Skip to content

მაინც ყველანი მოვკვდებით

მარტი 6, 2017

ეგზისტენციალური ფილოსოფიის მიხედვით არსებობს სამი სახის სასოწარკვეთილება:

  • პირველია, როდესაც ხარ სასოწარკვეთილებაში, მაგრამ არ იცი ამის შესახებ;
  • მეორეა, როდესაც იცი, რომ სასოწარკვეთილებაში ხარ, ვერ ეგუები ამ მდგომარეობას და ცდილობ ამოძვრე;
  • და მესამე, როდესაც იცი, რომ სასოწარკვეთილებაში ხარ, მაგრამ ეგუები ამ მდგომარეობას და ისე აგრძელებ ცხოვრებას.

ყველაზე რთული, რა თქმა უნდა, მესამე მდგომარეობაა, რადგან რთულია იცოდე, რომ ხარ სასოწარკვეთილებაში და ამას ეგუებოდე, ძალიან ბევრი შრომა, ფიქრი და შინაგანი ბრძოლების გადალახვაა საჭირო, რომ მიაღწიო ამ მდგომარეობას.

მე მგონია, რომ ყველა ადამიანი 27 წლის შემდეგ ცუდად არის და ეს ბუნებრივი მდგომარეობაა. ეს 27 წელი საშუალოდ ავიღე, შეიძლება ზღვარის ოდნავ დაწევაც და აწევაც. 27 წლამდე კონკრეტული მიზნები გაქვს, რომლებსაც რაღაც ვადები აქვს და ნელ-ნელა მიყვები ამ საფეხურებს. სწავლობ სკოლაში და იცი, რომ მერე უნივერსიტეტში უნდა ჩააბარო, აბარებ უნივერსიტეტში და იცი, რომ მერე სამაგისტროზე უნდა გააგრძელო სწავლა, ამთავრებ სამაგისტროს და იწყებ მუშაობას და მერე? მუშაობ, მუშაობ, მუშაობ, მუშაობ, მუშაობ, მერე ახალი სამსახურია შენი მიზანი, ადიხარ კარიერული განვითარების სხვა საფეხურზე და ისევ მუშაობ, მუშაობ, მუშაობ და მერე? ეს არის ცხოვრება? დაახლოებით 27 წლის ასაკში ხვდები, რომ რაღაც მისაღწევები უკვე გადალახე და ამოწურე და მერე დარჩენილი ცხოვრება დაახლოებით ერთ კონდიციაში უნდა გააგრძელო, აქ იწყება ბრძოლა საკუთარ თავთან, ეგზისტენციალური კრიზისი, ცუდად ყოფნა, ცდილობ იპოვო გამოსავალი, შეგაქვს ცვლილებები შენს ცხოვრებაში, მაგრამ ნელ-ნელა იმასაც ხვდები, რომ ნებისმიერი ცვლილება მხოლოდ იმ მომენტში გახალისებს და განიჭებს სიხარულს, ამ მნიშვნელოვან კითხვას კი თუ რა არის შენი ცხოვრება საბოლოო ჯამში, პასუხი კვლავ არ აქვს.

რეალურად ყველა მსგავსი ბრძოლა არის ბრძოლა დასასრულთან, ჩვენ ცნობიერად თუ არაცნობიერად მივდივართ დასასრულისკენ (ანუ სიკვდილისკენ) და ვიცით რა, რომ ვერაფრით ამას ვერ გავექცევით, ვცდილობთ რაღაც აზრი შევძინოთ ამ ცხოვრებას. აქედან მოდის მსგავსი მიზნები – რაღაც ისეთი უნდა გავაკეთო, რომ სიკვდილის მერე ხალხს ვახსოვდე! და რა მერე? როცა მოვკვდებით, ჩვენ ვწყვეტთ არსებობას, მერე აბსოლუტურად აზრს კარგავს ის, ვინმეს ემახსოვრები თუ არა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ამასთან შეგუება და ამიტომ მაინც ვცდილობთ კვალის დატოვებას.

რამე აუცილებლობაა იმის, რომ საქვეყნოდ ან მსოფლიოს მასშტაბით გააკეთო ისეთი რამ, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ახსოვდე და დასწყდეს შენი სიკვდილის გამო გული? კი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როდესაც რამის განვითარებაში შეგაქვს წვლილი და კვალს ტოვებ, მაგრამ ეს ხომ ყველას არ შეუძლია, ხომ შეიძლება იყო აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანი და ყოველგვარი კვალის გარეშე მოკვდე? უბრალოდ იცხოვრო გარკვეული დრო და მერე შეწყვიტო არსებობა? რატომ გვიჭირს ამ აზრთან ასე შეგუება? სიკვდილის აუტანელი შიში ვერ გვაგუებინებს ამ აზრს.

ჰო, ბოლოს მაინც ყველანი მოვკვდებით…

redbackground.jpg

 

Advertisements
3 Comments leave one →
  1. მარტი 6, 2017 10:25

    ძალიან სწორი ფორმულირება იყო, აქამდე ამაზე ამ კუთხით არ მიფიქრია. მეგონა, რაც ვიზრდებოდი, სტრესიც იზრდებოდა და ამიტომ ვიყავით ცუდად. რეალურად, მიზანი აღარ გაქვს თითქოს და ვეღარ ხვდები, რატომ უნდა გააგრძელო ცხოვრება.
    ამიტომ სულ სადღაც ვსწავლობ, რომ შევწყვიტო, მგონია, რომ მიზანს დავკარგავ 🙂

    • მარტი 6, 2017 10:36

      მეც არ მიფიქრია ადრე ამაზე, რადგან ადრე რაღაც სტანდარტული მიზნები მქონდა, მაგრამ ეს სტანდარტული მიზნები უკვე გამოვიარე და რაღაც ისე ვერ ვარ მდგომარეობაში რომ აღმოვჩნდი და ვიფიქრე ამაზე, ეს დასკვნდები გამოვიტანე. რა თქმა უნდა, შედარებით უკეთ იქნები, როდესაც სულ რაღაც მიზნები გექნება, მაგრამ უმეტესი ადამიანის ცხოვრებაში რაც გინდა იმის გაკეთება რთულია. მაგალითად მე ძალიან მინდა მოგზაურობა, მაგრამ ვიცი რა, რომ ვმუშაობ და ასე უცებ ვერ მოვწყდები ამ სამსახურს და ვერსად ვერ წავალ…

  2. მარტი 6, 2017 21:21

    ერთადერთი რაც ამ მდგომარეობას შეგიძლია დაუპირსპირო არის ფიქრი მიიღო სიამოვნება. ამისთვის საჭიროა ინტერესების მრავალფეროვნება ალბათ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: