მრავალნი არიან, ვინც მთლიანად იძირება პოლიტიკურ ბრძოლაში, სოციალური რევოლუციის მომზადებაში. ცოტანი ძალიან ცოტანი არიან, ვისაც რევოლუციის მოსამზადებლად სურს, მისი ღირსი გახდეს ჯორჯ ფრიდმანი რა წარწერებს აღარ ნახავ საზოგადოებრივ ტუალეტებში ეკას პლიუს გუკას და სკაიპის მისამართებს, ცნობილი მომღერლების სახელებსა და თქვენ წარმოიდგინენ ბრძნულ შეგონებებსაც წააწყდებით აქა-იქ. საინტერესოა, რომ ყველა საპირფარეშოს საკუთრივ მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკა გააჩნია და… [Read more…]
როდესაც გარკვეულ მომენტში რამის შემრცხვება, ვწითლდები და ნერვიულობას ვიწყებ, ლაპარაკის უნარს ვკარგავ და სისულელეებს ვბოდავ ხოლმე. როცა ისეთი რამის მრცხვენია, რაც პირადად მე მიკავშირდება და ყოველდღიურად მიწევს ხოლმე ამაზე ფიქრი, ეს გრძნობა უცნაურად გამკრავს ხოლმე გულის სიღრმეში, თითქოს სირცხვილი და სინანული ირევა ერთმანეთში და ამაზე ფიქრი ცუდ ხასიათზე მაყენებს. როდესაც ზოგადსაკაცობრიო დარდი შემიპყრობს ხოლმე (… [Read more…]
არსებობს პრობლემები, რომლებიც ნაკლებად სერიოზულია და მათ გამო არ ღირს დეპრესიაში ჩავარდნა. არსებობს პრობლემები, რომელთა მოგვარების გარეშე ცხოვრებას ძველებურად ვერ გავაგრძელებთ. არსებობს მარადიული პრობლემები, რომლებიც არასდროს მოგვარდება და კიდევ არსებობს პრობლემები, რომლებიც ღიმილისმომგვრელია, ანდა, მე ვიტყოდი, რომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, თუნდაც შებრუნებით: სატირალია, სასაცილო რომ არ იყოს, მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს, როგორც არის.… [Read more…]
თავის მოკვლა მინდა. ადრე ამის მეშინოდა, რადგან მეგონა, რომ ჯოჯოხეთში მოვხვდებოდი, მაგრამ ახლა ღმერთი აღარ მწამს და ჯოჯოხეთისა და სამოთხის არსებობისაც აღარ მჯერა. მაინც რაღაც მაკავებს ამ სიცოცხლესთან, ვებღაუჭები მბჟუტავ იმედს, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება და ჩვეულებრივ შევძლებ ცხოვრების გაგრძელებას. ხშირად ვუყურებ მაჯებს და ვცდილობ წარმოვიდგინო თუ როგორ გადმოვა სისხლი ძარღვებიდან, როდესაც მათ გადავსერავ,… [Read more…]
უკვე სამი დღე გავიდა, რაც ფეისბუქი გავაუქმე. როგორც ერთი ჩემი მეგობარი უწოდებს, ცუკერბერგის, იგივე შაქრის მთის იმპერიას მოვშორდი. გადაწყვეტილება სპონტანურად მივიღე, ყოველგვარი ფიქრისა და ყოყმანის გარეშე, უცბად ავდექი და გავაუქმე. გარდა პირწიგნაკის წაშლისა, პარალელურად, გამოვრთე მობილურიც და ახლა წარმოდგენა არ მაქვს სად დევს შორ მანძილზე ადამიანებთან დამაკავშირებელი პატარა აპარატი. მეგობრებს შემთხვევით ვხვდები, რაც ძალიან საინტერესოა,… [Read more…]
გუშინ რუსთაველის თეატრის მაყურებელი უჩვეულო სანახაობის მომსწრე გახდა, ექსპერიმენტულ დარბაზში დადგმული სპეკტაკლი რამდენიმე ახალგაზრდის ისტორიას გადმოგცვემდა, რომლებიც ერთ ოთახში იყვნენ ჩაკეტილნი და საკმაოდ ინტიმურ საკითხებზე საუბრობდნენ. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც მსახიობები უშუალოდ შედიოდნენ კონტაქტში მაყურებელთან და მხოლოდ სცენაზე თამაშით არ შემოიფარგლებოდნენ. სპექტაკლს უჩვეულო ხიბლს სძენდა და უფრო საინტერესოს ხდიდა ის ფაქტი, რომ მაყურებელთან ურთიერთობა ექსპრომტი… [Read more…]
დრო წელვადია, ბრუნვადი და უკუქცევადი, ის შეგვიძლია დავკეცოთ და სამგზავრო ჩანთაში ჩავდოთ, მერე ზურგზე მოვიკიდოთ და ასე დრომოკიდებულებმა ვიაროთ ქუჩებში. დროს არ შეუძლია გვმართოს, მას ჩვენ ვმართავთ, ჩვენ ვქმნით დროს და ჩვენვე ვაჩერებთ, ვსპობთ. ჩვენვე შეგვიძლია ის გადავინახოთ სახლის ბნელ კუნჭულში და ხანდახან ვნახოთ ხოლმე, რათა დადებული მტვერი გადავფერთხოთ. ან, საერთოდაც, დავივიწყოთ და იყოს ასე… [Read more…]
ლარს ფონ ტრიერის ,,მელანქოლია” იმ ფილმების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებშიც ყოველი ნახვის შემდეგ რაღაც ახალს აღმოაჩენ. პირადად ჩემთვის, სამჯერ ნანახი ,,მელანქოლია” სამჯერვე აღმოჩენის საგანი გახდა. ფილმში გადმოცემულია ორის დის, ჯასტინის და კლერის ისტორია. პირველი ნაწილი მთლიანად ეთმობა ჯასტინის ქორწილს, სადაც ბედნიერების ნიღაბს მიღმა, მთავარი გმირის უკიდურესი ნაღველი იმალება, უბრალო სასოწარკვეთა კი არა, ცხოვრებისეულ დამღად ქცეული მელანქოლია, რომელიც… [Read more…]
რამდენი ხანია პოსტი აღარ დამიწერია, არადა, იმდენი რამ მოხდა ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ალბათ, ერთი თვე არ მეყოფა მოსაყოლად. ბოლო დროს ჩემი ცხოვრებისგან აბსოლუტურად განსხვავებული რიტმით ვცხოვრობ, ეს რიტმი მომწონს, მოხიბლული ვარ თოთოეული ცვლილებით, რასაც ვხედავ, მაგრამ უცბად ამდენმა ცვლილებამ გადამღალა. არ ვიცი როგორ ავაყოლო ამ ახალ რიტმს ფეხი. ვიცი, დასვენება მჭირდება და ურთიერთობის დარეგულირება… [Read more…]
შენ შორეულ პროვინციაში ცხოვრობ, უბრალო გოგონა ხარ და უამრავი ოცნება გაქვს. შენი სოფელი პატარაა და იქ განსაკუთრებული არაფერი ხდება. მხოლოდ ზაფხულობით გამოცოცხლდება ხოლმე გარემო შენთან, დამსვენებლები ჩამოდიან და სოფლის ერთფეროვანი ცხოვრება გადახალისდება ხოლმე. შენ ხედავ, რომ ქალაქიდან ჩამოსულ გოგოებს ბიჭები უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ, ზაფხულობით მათ აღარ ახსოვხარ და მხოლოდ თბილისელ გოგოებთან ,,აბირჟავებენ” ხოლმე საღაამოობით,… [Read more…]
February 23, 2012
5