Category Archives: ფილმები

A Gentle Creature

სერგეი ლოზნიცას Кроткая-ს ნახვის მერე ვერსად ისეთი გამოხმაურება ვერ ვნახე, რაც ზვიაგინცევის Нелюбовь-ს მოჰყვა. არადა, საბჭოთა იმპერიის და რუსეთის ყოფის ამაოება თუ გაინტერესებს ლოზნიცა უნდა ნახოთ თქვენ, სულით ხორცამდე შეგძრავთ ნამდვილად.

ფილმი დოსტოევსკის ამაზე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. მთავარი გმირი უსახელო ქალია, რომელიც ჩაგრულ და ტანჯულ რუსთა განზოგადებულ სახეს ქმნის. ფილმი ისე დაგთრგუნავთ, ტირილი მოგინდებათ, მაგრამ მსგავსი ემოციების გამოხატვისგან ისევ მთავარი გმირი გაკავებთ, რომელიც უხმოდ, უსიტყვოდ და უცვლელად გადადის ერთი მძიმე სიტუაციიდან მეორეში. თითქოს თავისთავადობაა ამ გაუსაძლისი ყოფის, უსამართლობის ატანა, ანდაც იმდენადაა სასოწარკვეთილი, რომ აცნობიერებს, აზრი არ აქვს წინააღმდეგობას, უხმოდ მიყვება დინებას და ჩუმად იბრძვის. ჰო, შეიძლებოდა მეტი ემოციები ყოფილიყო, ცრემლები და გოდება და უფრო გვეტკინებოდა, მაგრამ დიდი მადლობა რეჟისორს, რომ ამ პოპულისტურ ხერხს არ მიმართა.

სადღაც წავიკითხე ამ ფილმის აკი კაურისმიაკის ფილმებთან მსგავსებაზე და კი, ნამდვილად ბევრი პარალელის გავლება შეიძლება, თუმცა ჩემი საყვარელი ფინელი რეჟისორი შედარებით ნაკლები სიმძიმით გადმოსცემს ხოლმე რიგითი ადამიანების ცხოვრებას, რომლებიც ჩვეულებრივი ყოფითი საკითხებისთვის იბრძვიან.

ფილმში ისე ცხადად იგრძნობა სიძველის სუნი, რომ მხოლოდ რამდენიმე ატრიბუთით ხვდებით, რომ ეს ყველაფერი თანამედროვე რუსეთში ხდება და არა საბჭოთა კავშირში. მაგალითად ფილმში მოულოდნელად ჩნდება iPhone და თქვენ უცებ იძაბებით, მობილური ტელეფონი? საიდან? მერე გახსენდებათ, რომ ფილმი ამ ეპოქას ასახავს და უხერხულად იშმუშნებით.

ძალიან დამთრგუნველი და თანაც კომიკურია გმირის სიზმრის ნაწილი ამ ფილმში, სადაც რეჟისორი ლამის ყოველგვარი გადატანითი მნიშვნელობის, მინიშნებებისა და სიმბოლოების გარეშე პირდაპირ გვეუბნება – აი, ეს არის თქვენი რუსეთი, დატკბით!

ლოზნიცას ნახვას თუ გადაწყვეტთ, გირჩევდით, რომ მხოლოდ ამ ფილმით არ შემოისაზღვროთ და მინიმუმ My Joy-ც დააყოლოთ ზედ 🙂  Continue reading

Advertisements

Mindhunter

მოდი, ვაღიაროთ, რომ ბავშვობიდან მოყოლებული მკვლელობის საშინელი ისტორიების მოსმენის, წაკითხვის ანდა ეკრანზე ნახვის მერე, ხშირად გვიჩნდებოდა ფიქრები, თუ რატომ აკეთებდნენ მსგავს სისასტიკეს ადამიანები და პასუხებს ვერასოდეს ვპოულობდით. Mindhunter-ის ყურების დროს არ მტოვებდა განცდა, რომ ეს სერიალი სპეციალურად ჩემს კითხვებზე პასუხების გასაცემად შეიქმნა. სერიული მკვლელები და მანიაკები ყოველთვის კაცები იყვნენ და მსხვერპლი კი უმეტეს შემთხვევებში – ქალი. ამ სერიალშიც ასეა, ჩვენ ვხედავთ ქალების სიძულვილით შეპყრობილ მანიაკებს.

სერიალი ეხება ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სფეროს: ფსიქოლოგიას და ეფუძნება რეალურ მოვლენებსა და რეალური სერიული მკვლელების ისტორიებს. ჩვენ ვუყურებთ 70-იანი წლების ბოლოს მყოფ ამერიკას, სადაც გამოძიების ფედერალურ ბიუროში (FBI) ახლა იწყებს დამკვიდრებას კრიმინალური ფსიქოლოგია, რომელიც იწვევს დიდ სკეპტიციზმს. ახალგაზრდა აგენტი ჰოლდენ ფორდი, რომელიც ერთ-ერთი ფსიქიურად არამდგრადი მკვლელის თვითმკველობას საკუთარ თავს აბრალებს, პრობლემის აღმოჩენის იდეითაა შეპყრობილი და სურს მიიღოს პასუხი კითვაზე – რატომ? ის და FBI-ს მეორე აგენტი ბილი ტენჩი დიდი ბიუროკრატიული დაბრკოლებების გადალახვის მერე, იწყებენ პერიოდულ შეხვედრებს სერიულ მკვლელებთან, Continue reading

Horace and Pete

Horace and Pete არის ათსერიანი ტრაგიკომედია, მე უფრო დეპრესიულ დრამას დავარქმევდი, რადგან საკმაოდ რთულია კომედიის რამე ფორმა უწოდო იმ მელანქოლიას, რასაც ვხედავთ ეკრანზე. თუ ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ მიუჯდება ლეპტოპს და ჩართავს გემრიელს სერიალს, სადაც ყოველ მეორე წუთზე უნდა გაიცინოს, იმედები უნდა გაგიცრუოთ, სხვაგან მოხვდით, ამას თავად სერიალის შემქმნელი, Louis CK გვეუბნება და აფრთხილებს თავის მაყურებელს, რომელსაც მისგან, როგორც ცნობილი კომედიანტისგან, მხიარული სცენების მოლოდინი აქვს.

მოქმედება ვითარდება ბრუკლინში არსებულ ბარ Horace and Pete-ში, რომელსაც არსებობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ის თაობიდან თაობას გადაეცემოდა მემკვიდრეობით.  ბარს უკვე მერვე თაობის ჰორსი და პიტი ხელმძღვანელობენ. პიტის როლს გენიალური სტივენ ბუშემი ასრულებს. ბარში ასევე არის უფროსი პიტი, ალან ალდა, რომელსაც ლოთი და რასისტი Continue reading

ლარს ვონ ტრიერის ,,მელანქოლია”


ლარს ფონ ტრიერის ,,მელანქოლია” იმ ფილმების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებშიც ყოველი ნახვის შემდეგ რაღაც ახალს აღმოაჩენ. პირადად ჩემთვის, სამჯერ ნანახი ,,მელანქოლია” სამჯერვე აღმოჩენის საგანი გახდა. ფილმში გადმოცემულია ორი დის, ჯასტინის და კლერის ისტორია.

პირველი ნაწილი მთლიანად ეთმობა ჯასტინის ქორწილს, სადაც ბედნიერების ნიღაბს მიღმა, მთავარი გმირის უკიდურესი ნაღველი იმალება, უბრალო სასოწარკვეთა კი არა, ცხოვრებისეულ დამღად ქცეული მელანქოლია, რომელიც ჩაბეჭდილია ადამიანის შინაგან სამყაროში და არ აძლევს მას ბედნიერების საშუალებას.  აქ ერთმანეთს ენაცვლება მხიარულების და გულისშემძვრელი მარტოობის სცენები. ჯასტინი პერიოდულად ტოვებს საკუთარ ქორწილს და განმარტოვდება ხოლმე. რეჟისორი თითქოს დასცინის სტერეოტიპს, რომ ადამიანის ბედნიერებისთვის აუცილებელია ქორწინება, შვილების ყოლა და საყვარელს ადამიანთან ერთად სიბერემდე ცხოვრება. ,,მელანქოლიაში” ამ დამოკიდებულებას სკეპტიკურად უყურებს მთავარი გმირის დედა, რომელმაც იცის, რომ ეს ყველაფერი ფარსია და არ არსებობს ბედნიერება მხოლოდ იმ სახით, როგორადაც მას, ძირითადად, აღიქვამენ ხოლმე ადამიანები.

სიმბოლურ დატვირთავს ატარებს კოსმოსის და ადამიანის დაპირისპირება, Continue reading