Skip to content

ფორთოხლის გოგონა

ახლა 2014 წლის 5 ივნისია. ეს კი სამი წლის წინ არის დაწერილი. ახალი about me-ს დაწერა მეზარება. თუ გეხალისებათ, წაიკითხეთ, თუ არადა, დაიკიდეთ.

მე ვარ ნათია გულისაშვილი, როგორც ინტერნეტ-სივრცეში მიცნობენ: ფორთოხლის გოგონა, რატომ ფორთოხლის გოგონა? იმიტომ რომ ვჭედავ ფორთოხალსა და ფორთოხლისფერზე, არ ვიცი რა მემართება ამ ფერს რომ ვხედავ, კარგ განწყობაზე მაყენებს და ოპტიმიზმით მავსებს.  ჰო, ისე შევეჩვიე ფორთოხალოთი რომ მომმართავენ, ხანდახან, ნათიაზე რეაქცია აღარ მაქვს ხოლმე. 

ფორთოხლის გარდა, ძალიან მიყვარს ჩაი, შოკოლადი და კარამელის ნაყინი, ეს ის ოთხი რამ არის, რაზეც უარს არასდროს ვამბობ და რომლითაც ჩემი მოთაფვლა შეგიძლიათ, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა ვიყო თქვენზე, როგორც კი ამ ოთხიდან რომელიმეს შემომთავაზებთ, მაშინვე ყურებამდე გავიღიმები და წყენა გამივლის.

ვარ უკიდეგანოდ ემოციური, რაც, ხშირ შემთხვევაში, ჩემი არაადეკვატურობის მიზეზი ხდება ხოლმე. ხანდახან, არათუ სხვებს, თავად არ მესმის საკუთარი თავის.

ვარ კომუნიკაბელური, არ მიჭირს ადამიენებთან კონტაქტში შესვლა, მაგრამ ვერასდროს ვიმეგობრებ:

1.სტერეოტიპულად მოაზროვნე ადამიანებთან, რომლებსაც არ გააჩნიათ ელემენტარული ანალიტიკური აზროვნების და მოვლენების ადეკვატურად აღქმის უნარი;

2.ჰომოფობებთან;

3.რადიკალურად მოაზროვნე მორწმუნეებთან, რომლებიც ეკლესიის სახელით მანიპულირებენ და არასათანადოდ იაზრებენ ქრისტეს მცნებებს.

ვისაც გგონიათ, რომ აქ ჩამოთვლილ კატეგორიებში შემავალ ადამიანებზე უკეთესი მგონია საკუთარი თავი, მინდა ვუთხრა, რომ ცდება, უბრალოდ, არ შემიძლია ასეთ ინდივიდებთან ურთიერთობა, თორემ მათზე მეტი არაფრით ვარ.

ვარ აგნოსტიკოსი და არა ათეისტი, როგორც ეს ხშირად ჰგონიათ ხოლმე.

ჩემი ოცდაორწლიანი ცხოვრების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ სინანული ყველაზე დიდი სისულელეა რაც კი შეიძლება ადამიანს დაემართოს. სინანულის იმ ფორმას ვგულისხმობ მე რომ მჭირს ხოლმე:დეპრესიაში ვვარდები და შეცდომის გამოსწორებზე საქმით კი არა მხოლოდ სიტყვით ვზრუნავ. ამის მაგივრად, ვამჯობინე, ვძლიო საშინელი სინანულის გრძნობას, ვეცადო, შეცდომა აღარ დავუშვა და ოპტიმიზმით შევხედო მომავალს.

ვაფასებ საკუთარ მდგომარეობას და აღარ ვწუწუნებ, რადგან ქვეყნად არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სახლები, არ ჰყავთ ახლობლები და ცხოვრობენ ქუჩებში. არსებობენ უფეხო, უხელო, ბრმა ადამიანები. არსებობენ მიუსაფარი ბავშვები, რომლებსაც არასდროს გამოუცდიათ სითბო და სიყვარული. მე ყველაფერი მაქვს და, შესაბამისად, არ მაქვს წუწუნის უფლება.

რაც შეეხება ბლოგს: ვბლოგავ 2010 წლის ნოემბრიდან, მანამდე მქონდა სხვა ბლოგი, რომელზეც ანონიმურად ვწერდი, მერე შევეშვი და აქეთ გადმოვბარგდი. ბლოგის შექმნის დროს ვიყავი საშინელ დეპრესიაში და თავიდან ვწერდი დეპრესიულ პოსტებს საკუთარ უბედურებასა და გასაჭირზე, სხვათა შორის, პოსტების წერა ძალიან დამეხმარა დეპრესიიდან გამოსვლაში. შემდეგ სოციალურ საკითხებზეც დავიწყე წერა. ამჟამად ვწერ, როგორც პირად, ასევე სოციალურ საკითხებზე, ყველაფერზე, რაც მაინტერესებს და რასთან მიმართებაშიც კითხვები მიჩნდება.

ჩემს ბლოგზე ვერასდროს ნახავთ პოსტებს, რომლებიც დაკავშირებულია მატემატიკასა, ეკონომიკასა და ქიმიასთან, სხვა სფეროებიდან კი არაფერს გამოვრიცხავ, ჩემი შეუზღუდავი ცნობისმოყვარეობა ყველგან ურჩად ყოფს ცხვირს, არ აქვს მნიშვნელობა, ერკვევა თუ არა რომელიმე მათგანში, მაინც ინტერესდება და ეძებს ინფორმაციას, რა თქმა უნდა,  გარდა ამ სამი სფეროსი, რომლებიც წეღან ვახსენე.

ვისაც გინდათ მეტის გაგება, იკითხეთ ჩემი ბლოგი🙂

როგორ დამიკავშირდე:

       natiagulisashvili@gmail.com 

სად შეგიძლია მომძებნო?

       Facebook

       Twitter

        Flickr

       Linkedin

P.S. ვტოვებ ძველი about me-ს კომენტარებსაც, იყოს, რას მიშლის🙂

მუდამ თქვენი

ფორთოხლის გოგონა :) 


32 Comments leave one →
  1. February 9, 2011 23:04

    საინტერესო about me-ა :დ

  2. March 21, 2011 04:50

    სად არის ებაუთის ტექსტი?! ხალხი მოვითხოვთ ებაუთს!

  3. March 29, 2011 16:24

    ჰმ… ან, კაი, მერე გეტყვი

  4. April 8, 2011 07:59

    ძალიან ლამაზი ხარ შინაგანადაც და გარეგნულადაც, ვერიდები ხოლმე ასეთებთან ურთიერთობას, თორემ დაგიმატებდა კაცი ფეისბუქზე🙂

    • ნათია permalink*
      April 8, 2011 21:43

      გმადლობ🙂 შინაგანად ლამაზებს რომ ერიდები ეს უცნაურია🙂 ყველანაირ ადამიანთან ურთიერთობა სასარგებლო და სასიამოვნოა, გააჩნია რა კუთხით მიუდგები🙂

  5. keeshaa permalink
    April 16, 2011 14:54

    ძაალიიიააან კაარგიი და საყვარელი ხაარ :*:*❤

  6. April 26, 2011 21:33

    ძალიან მგავხარ.. აი ლაიქ იუ🙂

  7. ნათია permalink*
    April 26, 2011 22:13

    დიდი მადლობაა :**🙂

  8. April 27, 2011 07:40

    ჩემი ლაიქი შენ.
    დიზაინი ძალიან მომწონს.. ის ყვავილი როგორ უჭირავს..😀
    საკმაოდ კარგი პოსტი გამოგივიდა საკუთარ თავზე. ^^

  9. ნათია permalink*
    April 27, 2011 10:52

    დიდი მადლობა, Mallorie🙂 ძნელი იყო დაწერა, დიდი ხნის განმავლობაში ცარიელი იყო ეს განყოფილება და ბოლოს როგორღაც მოვაბი თავი და დავწერე.

  10. May 2, 2011 17:54

    momewona zalian sheni blogi🙂

  11. ნათია permalink*
    May 4, 2011 20:14

    დიდი მადლობა🙂

  12. May 11, 2011 18:37

    რა საინტერესო და ჩემნაირი about me იყოო:::

  13. არარეალური რეალურ სამყაროში ♥ permalink
    May 16, 2011 10:58

    ჩემი აზრით ძალიან ძალიან საყვარელი ხარ🙂..მომწონს შენი ბლოგი :* წარმატებები :*

  14. ნათია permalink*
    May 16, 2011 22:07

    უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო :*

  15. partizan permalink
    May 21, 2011 16:20

    წარმატებები!!! და არ შეიცვალო :):):):):)

  16. ნათია permalink*
    May 21, 2011 16:25

    გაიხარე, ვეცდები🙂

  17. May 22, 2011 23:54

    ნათი, რა კარგი ბლოგი გქონია შენ და რატომ მალავდი? ძალიან საინტერესოდ წერ. ყოჩაააააააღ, გააგრძელეეეე :))))

  18. ნათია permalink*
    May 23, 2011 17:24

    თათი, უდიდესი მადლობააა :* ჰო, არ ვიცი..🙂 ახლა აღარ ვმალავ🙂

  19. zandara permalink
    February 14, 2012 02:52

    natiii momenatree😦

  20. February 14, 2012 10:34

    ლევან, აღვადგენ ხვალ ან ზეგ ფეისბუქს🙂

  21. April 24, 2012 15:13

    საინტერესო ხარ!🙂

  22. August 7, 2012 20:04

    ძალიან მაგარი ებაუთია:) ბლოგზე საერთოდ გავჭედე:))* ხშირად შემოგივლი<3

  23. Anonymous permalink
    September 2, 2012 05:17

    ჩვენ ვიხდიდით სხეულს პოეზიას ეულს, სულის ტკივილს ხვეულს სიტყვებს კალმით რვეულს:)

  24. December 24, 2012 19:08

    მეც ხშირად შემოგივლიი😉

    • December 24, 2012 19:12

      რახანია აქ არ შემოვსულვარ, გასაახლებელია ებაუთ მი🙂

  25. Anonymous permalink
    May 26, 2013 14:25

    sayvareli xar🙂

  26. Anonymous permalink
    May 26, 2013 14:25

    sheni skype momwere🙂

  27. January 9, 2014 08:26

    მე მეგონა ფორთოხლის გოგონა იუსტაინ გორდერის ამავე სახელწოდების წიგნიდან გამომდინარე გერქვა. თან ისე, პოსტებისთვის რომ მომიკრავს თვალი, გითქვამს, ფორთოხლისფერი არ მიყვარსო და😀

  28. Anonymous permalink
    August 12, 2014 11:55

    blogrolshi damamate totadze.blogspot.com

Trackbacks

  1. ორ თამაშში დათაგული… « Phantom

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: