Skip to content

იოდის კლეტკები

მარტი 5, 2017

სახლში გდების მესამე დღე წარმატებით მიმდინარეობს, დავალაგე სახლი, კარაქსის თითქმის ყველა ფილმს ვუყურე. განწყობის ბრალია თუ ამ რეჟისორის ფილმებშია მარტო ყოფნის არაადამიანური სევდა, არ ვიცი.

 

მარტო ყოფნას აქვს თავისი მინუსები, მაგალითად გუშინ ლამის ვიტირე იმის გამო, რომ ზურგზე ნანემსარი მტკივა და ე.წ. იოდის კლეტკებს ვერ ვიკეთებ და ჩემი თავი შემეცოდა, რომ არ არსებობს ასეთი ადამიანი ვისაც, აი, ასე უბრალოდ მიწერ: ჰეი, მოდი, მჭირდები, ზურგზე იოდის კლეტკები გამიკეთე. აი, ხომ სასაცილოა, მაგრამ მე ზუსტად ეს მჭირდება ძალიან, რომ ვინმემ იოდის კლეტკები გამიკეთოს ზურგზე…

ჰოდა, დავფიქრდი ამაზე და მივხვდი, რომ ძალიან შევზღუდე საკუთარი თავი ურთიერთობებში, იმდენად მაქვს იმის შიში ვინმეს არ ეგონოს რამეს ვავალდებულებდე, რომ არასოდეს არავის არაფერს არ ვთხოვ, არადა, რეალურად რა პრობლემაა, გქონდეს ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც მოვა და უბრალოდ იოდის კლეტკებს გაგიკეთებს ზურგზე…

იოდის კლეტკები იქით იყოს და ნებისმიერი სურვილის შეზღუდვა განპირობებულია მხოლოდ იმით, რომ სხვა არ შევაწუხო. კი, კი, მე ეს ძალიან მჭირდება, მაგრამ როგორ ვთხოვო ეს ვიღაცას… კი, მე ახლა უბრალოდ ტირილის ხასიათზე ვარ, მაგრამ როგორ ვიტირო, მტირალა გოგოები არავის მოსწონს… კი, მე ახლა მინდა ვიწუწუნო და ათასი სისულელე ვილაპარაკო რაციონალური საუბრების ნაცვლად, მაგრამ ვის უნდა შენი აბდაუბდის მოსმენა… ყველას ძლიერი, გაწონასწორებული, მხიარული, ლამაზი, დალაგებულად მოლაპარაკე სჭირდები და თუ ამ ჩამონათვალს არღვევ, გეშინია არ აიკრა იარლიყი სტანდარტული ისტერიჩკა გოგოსი, რომელიც სხვებს სულ რაღაცას სთხოვს და ავალდებულებს. ეს სტატუსების მოთხოვნა საზოგადებისგან ხომ მარაზმია, მაგრამ მეორე მარაზმია, როდესაც შენი პანიკური შიშის გამო ამ სტატუსების მიმართ, ყველაფერს გაურბიხარ…

9b7025dcf679140d3c2aafc8c98a1e44

Advertisements
4 Comments leave one →
  1. მარტი 6, 2017 06:21

    ჩემი თავი ვიცანი სტრიქონებს შორის 😦 ისევე მჭირდება ხანდახან ნამდვილი გულწრფელი და მარტივი ურთიერთობები როგორც მშიერს საჭმელი, მაგრამ მე ჩემს თავსაც ვაბრალებ ამას … ცუდმა გამოცდილება აღარ მაძლევს მოსვენებას და მომაქცია მარწუხებში…<3

  2. მარტი 6, 2017 07:54

    Social Anxiety ქვია მაგას. გეშინია რომ ადამიანები ცუდად შეგაფასებენ მხოლოდ იმიტომ რომ შენ დაგჭირდა რაღაც. არ არის ეგ კარგი სიმპტომი. თავს უნდა დააძალო რომ უფრო სოციალური გახდე, დაწმუნდე რომ ხალხს ისეთი უყვარხარ როგორიც ხარ და ხანდახან თუ შენ დაგჭირდა სხვისი დახმარება მაგაში არაფერია ცუდი.

  3. აპრილი 26, 2017 18:34

    ძალიან მომინდა გამეკეთებინა იოდის კლეტკები შენთვის, მიუხედავად იმისა რომ შორიდან თუ გიცნობ :დ იყავი გულწრფელი, ამის გარეშე არაფერია ცხოვრება..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: