Skip to content

ცოტა რამ დეპრესიაზედ

მარტი 3, 2017

დღეს სამი მარტია, დასვენების დღე. ვიფიქრე, დილით გვიან გავიღვიძებ-მეთქი, მაგრამ, ტრადიციულად, ადრე გამეღვიძა და დილის ცხრა საათზე უკვე ჭიქა ყავით ხელში ვიჯექი ლეპტოპთან. გარეთ არც გამიხედავს, ისიც კი არ ვიცი როგორი ამინდია. რადგან მუქი ფარდები მაქვს, სინათლეც დიდად არ შემოდის და აზრზე არ ვარ სამყაროში რა ხდება.

ხამდახან რამდენიმედღიანი კარჩაკეტილობა მაშინებს და ვფიქრობ რომ სადმე გავიდე, მერე მახსენდება, რომ სოციალური კომუნიკაციები საკმაოდ დიდი ხანია გაწყვეტილი მაქვს ადამიანებთან და ვრჩები სახლში. სიმართლე გითხრათ, როგორ მოვახერხე ის, რომ ძალიან კომუნიკაბელური, აქტიური და დიდი სანაცნობო წრის მქონე ადამიანი ვიქეცი ასოციალურ არსებად, არ ვიცი. ვერც იმას ვიტყვი მომწონს თუ არა ეს მდგომარეობა, არა, დიდად არ მომწონს, თუმცა არც ხალხმრავალი ადგილები მიზიდავს დიდად, ასე რომ სჯობს ისევ სახლში ვიყო.

ჩემი გაუცხოება სმაყაროს მიმართ რამდენიმე თვის წინ დაიწყო. თავიდან მიხვდი, რომ აღარცერთი ადგილი, სადაც დავდიოდი, აღარ მომწონდა და არ მიზიდავდა, მერე დისკომფორტი შემიქმნა ადამიანებთან ურთიერთობამ, მერე დამეწყო გაურკვეველი შიშები, რომელთა ახსნა სრულიად შეუძლებელია, უფრო სწორედ, საჯაროდ თქმა დიდად არ მინდა. მერე მივედი ფსიქოლოგთან, რომელმაც მითხრა, რომ სხვა სპეციალისტის ჩარევის გარეშე ჩვენს სეანსებს აზრი არ ექნებოდა. მოკლედ აღმოჩნდა, რომ დეპრესია მაქვს და მკურნალობის კურსი უნდა გამევლო. ჩემმა ანტიდეპრესანტების სმამ ერთი თვე გასტანა და თვითნებურად შევწყვიტე (არასოდეს გააკეთოთ ასეთი რამ!), მერე ცუდად გავხდი, ვერ აგიხსნით ამ ცუდად ყოფნას, ალბათ მხოლოდ დეპრესიაში მყოფი ადამიანები მიხვდებიან რა სახის ცუდად ყოფნაა ეს. კვლავ მივედი ფსიქიატრთან და მკურნალობის კურსი განვაახლე. აი ახლა, მორიგი ანტიდეპრესანტის გადაყლაპვის მერე ვფიქრობ, რა უნდა მიშველოს ან პაწაწინა უაზრო აბმა და მეცინება.

სიხარულს დიდად არაფერი არ მანიჭებს, შედარებით უკეთ ვარ რაიმე ინტენსიური ქმედებისას, როდესაც თავიდან ბოლომდე ხარ ჩართული რაღაცის კეთებაში და სხვა რამეზე არ ფიქრობ, მაგ. აქტიური მუშაობა, სექსი, სიარული და ა.შ. ალბათ ასეთი რამ შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ რაც დაკავშირებულია ვარჯიშთან, სადმე წასვლასთან, ცურვასთან და ა.შ.

ალბათ კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება დეპრესიაზე, მაგრამ იმდენად პირადულია, რომ ასე საჯაროდ აღწერა ცოტა მეუხერხულება.

სამაგიეროდ, სასმელს აღარ ვსვამ; ნუ, ისედაც დიდად არც არასოდეს ვიკლავდი თავს სმით 🙂

ამის დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ რეალურად დეპრესია ძალიან ძალიან ცუდი რამ არის, ადამიანების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ უბრალოდ ცუდ განწყობაზე არიან და გადაუვლით. ნუ მისცემთ ნებას დეპრესიას უფრო ღრმად ჩაგითრიოთ, აუცილებლად მიდით სპეციალისტთან, თორემ რაც უფრო დააგვიანებთ, მით უფრო ხანგრძლივად მოგიწევთ აბების ყლაპვა, ან ალბათ უარესი და სტაციონარული მკურნალობა, თუ აღარ ვიცი კიდევ რა შეიძლება მოხდეს უფრო ღრმად 🙂

გადავწყვიტე საყვარელი ვენდი ყველა პოსტს დავურთო, განწყობას ამაღლებს 🙂

9b7025dcf679140d3c2aafc8c98a1e44

Advertisements
2 Comments leave one →
  1. მარტი 4, 2017 10:18

    კი, დეპრესია ძალიან ცუდი რამ არის და პირველ რიგში, ამ დაავადების სწორი აღქმა უნდა ვისწავლოთ. იმდენად ყოველდღიური გამოყენების გახდა ეს სიტყვა, “დეპრესია”, რომ თავისი რეალური მნიშვნელობა დაკარგა და ცუდ ხასიათზე რომ არიან, იმასაც დეპრესიას ეძახიან; რაც თავის მხრივ, რეალურად დეპრესიის მქონე ადამიანების არასწორ გაგებას და მსუბუქად აღქმას იწვევს, როცა რეალურად, ძალიან მძიმე და რთულ დაავადებასთან გვაქვს საქმე.
    ასევე ამბობენ, რომ 21-ე საუკუნის დაავადება გახდება დეპრესია, რომლისკენაც ყველა მივექანებით, სამწუხაროდ 🙂

    პ.ს ფიზიკური დატვირთვა მეც ძალიან მშველის, როცა ცუდად ვარ 🙂

    • მარტი 4, 2017 14:42

      ახლა მეცინება, როცა მახსენდება განწყობაზე არყოფნას რომ დეპრესიას ვეძახდი, ჰოდა, როცა მართლა დამემართა, ახლა მეცინება რა მსუქუბი იყო ის მდომარეობა ახლანდელთან შედარებით 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: