Skip to content

Horace and Pete

დეკემბერი 25, 2017

Horace and Pete არის ათსერიანი ტრაგიკომედია, მე უფრო დეპრესიულ დრამას დავარქმევდი, რადგან საკმაოდ რთულია კომედიის რამე ფორმა უწოდო იმ მელანქოლიას, რასაც ვხედავთ ეკრანზე. თუ ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ მიუჯდება ლეპტოპს და ჩართავს გემრიელს სერიალს, სადაც ყოველ მეორე წუთზე უნდა გაიცინოს, იმედები უნდა გაგიცრუოთ, სხვაგან მოხვდით, ამას თავად სერიალის შემქმნელი, Louis CK გვეუბნება და აფრთხილებს თავის მაყურებელს, რომელსაც მისგან, როგორც ცნობილი კომედიანტისგან, მხიარული სცენების მოლოდინი აქვს.

მოქმედება ვითარდება ბრუკლინში არსებულ ბარ Horace and Pete-ში, რომელსაც არსებობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის თაობიდან თაობას გადაეცემოდა მემკვიდრეობით.  ბარს უკვე მერვე თაობის ჰორსი და პიტი ხელმძღვანელობენ. პიტის როლს გენიალური სტივენ ბუშემი ასრულებს. ბარში ასევე არის უფროსი პიტი, ალან ალდა, რომელსაც ლოთი და რასისტი ბიძის როლი აქვს. მისი თამაში იმდენად გენიალურია, რომ ყველა სცენა, სადაც ის თამაშობს, თამამად შეიძლება ითქვას – უნიკალურია. კიდევ ერთი პერსონაჟია ჰორსის და, რომლის როლს ედი ფალკო ასრულებს (უმეტესობა მას “სოპრანოს კლანიდან” იცნობს). სერიალში ასევე შეხვდებით საოცარ ჯესიკა ლანგს.

ყველა გმირს აქვს თავისი ისტორია, არ არსებობენ შემთხვევითი პერსონაჟები, მათ შორის არც ბარის სტუმრები. ყველა სტუმარს თავისი ფუნქცია და სახასიათო როლი აქვს. სერიალი ახერხებს და ეხება ბევრ აქტუალურ და მარადიულ საკითხს: ტრადიციებს, ოჯახურ ურთიერთობებს, უმცირესობის თემებს, პოლიტიკას, იდეოლოგიებს, ჰომოფობიას, გენდერის თემებს, ფსიქიკურ პრობლემებს, ძალადობას და ა.შ. გმირები უხეშად და აგრესიულად კამათობენ კონკრეტულ საკითხზე, თუმცა საინტერესოდ და არგუმენტირებულად, რის გამოც ყურადღებით და დაძაბული უსმენ თითოეულ ფრაზას და საუბრის / კამათის დასასრულს მცირედად ამაოების განცდა გეუფლება, რადგან გმირების მოლოდინები და შეხედულებები ყოველთვის პესიმისტურია და ეს პესიმიზმი შენც გეუფლება.

გმირებს გამოკვეთილი დადებითი ნიშნები არ აქვთ, ზოგი რასისტია, ზოგი მოძალადე, ზოგი მოღალატე, ზოგი დაუნდობელი, ზოგი ალკოჰოლიკი და ა.შ. მაგრამ მათ თითქოს ეს უარყოფითი მახასიათებლები და შეცდომები უფრო აახლოვებს და გულახდილს ხდის, ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს იმ გენიალურ სერიაში, სადაც ჰორასს ყოფილი ცოლი უზიარებს თავისი პრობლემის შესახებ იმაზე დაყრდნობით, რომ მის ყოფილს ქმარს მსგავსი ქმედება წარსულში აქვს ჩადენილი და ახლა ქმნა რა თავად იგივე, მისთვის თითქოს გასაგები გახდა ჰორასის ადრინდელი ემოციები. თავად შეცდომის შინაარსი შეიძლება ამაზრზენი იყოს, მაგრამ თავად გმირებს შორის სულ სხვა სიგნალებსა და ემოციებს იძლევა და მაყურებელს არა განსჯის, არამედ ემპათიის განცდის საშუალებას აძლევს.

სერიალის ყურების დროს სულ გაქვს განცდა, რომ მათი სამყარო დროშია გაყინული, ისინი ამ ბარის აჩრდილები არიან და ნებისმიერი მცდელობა ცვლილების განხორციელების, მხოლოდ ამაო გაფართხალებაა და ისინი საკუთარ სვებედს ვერ გაექცევიან.

ეს არაა რიგითი სერიალი, რომელსაც, აი, ასე დავსხდებით და ვუყურებთ, ეს არის შედევრი, რომელიც სულაც შეიძლება ახალი სიტყვა გახდეს ამ ფორმატის და ჟანრის მიმართულებით. ასე რომ დასხედით, მეგობრებო, რამდენიმე საათით ჩაიძირეთ სერიალის ამაოებაში, არ ინანებთ! : )

Advertisements
One Comment leave one →

Trackbacks

  1. Better Things |

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: