი წელი კახას გარეშე

November 12, 2015

13 ნოემბერი. კახა ბენდუქიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ხანდახან ვფიქრობ, რომ ის არ მომკვდარა, სამოგზაურობ არის წასული და ერთხელაც, მოულოდნელად დაგვადგება თავს, გვეჩხუბება ყველა სისულელეს გამო, რაც კი გავაკეთეთ ამ ერთი წლის განმავლობაში და ჩვეული ნაბიჯით წავა თავის კაბინეტისკენ.

10697291_10204463638646905_6947007928378805279_oხანდახან მგონია, რომ მასთან მუშაობის და ურთიერთობის დეტალები მავიწყდება, ამიტომ ხშირად ვიხსნებ მასთან მუშაობის დროს, თითოეულს დღეს და დეტალს, რადგან არ შეიძლება დაგავიწყდეს, რომ იცნობდი და მუშაობდი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად.

ვიხსენებ დეტალებს, წვრილმანებს, რომლებსაც თავის დროზე მნიშვნელობა არ ჰქონდა. როგორ ისწორებდა სათვალეს, როგორ იღიმოდა, როგორ ჯდებოდა კაბინეტში ტახტზე, როგორ ჭამდა სამუშაო მაგიდაზე დაყრილ ფისტაშკებს და თხილს, როგორ ათვალიერებდა  შეხვედრების განრიგს, როგორ სვამდა ჰიბისკუსის ჩაის, როგორ კითხულობდა სამუშაო მაგიდაზე დალაგებულ გაზეთებს, როგორ იხსნიდა საათს ხელიდან და ასწორებდა, როგორ მიდიოდა წიგნების კარადასთან და მიხსნიდა რა პრინციპით დამელაგებინა წიგნები, როგორ მოდიოდა ხანდახან ხელჯოხით, როცა ფეხი სტკიოდა, როგორ ხუჭავდა თვალებს, როდესაც გაბრაზებული იყო, როგორ მიდიოდა სამუშაო დღის მერე ლიფტამდე და გზადაგზა მკარნახობდა მეორე დღის საქმეებს, როგორ მოითხოვდა სწავლის ფული დამებრუნებინა თსუ-სგან, როდესაც ჩემზე ბრაზდებოდა, როგორ მეკამათებოდა სოკრატული მეთოდით, როდის ვერ მაღიარებინებდა შეცდომას.

ვფიქრობ იმაზე, რომ ვეღარასდროს დაველაპარაკები, ვეღარასდროს ვიკამათებთ, აღარასოდეს მომწერს სმს-ს, მეილს, აღარასდროს დამირეკავს, ვეღარ ვივლი მასთან შეხვედრებზე, ვეღარ შევჭამ მის კაბინეტში თხილს და ფსტას, ვეღარ მომილოცავს დაბადების დღეს, ვეღარ მირჩევს წამლებს, როცა ცუდად გავხდები, ვეღარ ვივლით კაბინეტიდან ლიფტამდე ერთად, ვეღარ დაინტერესდება ჩემი სახლის საკითხით, ჩემი ძილის საკითხით, ჩემი სწავლის საკითხით და კიდევ უამრავი აღარასდროს და ვეღარასდროს… kakha

მძიმედ მახსენდება კახას დაკრძალვის წინა დღე, როდესაც მისი სხეული კამპუსში მოასვენეს. მთელი ღამე კამპუსის ჰოლში, სრულ სიცარიელეში იდგა კუბო და რამდენიმე საათის განმავლობაში სულ რვა თანამშრომელი ვისხედით და ღამეს ვათევდით მის გარშემო. ალბათ ისეთი ტრაგიკული და მარტოსული არასოდეს ყოფილა კახა, კამპუსი და ჩვენ. ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ღამე ჩემს ცხოვრებაში.

რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ხშირად მახსენდება იმ ადამიანების დამოკიდებულება კახასადმი, ვისაც მასთან შეხვედრა უნდოდა. როგორი ბედნიერება იყო მათთვის კახასთან ურთიერთობა, როგორი სიხარულით / შიშით/ პატივისცემით ელოდებოდნენ მასთან შევედრას. ამ ყველაფრის გახსნებისას სულ უფრო ცხადად ვაცნობიერებ რამხელა პატივი მერგო წილად მემუშავა კახასთან და მიმეღო შეუფასებელი გამოცდილება.

რაც უფრო გადის დრო, მით უფრო ხშირად ვფიქრობ იმაზე, რომ შემეძლოს წარსულში დაბრუნება, რამდენ რამეს შევცვლიდი. რომ შეიძლებოდეს კახას სიცოცხლეში დაბრუნება, ან მართლა შეიძლებოდეს სულების არსებობა.  მარტო კახას შემთხვევაში მენდომებოდა სულის არსებობა გამართლებულიყო. აი, რამდენჯერ ყოფილა, მის კაბინეტს რომ გავივლი, ვჩერდები და წარმოვიდგენ, რომ აი, აქ სადღაც დგას და მე ვერ ვხედავ, მერე მეცინება და გული მეწურება ჩემს შეუძლებელ იდეებზე.

კახა გარდაიცვალა, ვიგლოვეთ, ცუდი იყო, უფრო უარესია მის გარეშე ცხოვრება, ემოციურად უმძიმესი წელი მქონდა და ჰქონდა ბევრ ადამიანს და ეს მძიმე განცდა, კახას სიკვდილის, არასოდეს გაქრება, მისი გარდაცვალების შედეგად გაჩენილი მძიმე განცდა იქნება ჩვენთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც გვქონდა პატივი პირადად გვემუშავა მასთან.

ვნერვიულობ, როდესაც მას არ აფასებენ, არ იცნობდნენ და არ იციან როგორი დიადი ადამიანი იყო…

და მაინც, დღემდე მართლა ვფიქრობ, რომ სამოგზაუროდ არის წასული, როგორც სიკვდილამდე გარკვეული ხნით ადრე იძულებული იყო წასულიყო, ახლაც ამ იძულებით გაქცევაში იმყოფება და ერთხელაც მოულოდნელად დაგვადგება თავს…

უფრო ვრცლად

One Comment leave one →
  1. November 16, 2015 19:33

    რა კარგად გიწერია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: