Skip to content

ყველაზე უინტერესო პოსტი

მარტი 2, 2017

არ ვიცი რატომ გადავწყვიტე ისევ დავწერო ხოლმე ბლოგზე, ალბათ ნატალიას პოსტმა იმოქმედა. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ დამეზარება, მაგრამ ჯანდაბას, ვცდი 🙂

რამდენიმე დღეა რაც ჩემს სახლში დავბრუნდი და მარტო ვცხოვრობ, დიდი ბედნიერებაა, როცა გინდა მაშინ დაეგდო დივანზე, საწოლზე ან თუნდაც იატაკზე, იარო გინდა ჩაცმულმა და გინდა გახდილმა, გინდა იმღერო, გინდა იცეკვო და მოკლედ, რაც გინდა ის აკეთო, აეე :))

ახლა ცუდი ამბავი – ასე ერთი კვირის წინ ძაღლმა მიკბინა და აცრებზე დავდივარ, დღეს ვიყავი მესამედ, დამრჩა კიდევ ორი აცრა.

დავიწყე Gravity Falls-ს ყურება და ორ დღეშივე დავამთავრე, გადავწყვიტე, რომ ეს იქნება ჩემი საყვარელი ანიმაციური სერიალი. Wendy ჩემი საყვარელი პერსონაჟი გახდა და ვფიქრობ ბლოგზეც მისი ფოტო ხომ არ დავაყენო 🙂 9b7025dcf679140d3c2aafc8c98a1e44

ხვალ დასვენების დღეა და დამწუხრებული ვარ, არ ვიცი ამდენი დასვენების დღე რაში გამოვიყენო, მაინც სახლში უნდა ვიწვე, ფილმებს ვუყურო ან წავიკითხო, ფეხს არ გავდგამ გარეთ.

დღეში ვსვამ ხუთ ჭიქა ყავას, ახლა მეორეზე ვარ, მალე დავიწყებ მესამეს.

დღეს კარგი ამინდია, არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ არა, იდეაში, გარეთ რომ გავდივარ და სიცივისგან არ ვკანკალებ, მიხარია, ჰოდა, შესაბამისად, ალბათ უფრო მიხარია ვიდრე არა.

მალე ერთი თვე ხდება რაც სასმელი არ დამილევია, ამას ძაღლის ნაკბენის აცრებიც დაემატა და ახლა ხომ საერთოდ არ შეიძლება დალევა.

კიდე რა უნდა დავწერო ჩემი უზომოდ უინტერესო ცხოვრებიდან აღარ ვიცი.

აბა მე ვიცი 🙂

Advertisements
2 Comments leave one →
  1. მარტი 2, 2017 11:14

    ჰოლა ^_^ კეთილი იყოს ჩემი პირველი კომენტარი აქ :))

    მარტო ცხოვრება რა ბედნიერებაა, ალბათ. იმდენი ხანია ვოცნებობ, რომ მგონი ბოლომდე ოცნებად დარჩება :დ

    დასვენების დღეების განწყობაზე – გამარჯობა. მეც ეგრე ვარ, გეგმები ჩამეფუშა და არ ვიცი, რა ვქნა 😦

    • მარტი 3, 2017 12:26

      შენი ლამაზი კომენტარი ჩაუგდია სპამში, აჰამ, მივაგენი და გამოვაქვეყნე :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: