Skip to content

წონასა და სხვა უბედურებებზე

November 17, 2016

მთელი ცხოვრება მსუქანი ვიყავი, მსუქანი, რა, ალბათ, უფრო პუტკუნა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მუდამ უზარმაზარი წონის არსებად აღვიქვამდი საკუთარ თავს. ოდესღაც, ბავშვობაში კი გახლდით ძვალი და ტყავი, მაგრამ, აი, გარდატეხის ასაკში რომ მოვიმატე, დავრჩი და დავრჩი პუტკუნა, უფორმო გოგოდ.

ჩემი წონა ეს იყო ტანჯვის განუწყვეტელი ჯაჭვი, როდესაც ყოველთვის, როდესაც სარკეში ვხედავდი საკუთარ თავს, მეზიზღებოდა ის უფორმო, უფერული და მახინჯი გოგო, რომელიც იქიდან მიყურებდა და კი, ეს ტანჯვა მხოლოდ წონას არ ეხებოდა, ვერ ვიტანდი იმ ფერმკრთალ, ულამაზო სახის ნაკვთების მქონე წვრილთვალება გოგოს, რომლისგანაც საცოდაობისა და უბედურების მეტი არაფერი მოდიოდა.

საკუთარი თავის სიძულვილი გრძელდებოდა ქუჩაში, როდესაც გამონაკლისის გარეშე ყოველთვის მეგონა, რომ აბსოლუტურად ყველა, ვინც მხვდებოდა, დამცინოდა ჩემი სიმახინჯის გამო. გრძელდებოდა სკოლაში, მერე უნივერსიტეტში, ყველგან, ცხოვრების ნებისმიერ ნაბიჯზე.

დიეტაზე, ფაქტობრივად არასოდეს ვყოფილვარ, რადგან არ შემეძლო და ეს ცალკე მტანჯავდა, ჭამა იმდენად მიყვარს, რომ უბრალოდ თვალთ მიბნელდებოდა, თავს ვერ ვიკავებდი და ნებისმიერ ვითომ დიეტის დაწყების დღეს ისეთივე წარმატებით ვჭამდი, როგორც სხვა დღეებში. მერე ამას მოყვებოდა ცალკე უბედურება, რადგან ვიწყებდი თვითგვემას და საკუთარი თავი მძულდა იმის გამო, რომ ჭამისგან თავის შეკავება არ შემეძლო.

რომ დავითვალო რამდენჯერ მიტირია საკუთარი თავისა და სხეულის სიძულვილის გამო, ალბათ გული მეც გამისკდება და თქვენც, მე უფრო იმით ვარ გაკვირვებული საერთოდ ამდენი წელი ასეთი ზიზღითა და დაძაბულობით როგორ გავძელი.

ამ მიზეზების გამო არანაირი სახის კონტაქტი არ მქონია ბიჭებთან. მათთან ურთიერთობის, გადამეტების გარეშე, პანიკურად მეშინოდა. გოგოების მხრიდან თუ რატომღაც რაღაც ფორმით თანალბობის იმედი მქონდა, გამონაკლისი გარეშე, ყველა ბიჭი ჩემდამი სიძულვილითა და დაცინვით მომართული მეგონა.

დაახლოებით ოთხი წლის წინ დავიკელი ყოველგვარი დიეტის გარეშე სტრესისა და უჭმელობის ნიადაგზე. საბედნიეროდ, გამიმართლა და ჩემს ორგანიზმში არაფერი ისეთი ცვლილება არ მომხდარა, რომ ამ დაკლებას უარყოფითი შედეგი გამოეღო.

ახლა, როდესაც იდეაში მართლა აღარ ვარ ისეთივე წონის ადამიანი, როგორც 4 წლის წინ და ჩემი ცხოვრებაც ყველა მიმართულებით შეიცვალა, მაინც არ გამქრალა ის ტვინში ჩაბუდებული საკუთარი თავის ზიზღი წონისა და სიმახინჯის გამო. ყოველთვის, როდესაც ვიხედები სარკეში ვხედავ არა ჩემთვის მოსაწონ სხეულს, არამედ ვხედავ გოგოს, რომელიც მუდამ თვალებით ეძებს კონკრეტულ ნაკლს საკუთარ გარეგნობაში, სადმე რამე ხომ არ მოვიმატე? ეს თვალები ასე რატომ მაქვს? რამხელა ცხვირი მაქვს! ხელები რაღაცნაირად მოუქნელია, ვაიმე, რამხელა მუცელი მაქვს! ეს ფეხები გამისქელდა! ვაიმე, თმა რას მიგავს! და ა.შ.

ყოველთვის, როდესაც ვგრძნობ სიმპატიას საწინააღმდეგ სქესის მხიდან, პირველივე კითხვა რაც მომდის საკუთარ თავში არის – აბა, როგორ შეიძლება მე ამას მოვეწონო? ფაქ, ნუ, რა თქმა უნდა, წითელი თმა მოეწონა ალბათ, მაგრამ აბა კარგად თუ დამაკვირდა, ჩემი სხეული, რა თქმა უნდა, არ მოეწონება. ჩემი ღიმილი როგორ ვერ დაინახა, ფუ, რა საშინელი კბილები მაქვს! და ა.შ. ან რომელიმე ბიჭს დაახლოებით მაინც თუ წარმოუდგენია რა სახის ბედნიერებას ვგრძნობ, თუ კომპლიმენტს მეუბნებიან და პირველივე ეფექტი როცა გადამივლის, ვაიმე, ეს ხომ არ დამცინის, მერე დაცისკროვნებული დავდივარ.

ერთი ალბათ კარგი, რაც მაქვს და როგორღაც მოვახერხე, არის ის, რომ ძალიან მალევე ვახერხებ ამ გაუგებარი ფიქრების ჩახშობას და მხოლოდ გარკვეულად რამდენიმე წამი ან წუთი მაწუხებენ და მერე უბრალოდ ამაზე აღარ ვფიქრობ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის, როდესაც სარკესთან გავივლი, არ ვხედავ რამე ნაკლს.

ზაფხული ძალიან მიყვარს, თუმცა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დისკომფორტს მიქმნის, არის ის, რომ შედარებით მეტად მიწევს სხეულის გამოჩენა და ეს მაკომპლექსებს. რა ჯობია ზამთარს, ჩამოიცვამ ზედ უამრავ ტომარა ტანსაცმელს და ვერავინ შეამჩნევს შენს ნაკლს!🙂

დღემდე, როდესაც მეუბნებიან, რომ გამხდარი ვარ, ეს ჩემში გაოცებას იწვევს, რადგან თავი გამხდარ გოგოდ არ მიმაჩნია და ყოველთვის, როდესაც მეუბნებიან, რომ მოვიმატე, თუნდაც ეს ხუმრობით ნათქვამი ფრაზა იყოს, მაბრუნებს იმ ძველი თვითგვემის პერიოდში და საკუთარი თავი მძულს. დებილივით მივდივარ სარკესთან და ვცდილობ აღმოვაჩინო, სად მოვიმატე და, რა თქმა უნდა, ამ მომატულ ნაწილს ყოველთვის მარტივად ვპოულობ და ძალიან ცუდ განწყობაზე ვდგები.

ალბათ ადამიანებმა რომ იცოდნენ, რა ტკივილს ანიჭებენ ერთმანეთს თუნდაც ხუმრობით ნათქვამი ფრაზით – უი, მოიმატე? – ამას აღარასდროს იზამდნენ.

5 Comments leave one →
  1. Anonymous permalink
    November 17, 2016 18:46

    აი, გამოვჩნდი ანონიმი კომენტატორი დიდი ხნის შემდეგ.
    სინამდვილეში ვფიქრობ, რომ თანამედროვ სამყაროში გასუქება სიკვდილზე უფრო საშიში გახდა. ძნელად წარმოსადგენია ჩემი ცნობიერებისთვის, რომ როგორ არის სამყარო ასე უსამართლო, რომ ჩვენი სხეულები არათუ სიბერისთვის არამედ სიმუქნისთვის გაწირა, ვერადავერ ვეგუები, რომ გავა წლები და იმ მსუქან ქალებს დავემსგავსები ბაზარში რომ დგანან, დიდი ჩანები უჭირავთ, თმა უფორმოდ შეუჭრიათ და გაუგებარ ფორმებზე გაუგებარი მუქი ფერის ტანსაცმელი აცვიათ. აი, ჩვეულებრივი სიკვდილის ტოლფასია ჩემთვის მაგის წარმოდგენა და არ ვიცი, მის წინაში ბრძოლის ნებისყოფა ოდესმე მექნება თუ არა.

    • November 17, 2016 18:56

      ძალიან სევდიანი და ასატირებელი კომენტარია, ღმერთმანი.

  2. November 17, 2016 19:25

    მე დღემდე მახინჯი მგონია ჩემი თავი :დ ოღონდ შენგან განსხვავებით, ჯერ ვერ ვებრძვი. და მემგონი გახდომამდეც მყავხარ ნანახი და მაშინაც მშვენივრად გამოიყურებოდი, ახლა მითუმეტეს :დ

  3. November 18, 2016 09:25

    აუ ბოლო წინადადება იყო მკვლელი ! სასინელი კითხვაა საშინელი ინტონაციით დასმული უმეტესა😦 მეზიზღება😦 ჩემი ამბავი ბლოგზე მაქვს და ეგ ყველაფერიც გამოვლილი მაქვს… არასოდეს არასოდეს არარ დავუშვებ მსგავს რამეს, მცდელობას თავს შევაკლავ და იმ სხეულში არ დავბრუნდები მშობიარობის შემდეგ თითქის 6 წელი რომ ვატარე😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: