Skip to content

ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე

მაისი 1, 2017

შესავალშივე განგიმარტავთ, რომ მილან კუნდერა ჩემს პოსტთან არაფერ შუაშია, უბრალოდ, სათაური “დააკვდა” იმას რაზეც მინდოდა დამეწერა 🙂

რამდენინე თვის წინ ვნახე ფილმი ტოკიო, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება და სამი სხვადასხვა რეჟისორის მიერაა გადაღებული. ერთ-ერთი ნაწილი რეჟისორ ჯუნ-ჰო ბონის (Joon Ho Bong) ეკუთვნის და გვიყვება იაპონელ ბიჭზე, რომელიც სახლიდან მრავალი წელია არ გამოსულა, არავისთან არ შედის კონტაქტში, მხოლოდ მათთან, ვისაც შეკვეთილი საჭმელი მოაქვს, იმათაც თვალებში არ უყურებს. ფილმი საინტერესო იყო, მასზე რევიუების კითხვისას წავაწყდი მოვლენას, რომელსაც ჰიკიკიმორი ჰქვია და გამოხატავს ადამიანებს, რომლებმაც უარი თქვეს სოციალურ ცხოვრებაზე, სახლიდან არ გამოდიან და არავისთან არ აქვთ კონტაქტი.

ჰიკიკიმორი წმინდად იაპონური მოვლენაა და გამოხატავს ადამიანებს, რომლებიც ექვს თვეზე მეტია რაც სახლიდან (ხანდახან კი საკუთარი ოთახიდანაც კი) არ გამოდიან, არ აქვთ არანაირი სოციალური კონტაქტები სხვა ადამიანებთან და ცხოვრობენ მშობლების ხარჯზე. მათ შეუძლიათ წლობით არ დაარღვიოთ თვითიზოლაცია. როგორც წესი, ეს ჩაკეტილობა ნელ-ნელა ვითარდება, ჰიკიკომორები ჯერ კარგავენ მეგობრებს, ხდებიან ემოციურად არამდგრადები, მორცხვები და არაკონტაქტურები, ბოლოს კი იკეტებიან საკუთარ ოთახებში.

ჰიკიკიმორების რაოდენობა იაპონიაში ერთ მილიონამდე აღწევს და მათი საშუალო ასაკი 30 წელია. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი ცხოვრების სტილი ახალგაზრდების პრობლემაა (ეს მოვლენა თავდაპირველად მოზარდებში დაფიქსირდა, ახლა ვინც უკვე დიდია, მათ დიდი ხნის წინ მიმართეს ჰიკიკომორობას) რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ბევრი კვლევა ჩატარდა, თუმცა ფსიქოლოგები და სხვა მკვლევარები ბოლომდე ჯერ არ შეთანხმებულან, თუ ზუსტად რისგანაა გამოწვეული ეს მოვლენა.

ჰიკიკომორის აქვს წარმოშობის რამდენიმე თეორია და გამომწვევი მიზეზები, რომელთაგან ყველაზე საინტერესო სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორებია. მაგ.

  • ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა საშუალებას აძლევს საშუალო კლასის იაპონურ ოჯახებს საკუთარი შვილები სულ თავად არჩინონ, ჰიკიკომორობა იშვიათად გვხვდება იმ იაპონურ ოჯახებში, რომლებიც საშუალო კლასზე დაბლა არიან.
  • კონკრეტული ეკონომიკური და სოციალური ფაქტორებიდან გამომდინარე იაპონელ ახალგაზრდებს შეერყათ რწმენა, რომ ძალისხმევა, რასაც ისინი დაახარჯავენ კარიერას, დაფასებული აღმოჩნდება. ისინი სკეპტიკურად უყურებენ იმ სისტემას, რაშიც იმყოფება უფროსი თაობა. შესაბამისად, ცხოვრებისუელი და კარიერული ორიენტირების არარსებობა იაპონელ ახალგაზრდობას თვითიზოლაციისკენ მიდრეკილს ხდის.  მაგალითად ერთ-ერთი ყოფილი ჰიკიკომორი ყვება, რომ მან ჰიკიკომორობა პროფესიის ვერარჩევის გამო მიმართა, მეორე კი საყვარელ ადამიანთან დაშორების გამო გახდა ასეთი.
  • ასევე მნიშვნელოვანია მშობლებისა და შვილების განსაკუთრებული კავშირი ერთმანეთში, ემოციური დამოკიდებულება ე.წ. ამაე (არ ვიცი ქართულად როგორ ითარგმნება ინგლისურად ესაა – Amae – The Anatomy of Dependence), რაც გამოიხატება უკიდურეს დამოკიდებულებაში მშობლებზე და შემდეგ მათ ხარჯზე ცხოვრებაზე. სწორედ ამის გამოა ბევრი ფსიქოლოგი საკმაოდ სკეპტიკურადაა განწყობილი ჰიკიკომორების ესკაპისტური (ესკაპიზმი ეს არის რეალობიდან გაქცევა და გამოგონილ სამყაროში ცხოვრება) ფილოსოფიის მიმართ და მათ უწოდებს ეგოისტებს, რომლებმაც უბრალოდ გადაწყვიტეს არჩევანი არ გაეკეთებინათ და ყველა ალტერნატივას საერთოდ არაფრის კეთება და მშობლების ხარჯზე ცხოვრება არჩიეს.

ჰიკიკომორობა წმინდად იაპონური მოვლენაა, თუმცა არსებობს ზოგიერთი მკვლევარი, რომელიც მას მსგავსი ტიპის სხვა მოვლენებსაც უკავშირებს. მაგალითად ჰიკიკომორებს ხშირად ადარებენ ე.წ. თაობა X-ს (Generation X), რომლებიც 1960-80 იან წლებში დიაბადნენ, თუმცა მათ ჰიკიმორებისგან განხვავებით ჰქონდათ იდეოლოგია, რაც მდგომარეობდა არ მიეღოთ მოანწილეობა სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებში, არ ჩარეულიყვნენ პოლიტიკაში და ა.შ. ასევე, ადარებენ NEET-ს (Not in Employment, Education or Training), ტერმინი დასაბამს დიდი ბრიტანეთიდან იღებს და გამოხატავს 16-34 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც არ სწავლობენ და არ მუშაობენ, ფენომენი განსაკუთრებით გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში. ნიშანდობლივია შედარება Hervibore Men-თან, Fushūgaku-სა (ორივე ასევე იაპონური მოვლენაა) და Loner-თან (დაწვრილებით ამ მოვლენებზე სხვა პოსტებში დავწერ ნამეტანი გრძელი რომ არ გამოგვივიდეს :)).

დიდი განსხვავებაა სოციოფობსა, აუტისტური აშლილობის მქონე, დეპრესიაში მყოფ ადამიანსა და ჰიკიკიმორს შორის. დეტალურ განსხვავებაზე ფსიქოლოგებს ჯერ პასუხები არ აქვთ. რაც შეეხება ზემოთმოყვანილ შედარებებს ჰიკიკომორობასა და სხვა მოვლენებს შორის, პირადად მე განსაკუთრებულ კავშირს ვერ ვხედავ (წმინდად იაპონური მოვლენების გარდა). ის ფაქტი, რომ ჰიკიკომორობა წმინდად იაპონური მოვლენაა ძალიან სწორ შენიშვნად მიმაჩნია იაპონელების მიერ სამყაროს აღქმიდან, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებიდან, კულტურული ღირებულებებიდან და სხვა მრავალ ფაქტორთაგან გამომდინარე, რომელსაც მე, როგორც ევროპული ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის მატარებელი ადამიანი, ვერასოდეს გავიგებ.

ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც იაპონელებს უცხოპლანეტელებად მიიჩნევს (ნუ, გარკვეულწილად, ხუმრობით, რა თქმა უნდა) ჩვენ და მათ მიერ სამყაროს აბსოლუტურად სხვაგვარი ხედვის გამო, დამამშვიდა, რომ ეს გლობალურად გავრცელებული მოვლენა არ გახდება, რაზეც ჩემი პასუხი იყო, რომ ძალიანაც რომ მივესალმები ცხოვრების ასეთ წესს, უმუშევრობის ფაქტორს თუ გამოვრიცხავთ 🙂 მეორე მეგობარმა კი იხუმრა, რომ ჰიკიკომორობა ჰარაკირის გათანამედროვებული ვერსიაა, იქამდე თუ აპონელები თავს იკლავდნენ, ახლა ახალგაზრდები ჰიკიკომორობას მიმართავენ 🙂

ვისაც ეს მოვლენა გაინტერესებთ, ინტერნეტში საკმაოდ ბევრი მასალაა ამ საკითხზე, ასევე, გირჩევთ უყუროთ ტოკიოს.  ამ მოვლენაზე გადაღებულია ანიმეები, თუმცაღა არ გახლავართ რა ანიმეს დიდი თაყვანისმცემელი, შესაბამისად, არ მაქვს ნანახი და ვერაფერს გეტყვით, დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ თავად ნახოთ.

ტარკოვსკი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს ასეთ რამეს: მე ვურჩევდი მათ (ახალგაზრდებს), რომ იცოდნენ მარტოობაში ყოფნა, უყვარდეთ საკუთარ თავთან მარტო ყოფნა უფრო ხშირად. თანამედროვე ახალგაზრდების პრობლემა ის არის, რომ ისინი ცდილობენ გაერთიანდნენ რაღაც ხმაურიანის, ხანდახან კი აგრესიული ქმედებების საფუძველზეც კი. გაერთიანდნენ იმისთვის, რომ თავი არ იგრძნონ მარტოდ ეს არის ძალიან უსიამოვნო სიმპტომი. მე ვფიქრობ, რომ ადამიანი დაბადებიდან უნდა სწავლობდეს მარტო ყოფნას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტოსული უნდა იყო, არა, ეს არის ცოდნა იმისა, რომ არ მოიწყინო მარტომ საკუთარ თავთან, რადგან ისინი, ვინც იწყენენ საკუთარ თავთან მე მგონია საფრთხეში მყოფი ადამიანები.

Advertisements
No comments yet

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: