Skip to content

სქემებში მოქცევის პარადიგმებზედ

June 9, 2016

ტექსტის სათაურის ორი ვარიანტი მქონდა, არსებულის გარდა იყო მეორე: “სქემების იდენტიფიკაციისთვის თანამედროვე სამყაროს ბღაუჭებში”. ვერ შეველიე ვერცერთს, ბოლოს, უბრალოდ, მოკლე დავტოვე. 

რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი მეგობარი ვსაუბრობდით სქემებზე, კლიშეებზე და სტერეოტიპულ მიდგომებზე, გადავწყვიტე, ეს თემა ცოტა განმევრცო.

დისკურსი მდგომარეობდა შემდეგში: რამდენად გვაქცევენ გარშემომყოფი ადამიანები სქემებში და აღგვიქვამენ ისე, როგორც დანარჩენ სამყაროს, როდესაც აშკარად ამ ყველაფერზე მაღლა ვდგავართ (სნობიზმს ნუ დამაბრალებთ, თქვენი ჭირიმე, ეს ხუმრობაა ერთგვარი :) )

ყოველდღიურ რუტინაში მოქცეულები ხშირად ვხვდებით სიტუაციებში, როდესაც გვესაუბრებიან იმაზე, რაც თავისთავადია; ამოდიან იმ პოსტულატიდან, რომ ეს შეიძლება არ ვიცოდეთ და უარესი, იმასაც არ უშვებენ, რომ ჩვენ შეიძლება იმაზე მეტიც გვესმოდეს, ვიდრე ეს კონკრეტული საკითხი მოიცავს.

მე და ჩემს მეგობრებს ადამიანებთან მიდგომის კონკრეტული სტანდარტები გვაქვს, ვიცით ვის როგორ ველაპარაკოთ, რადგან ურთიერთობის პროცესში ვხვდებით რა შესაძლებლობები აქვთ გარშემომყოფებს. მიდგომის ეს სტანდარტი არაა თავისთავადი ყველასთვის. თუმცა ამაში გასაოცარი თითქოს არაფერია; თუკი ყოველდღიურად გარშემორტყმული ხარ სოციუმით, რომელიც სტერეოტოპულად აზროვნებს და ლოგიკის ისეთ მარტივ ჯაჭვს ვერ გასცდენია, როგორიცაა 2×2=4-ს, ცნობიერად და არაცნობიერეადაც ყველა სხვა ადამიანსაც მსგავს საბურველში ახვევ. გასარკვევი აქ ის საკითხია, როდის შევძლებთ მასობრივად მსგავსი პოსტულატებიდან ამოსვლას.

კაცობრიობის განვითარებას თუ მივადევნებთ თვალს, ის ძირითადი შინაარსები, რითაც რეალურად ჩვენ განათლებაც ვიღებთ და ვითვლებით ჭკვიან ადამიანებად, სწორედ სქემებიდან ამოსული ადამიანების დამსახურებაა, იქნება ეს ლიტერატურის, მეცნიერების თუ სხვა ნებისმიერი სფერო. თანამედროვეობამ ის მოგვიტანა, რომ ისეთი შესაძლებლობა, როგორიცაა – ინფორმაციული გახსნილობა – გვაქვს საჩუქრად, რაც რეალურად უფრო მასობრივად უნდა გვაგდებდეს კლიშეებიდან და ჩვეულ სქემებს არ ვარგებდეთ აბსოლუტურად ყველას. ადრე თუ სქემებიდან ამოსვლა ერთეულებს შეეძლოთ, ახლა ეს თეორიულად შეგვიძლია ყველას, რაც წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია.

უფრო კონკრეტულად: ინფორმაციულმა გახსნილობამ საშუალება მისცა ყველა ადამიანს ხედვის კუთხე გაიფართოვოს, ისწავლოს, მიიღოს განათლება, გამოიმუშავოს ანალიტიკური აზროვნების უნარი და ეს ყველაფერი გააკეთოს ისე, რომ ამისთვის ნებართვის აღება არ სჭირდებოდეს ვინმე ზემდგომი პირისგან. ინფორმაციულმა ღიაობამ ტრადიციულობა შეცვალა, ზოგადი კაცობრიული სქემები გადაატრიალა.

ტექნოლოგიური განვითარების, პარადიგმების შეცვლის კატასტროფულმა სიჩქარემ გაცილებით წინ გაუსწრო ადამიანების ევოლუციას, რის გამოც ჩვენ ისევ ძველი ამოსავალი წერტილებითა და სქემებით ვხელმძღვანელობთ სხვადასხვა სიტუაციებში. მაგ. სტრესის დროს ჩვენში ჩაბეჭდილი სქემებითა და ინსტიქტებით ვმოქმედებთ, როცა მსგავსი რეაქციები ამ სოციუმში არ გვჭირდება.

ჩვენ, ინფორმაციული გახსნილობისა და ტექნოლოგიური გადატრიალების ეპოქის შვილებს, მარტივად შეგვიძლია ლავირება ამ სამყაროში, რადგან გვაქვს თავისუფალი ნება. რეალურად, თავისუფალი ნება, არჩევანის თავისუფლების არსებობა გვხვდა წილად.

თუმცა არსებობს პრობლემა, როდესაც ჩვენ გარკვეულ სოციალურ წრეში “ვიკეტებით” და არაცნობიერად გვგონია, რომ ამ წრეში ჩამოყალიბებული შეხედულებები საერთო შეიძლება იყოს ყველასთვის, თუმცა როგორც კი ვცდებით ამ წრეს, აღმოვაჩენთ, რომ “გარეთ” სხვა სამყაროა, რისი აღქმაც გვიჭირს და არაბუნებრივი გვგონია.

ყველამ ვიცით, რომ ანტიკურობიდან მოყოლებული არაფერი ახალი არ ხდება, გვეცვლება ბერკეტები რითაც ვპოზირებთ საკუთარ თავთან და საზოგადოებაში (ტექნოლოგიები, ტანსაცმელი და ა.შ.), თუმცა სიუჟეტები, მიდგომები, ემოციები, ლოგიკურად განვითარებადი მოვლენები ვერ იქნება სხვანაირი. ყველა შესაძლო ვარიანტი რისი ქმედითობაც მახასიათებელია ჰომო საპიენსისთვის, ჩვენ გამოვიარეთ უკვე მრავალი საუკუნის წინ.

თანამედროვე კაცობრიობა დგას გამოწვევის წინაშე, როგორ დაძლიოს მრავალსაუკუნოვანი სქემები, რითი პოზირებაც ამ ეპოქაში უკვე შეუძლებელია.

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: