Tag Archives: საქართველო

რიგითი ქართველის სატკივარი

ბევრი რამის მრცხვენია, როგორც ქართველს. არა, არ იფიქროთ, რომ მე ადამიანების იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც გამუდმებით გოდებენ თუ რატომ დაიბადნენ ამ ქვეყანაში, მუდმივად იმეორებენ, რომ ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება და ა.შ. არა.

მე მრცხვენია ვიყო იმ საზოგადოების ნაწილი, რომელიც არ ცნობს განსხვავებულ აზრს, რომელსაც მუშაობა სირცხვლად მიაჩნია, რომელიც ქალებს სამზარეულოს დეკორაციად მიიჩნევს,  რომელიც ქრისტეს სახელით კლავს, სცემს, აგინებს მასისგან განსხვავებულ ადამიანებს, რომელსაც საკუთარი დედის გინება, სუფრებზე სადღეგრძელოების თქმა და ბირჟაზე კაჩაობა მიაჩნია ვაჟკაცობად.

როდესაც ათენში ვიყავი, ქუჩასა და ტრანსპორტში ქართულად არ ვლაპარაკობდი. თქვენ იცით რა სირცხვილია, როდესაც შენს გვერდით უცხო ქვეყანაში ხედავ ქართველს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაანახებ მას, რომ შენც ქართველი ხარ, რადგან ის ადამიანი იმდენად ამაზრზენად იქცევა, არ გაქვს მასთან ურთიერთობის სურვილი. როდესაც მე და ჩემი და ზღვის სანაპიროზე გავდიოდით ხოლმე და იქ ქართული ლაპარაკი გვესმოდა, ერთამენთს ვაჩუმებდით, რომ მათ არ გაეგოთ ჩვენი ქართველობის შესახებ და ჩვენთან არ მოსულიყვნენ.

თქვენ იცით რა საშინელებაა, როდესაც უცხო ქვეყანაში მაღაზიის შესასვლელში ხედავ წარწერას, რომ იქ ქართველების შესვლა აკრძალულია, რადგან იპარავენ?

dsc_00801

ფოტოს წყარო: shalva.wordpress.com

თქვენ იცით, რომ ბერძნულ ოჯახებში ქართველების მიღებას უკვე ძალიან ერიდებიან, რადგან მათი უმრავლესობა მოხუცების სახლიდან ნივთებს იპარავს და საქართველოში აგზავნის? Continue reading

მიყვარს თუ არა სამშობლო ანუ, ბატონო კახი, გვეშველება რამე?

ყოველთვის მეგონა, რომ პატრიოტი ვიყავი, მთელი გულით მიყვარდა ჩემი სამშობლო და მისთვის მტერსაც კი თავს შევაკლავდი! ჰმ, ცოტა საასცილოდ კი ჟღერს გოგოს მხრიდან ეს, რადგან მტერს თავს რომ აკლავენ, ეგ, ძირითადად, მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან ხოლმე, მაგრამ აქ მთავარი სურვილია და არა მისი გამოხატვის ფორმა 🙂

რაც თავი მახსოვს (ხანდაზმული ადამიანივით კი გამომდის, მაგრამ იყოს 🙂 ) ჩემ გარშემო, ძირითადად, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ უყვარდათ საქართველო და საზღვარგარეთ წასვლაზე ოცნებობდნენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სკოლაში სწავლის პერიოდში მე არ შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც ამ სურვილით არ ყოფილიყოს განმსჭვალული 🙂 თავადაც მიკვირს, ჩემთვის არავის უსწავლებია სამშობლო გიყვარდესო (წიგნებს არ ვგულისხმობ) და დღემდე ვერ გამიგია საიდან მქონდა გულში ამხელა სიყვარული საქართველოსადმი.

მახსოვს როგორ ვოცნებობდი  საქართველო შესულიყო ევროკავშირში და ჯერ კიდევ პატარა, თავგამოდებით ვეკამათებოდი ადამიანებს, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ აქ ცხოვრებას აზრი არ აქვს და თურმე ევროპაში ლანგარზე დადებულს მოართმევდნენ ყველაფერს. პასუხად მხოლოდ ღიმილით მისვამდნენ თავზე ხელს და მეუბნებოდნენ, რომ მე ჯერ კიდევ პატარა ვარ ასეთი მნიშვნელოვანი რამის გასაგებად. ქვეყნის დატოვების სურვილი ადამიანებს სხვადასხვა რამის გამო უჩნდებათ, ზოგს გაჭირვება აუძულებს, ზოგს სწავლის წყურვილი, ზოგს უბრალოდ გართობა უნდა და ა.შ. მე მხოლოდ იმ ადამიანებზე მინდა დავწერო, რომლებიც მატერიალური სიდუხჭირის გამო მიდიან.

საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ იწყება ემიგრანტთა ცხოვრების გაცილებით რთული ეტაპი, ვიდრე აქ ჰქონდათ. Continue reading

HYDRA

2010.IX.12:

გაორებული ვარ…

კუნძული HYDRA…

წარმოვიდგენდი ოდესმე HYDRA-ზე თუ მოვხვდებოდი? აქ ყოფნის განცდები სცდებიან სღვარს, რომლამდეც ვარ მე… ზღვა იმდენად ლურჯია, რომ ჟრუანტელი მივლის…

სახლი თეთრია, თეთრი და ცისფერი… აქ ყველაფერი თეთრი და ცისფერია, ნავები სულ მიდი-მოდიან, ცემი ფანჯრიდან ხედი კი არასდროს ყოფილა ასეთი ლამაზი!

აქ არაფერია თანამედროვე ნავების და გემების გარდა… არაა მანქანები, სკუტერები, მოტოციკლები, ველოსიპედები, მხოლოდ ცხენები და ვირები, ასევე უამრავი კატა 🙂

მზის ჩასვლა კი… არ დამინახავს, ღრუბლები ჩამოეფარნენ, ვხედავდი ვხედავდი საბურველიდან გამომავალ სხივებს, რომლებიც ეცემოდნენ ზღვის ზედაპირს და საოცარ სანახაობას ქმნიდნენ… Continue reading