Skip to content

Error 2017

დეკემბერი 29, 2017

2016 წელს რომ დამეწერა ეს პოსტი, იქაც იმავეს ვიტყოდი, მაგრამ 2017 უარესი აღმოჩნდა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ 2016 წელს ფსკერისკენ წავიდა ჩემი ცხოვრება და 2017-ში ბოლომდე დაეცა, დაიმსხვრა და ნაგვად იქცა. აბსოლუტურად ყველა მიმართულებით ყველაზე მძიმე წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. თუ რამე ცუდი შეიძლება რომ დამართნოდა ადამიანს, ყველაფერი ამ წელს დამემართა, ერთი რაც არ მომსვლია, რამე ფიზიკური დაავადება  არ აღმომჩენია (ამაზეც არ ვარ პასუხისმგებელი, დიდი ხანია ექიმთან არ ვყოფილვარ, რომ ჩემი მდგომარეობა გამერკვია), აი, ამის გარდა დანარჩენი ყველაფერი კატასტროფულად ცუდი იყო.

ამ წელს ჩემი ცხოვრებიდან წავიდა რამდენიმე მეგობარი, აირია პირადი ცხოვრება, დავკარგე სამსახური, დამემართა დეპრესია. მოვიარე რამდენიმე ფსიქოლოგი, დავდიოდი ფსიქიატრთან, ვსვამდი წამლებს, მერე თავს ვანებებდი, მერე ისევ თავიდან დავიწყე, კვლავ დავანებე თავი. წელს რამდენჯერმე ძალიან ახლოს ვიყავი სუიციდთან, მაგრამ უბრალოდ ვერ გავბედე ამ ნაბიჯის გადადგმა. წელს თითქმის არ ყოფილა დღე, როცა მე მინიმუმ ერთხელ მაინც არ მეტირა.

წელს დამემართა ის, რასაც ადამიანები ფსკერამდე დაცემას ეძახიან, რომლის იქით უბრალოდ ვეღარ ჩახვალ, მაქსიმუმ ძალით იჩიჩქნო ამ ფსკერში და დაიმატო სევდები და უბედურებები. ან დარჩე გაყინული ამ მდგომარეობაში.

მე ვერ ვიტყვი, რომ მეშინია მომავალ წელს რამე უარესი არ მოხდეს, უარესი უბრალოდ ვეღარაფერი მოხდება, თუ ამას რაიმე რთული ავადმყოფობა არ დაემატა, მე მეშინია მხოლოდ იმის, რომ ყველაფერი ისევ ისე არ გაგრძელდეს.

ადამიანებს გვიყვარს გარემოზე და ზოგადად სამყაროზე რაღაცების გადაბრალება, თუ ცუდად ვართ, ვიძახით ვაი, ეს რატომ დაგვემართა, რა დავაშავე, ეს იმის ბრალია, ეს ამან განაპირობა და ა.შ. არა, არაფერი არაა გარემოს ბრალი, 2017 ყველაზე მძიმე წელი ასეთი 100%-თ მხოლოდ ჩემი დამსახურებითაა. ახლა ჩემი მიზანი დარჩენილი ძალების მოკრება (თუ დამრჩა რამე ძალა, ჯერ არ ვიცი) და ბრძოლა უნდა იყოს იმისთვის, რომ მომავალ წელს მქონდეს უკეთესი ცხოვრება.

მომავალ წელს რომ უკეთესი ცხოვრება მქონდეს, უნდა ავდგე საწოლიდან, რომელშიც ბოლო ერთი თვეა ვკოტრიალობ და გავიდე გარეთ, შევეჩვიო სოციალურ კომუნიკაციებს, გავიხსნა მეგობრებთან, ვიფიქრო საქმეზე, მეტი ნდობა გამიჩნდეს გარესამყაროს მიმართ და დავივიწყო საკუთარი თავის სიძულვილი.

აბსოლუტურად ყველა პრობლემა საკუთარი თავის დაუფასებლობიდნა მოდის, ყველა კრახი, ყველა დამარცხება, ყველა ტკივილი დაკავშირებულია საკუთარი თავის შეცოდებასა და სიძულვილთან.

მე არ მაქვს ილუზია, რომ უნიკალური ვარ, მე ვიცი, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს პრობლემა, იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე წარმომიდგენია, მაგრამ ჩემი ცხოვრება მხოლოდ ჩემი ცხოვრებაა და ჩემი უბედურებები მხოლოდ ჩემი, ჩემს ტკივილებს სხვისი პრობლემებით არაფერი ეშველება და არც არაფერი შეიცვლება.

სასაცილოდ მეჩვენება 2017 წლის რამდენიმე აბზაცად აღწერა, მაგრამ უფრო დეტალურ აღწერას არც აზრი აქვს, არც საინტერესოა და არც არის აუცილებელი საჯარო იყოს. ამ პოსტის მიზანი არაა ვინმეს ჩემი ტრაგედიები თავს მოვახვიო, მე ამას ვწერ საკუთარი თავისთვის, ვწერ იმისთვის, რომ სულ მახსოვდეს ყველაზე მძიმე 2017 წელი და აღარასოდეს დავეცე ასე საშინლად, როგორც ამ წელს დავეცი.

განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს რამდენიმე მეგობარს, რომლებიც წარმოდგენა არ მაქვს როგორ მიძლებენ, რატომ ვუყვარვარ და ძალას არ იშურებენ, რომ მე უკეთ გავხდე. სრულიად გულწრფელად ვამბობ, რომ არა ისინი, მე არ ვიცი როგორ გავუძლებდი ამ ყველაფერს. მე საუკეთესო მეგობრები მყავს!

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!

Advertisements
5 Comments leave one →
  1. ანონიმური permalink
    დეკემბერი 29, 2017 15:33

    ვაიმე,მოგიკვდი, მოგიკვდი

  2. ანონიმური permalink
    დეკემბერი 30, 2017 10:05

    გამარჯობა ნათი. მე შენი ფბ ფრენდი ვარ დიდი ხანია და მას შემდეგ რაც ამ პრობლემებზე საუბრობ სულ მინდა რომ კომენტარი დავწერო მაგრამ სულ თავს ვიკავებ. არვიცი რისი მერიდება ან მრცხვენია მაგრამ მე მიჭირს ამაზე შენსავით გაბედულად და თამამად საუბარი. 2014 წლიდან ვაგდივარ ზუსტად ეგეთ ფსკერზე, უფრო სწორად 2014 ში დაიწყო და 2016 წელს დაგვირგვინდა. 2,5 წელი უბრალოდ ვიჯექი და მტანჯავდა მსგავსი პრობლემა. დღითი დღე უარესდებოდა ჩემი სულიერი მდგომარეობა და ამას ემატებოდა სრული ნიჰილიზმი და ყველაფრის მიშვება, საკუთარი თავის შეცოდება და სიძულვილი. არასრულფასოვნების კომპლექსი, რომელმაც ძალიან ცუდი რამეები დამატეხა თავზე. მეგობრებთან პრობლემები და გაურკვევლობა. ყლეობას, ყლეობაზე ვაკეთებდი და ძალიან დიდი ნეხვის გვერდით ვცხოვრობდი. არვიცი რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რა შეიცვალა, მაგრამ ნელ-ნელა ეს გაყინული მდგომარეობა ლღვობისკენ წავიდა. ნიჰილისტური დამოკიდებულება მაინც ხშირად იჩენს ხოლმე თავს მაგრამ 2017 წლიდან დაიწყო ძვრები, ნელა და თავისთავად. საერთოდ არ ყოფილა ეს წელი არაფრით განსაკუთრებული, უბრალოდ მხოლოდ იმით ვარ მადლიერი რომ ეს ძვრები დაიწყო ჩემს ცხოვრებაში. და მჯერა რომ ნელ ნელა ყველაფერი დალაგდება. ამიტომ შენც ამას გისურვებ და მჯერა მართლა რომ ნელა ყველაფერი დალაგდება. Wish you a lot of miracles in 2018. Love you ❤

  3. იანვარი 1, 2018 21:26

    გამარჯობა, ვფიქრობ ამ დეპრესიას ადამიანებში, არა საკუთარი თავის მიმართ სიძულვილი არამედ დაუძლეველი “სიყვარული„ იწვევს, საკუთარი უსასობით,საცოდაბით ტკბობა, ტკბობა იმით, რომ არ შეგიძლია მათ ფეხი აუწყო და უბრალოდ იცხოვრო; საბოლოდ დავასკვენი, რომ ამ წრიდან გამოსავალი ერთადერთა-მიეცე თვით დავიწყებას, არ იფიქრო იმაზე თუ ვინ ხარ ,რას წარმოადგენ, საკუთარ თავზე,საკუთარ ვნებებზე წინ სხვები უნდა დააყენო(მთლად ფილანტროფიას არ ვგულისხმობ),ბოლოსდაბოლოს ყველაფერს აქვს დასასრული, არ ვიცი ეს „ჩემი“ ფილოსოფია ამას როგორ ეხება,თან ცოტა,არა საკმაოლ შემთვრალი ვარ ახალი წლის ფონზე, მოკლედ ბოლომდე უნდა მიიღო ერთი მდგომარეობა რომ თავი დაღწიიო, თან თითეული ადამაიანისთვის არსებობს პატარა პატარა სიმოვნებები განწყობის დასაძლევად-მუსიკა,ხატვა,კითხვა.. ბოლოს და ბოლოს სიკვდილიც კი გამოსავალია,აუ ახლა საკუთარ ნაწერზე ვარწყევ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s

%d bloggers like this: